https://sputnik-georgia.com/20211228/cvlilebebi-waxalisebis-programasi-tanxa-acristvis-263220361.html
თანხა კორონავირუსზე აცრის სანაცვლოდ – ასაკობრივი ზღვარი ფართოვდება
თანხა კორონავირუსზე აცრის სანაცვლოდ – ასაკობრივი ზღვარი ფართოვდება
Sputnik საქართველო
2022 წლიდან ქვეყანაში მატერიალური წახალისების პროგრამაში მონაწილე პირების ასაკობრივი ზღვარი ფართოვდება.
2021-12-28T16:52+0400
2021-12-28T16:52+0400
2023-08-17T18:15+0400
covid-19 - ბოლო ცნობები
საზოგადოება
ახალი ამბები
საქართველო
covid-19
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/08/0b/252559396_0:25:1868:1076_1920x0_80_0_0_f07ee08e1bb58aac2d9180b8eb55bbea.jpg
თბილისი, 28 დეკემბერი — Sputnik. მომავალი წლიდან ქვეყანაში ვაქცინაციის ტემპის გაზრდის მიზნით მატერიალური წახალისების პროგრამაში მონაწილე პირების ასაკობრივი ზღვარი გაფართოვდა – გადაწყვეტილება დღეს გამართულ საკოორდინაციო საბჭოზე მიიღეს.საქართველოს მასშტაბით 50 წელს გადაცილებული ყველა ადამიანი, რომელიც კორონავირუსის ვაქცინით აიცრება, სახელმწიფოსგან წახალისების მიზნით 200 ლარს მიიღებს.აქამდე თანხის მიღება მხოლოდ 60 წელს ზემოთ ასაკის პირებს შეეძლოთ. 9 ნოემბერს საქართველოში დაიწყო 60 წელს ზემოთ ასაკის პირთა მატერიალური წახალისების პროგრამა – იმ შემთხვევაში, თუ ისინი ვაქცინაციას 31 დეკემბრის ჩათვლით ჩაიტარებენ, მათ 200-ლარიან ერთჯერად დანამატს გადასცემენ.ეპიდემიოლოგების თქმით, კორონავირუსით გარდაცვალების შემთხვევების 85% სწორედ ამ ასაკობრივი ჯგუფის ადამიანებზე მოდის.28 დეკემბერის მონაცემებით, საქართველოში სულ ჩატარებულია 2.481.500 აცრა სრულად ვაქცინირებულია 1.132.581 ადამიანი - 18 წელს ზემოთ ასაკის მოსახლეობის 39,4%. ბუსტერ–დოზა კი გაკეთებული აქვს 67.315 ადამიანს.პანდემიის დაწყებიდან დღემდე საქართველოში კორონავირუსის 928.030 შემთხვევა დაფიქსირდა, გამოჯანმრთელდა 888.022 ადამიანი, გარდაიცვალა 13.646 პაციენტი.
https://sputnik-georgia.com/20211228/aiceri-da-moige-latarias-17-atasze-meti-gamarjvebuli-hyavs-263219909.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/08/0b/252559396_200:0:1669:1102_1920x0_80_0_0_79b6edae9f91db5c0711b15e4e028f39.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ვაქცინაცია კორონავირუსი წახალისება თანხა
ვაქცინაცია კორონავირუსი წახალისება თანხა
თანხა კორონავირუსზე აცრის სანაცვლოდ – ასაკობრივი ზღვარი ფართოვდება
16:52 28.12.2021 (განახლებულია: 18:15 17.08.2023) აქამდე კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინაციის შემთხვევაში 200-ლარიან დანამატს მხოლოდ 60 წელს გადაცილებული ადამიანები იღებდნენ.
თბილისი, 28 დეკემბერი — Sputnik. მომავალი წლიდან ქვეყანაში ვაქცინაციის ტემპის გაზრდის მიზნით მატერიალური წახალისების პროგრამაში მონაწილე პირების ასაკობრივი ზღვარი გაფართოვდა – გადაწყვეტილება დღეს გამართულ საკოორდინაციო საბჭოზე მიიღეს.
საქართველოს მასშტაბით 50 წელს გადაცილებული ყველა ადამიანი, რომელიც კორონავირუსის ვაქცინით აიცრება, სახელმწიფოსგან წახალისების მიზნით 200 ლარს მიიღებს.
აქამდე თანხის მიღება მხოლოდ 60 წელს ზემოთ ასაკის პირებს შეეძლოთ. 9 ნოემბერს საქართველოში დაიწყო 60 წელს ზემოთ ასაკის პირთა მატერიალური წახალისების პროგრამა – იმ შემთხვევაში, თუ ისინი ვაქცინაციას 31 დეკემბრის ჩათვლით ჩაიტარებენ, მათ 200-ლარიან ერთჯერად დანამატს გადასცემენ.
„პროგრამა იანვარში გაგრძელდება, რომელიც ითვალისწინებს 60 წელზე უფროსი ასაკის პირთა ვაქცინაციის ფულად სტიმულს 200 ლარის ოდენობით. არის კიდევ ერთი სიახლე – ბენეფიციარების ასაკობრივი ბარიერი მცირდება 50 წლამდე", – განაცხადა უწყებათშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ.
ეპიდემიოლოგების თქმით, კორონავირუსით გარდაცვალების შემთხვევების 85% სწორედ ამ ასაკობრივი ჯგუფის ადამიანებზე მოდის.
28 დეკემბერის მონაცემებით, საქართველოში სულ ჩატარებულია 2.481.500 აცრა სრულად ვაქცინირებულია 1.132.581 ადამიანი - 18 წელს ზემოთ ასაკის მოსახლეობის 39,4%. ბუსტერ–დოზა კი გაკეთებული აქვს 67.315 ადამიანს.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე საქართველოში კორონავირუსის 928.030 შემთხვევა დაფიქსირდა, გამოჯანმრთელდა 888.022 ადამიანი, გარდაიცვალა 13.646 პაციენტი.