ახალი წლისა და შობის ღამეს ტრანსპორტი თბილისში განსხვავებული გრაფიკით იმუშავებს

© Sputnik / Alexander Imedashviliსამგზავრო ავტობუსი
სამგზავრო ავტობუსი - Sputnik საქართველო, 1920, 30.12.2021
გამოწერა
მუნიციპალური ტრანსპორტის გარდა ასევე გვიანობამდე იმუშავებს „რიყე-ნარიყალას“ საბაგირო ხაზიც.
თბილისი, 30 დეკემბერი – Sputnik. ახალი წლის ღამეს დედაქალაქში მუნიციპალური ტრანსპორტი გახანგრძლივებული დროით იმუშავებს და, ამასთან, ის მოქალაქეებს უფასოდ მოემსახურება.
თბილისის მერიის ინფორმაციით, 31 დეკემბერს სპეციალური ავტობუსები 23:00-დან 03:00 საათამდე მსურველებს მათთვის ხელსაყრელ მეტროს სადგურებამდე მიიყვანენ, რის შემდეგაც მგზავრები დანიშნულების ადგილზე მისვლას მეტროს დახმარებით შეძლებენ.
დროის აღნიშნულ მონაკვეთში მგზავრები, ავტობუსის და მეტროს მსგავსად, „რიყე-ნარიყალას“ საბაგირო ხაზითაც უფასოდ ისარგებლებენ.
საახალწლო ღონისძიებებთან დაკავშირებით თბილისის ცენტრი თითქმის ერთი თვით გადაიკეტება>>
თბილისის მერიის ინფორმაციით ახალი წლის ღამეს, 03:00 საათამდე იმუშავებენ შემდეგი ავტობუსები:
N1, N2, N3, N6, N7, N11 (გადაადგილდება მეტროს სადგურ „დიდუბემდე“), N12, N14, N17, N18, N20, N22, N25, N27, N28, N30, N31, N36, N39, N40, N41, N42, N43, N45, N46, N47, N49, N52, N53, N56, N60, N62, N68, N70, N71, N72, N73, N77, N78, N79, N80, N84, N87, N90, N91, N95, N99, N106, N108, N110, N121, N122 (გადაადგილდება მეტროს სადგურ „ავლაბრამდე“), N150, N321, N330, N332, N334, N339, N343, N344, N346, N363, N377 და N383.
რაც შეეხება 6 იანვარს, თბილისის მერიის ინფორმაციით, შობის ღამეს მგზავრებს თბილისის მეტრო 03:00 საათამდე მოემსახურება. მოქალაქეები ამ შემთხვევაშიც უფასოდ იმგზავრებენ.
წყარო: თბილისის მერია
ყველა ახალი ამბავი
0