https://sputnik-georgia.com/20211218/saaxalwlo-ronisziebebi-tbilissi-qucebsi-transportis-mozraoba-izrudeba-262967239.html
საახალწლო ღონისძიებებთან დაკავშირებით თბილისის ცენტრი თითქმის ერთი თვით გადაიკეტება
საახალწლო ღონისძიებებთან დაკავშირებით თბილისის ცენტრი თითქმის ერთი თვით გადაიკეტება
Sputnik საქართველო
თბილისის მერიის ინფორმაციით, ამასთან დაკავშირებით შეცვლილი მარშრუტით იმოძრავებს ორი ავტობუსი და ხუთი სამარშრუტო მიკროავტობუსი 18.12.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-12-18T20:00+0400
2021-12-18T20:00+0400
2021-12-19T13:35+0400
საზოგადოება
ახალი ამბები
თბილისი დღეს
საქართველო
ტრანსპორტი საქართველოში
თბილისის მერია
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24361/11/243611111_0:48:1600:948_1920x0_80_0_0_9ad384d2555562577aa57dc82e668cab.jpg
თბილისი, 18 დეკემბერი — Sputnik. „დედაენის“ პარკის მიმდებარე ტერიტორია საახალწლო ღონისძიებების გამო 19 დეკემბრიდან 14 იანვრამდე გადაიკეტება, ნათქვამია თბილისის მერიის განცხადებაში.მერიის მონაცემებით, 14 იანვრამდე გადაიკეტება მშრალი ხიდის მიმდებარე ტერიტორია, ასევე გზა ზაარბრიუკენის მოედნიდან ათონელი ქუჩამდე.საგზაო მოძრაობა 19 დეკემბერს 10:00 საათიდან შეიზღუდება.ყველა სახის ტრანსპორტი, მათ შორის საზოგადოებრივი, იმოძრავებს სანაპიროს ან ახლომდებარე ქუჩების გავლით.შეიცვლება N20 და N23 ავტობუსების და N50, N6, N49, N140 და N150 მიკროავტობუსების მარშრუტები.გასულ წელს კოვიდ-პანდემიის გამო საახალწლო ღონისძიებები მაქსიმალურად მოკრძალებულად გაიმართა, წელს კი მასშტაბური და მრავალფეროვანი ღონისძიებები იგეგმება. 24 დეკემბრიდან 14 იანვრამდე პერიოდში ორბელიანის მოედანზე და დედაენის ბაღში „საახალწლო სოფელი“ მოეწყობა.ყოველდღიურად ორივე ლოკაციაზე გაიმართება ანსამბლების, ბენდების და ესტრადის მომღერლების კონცერტები და ელექტრონული მუსიკის საღამოები.რაც შეეხება ახალი წლის ღამეს, დედაქალაქის მერის, კახა კალაძის თქმით, 31 დეკემბერს პირველი რესპუბლიკის მოედანზე დამონტაჟებულ დიდ სცენაზე გაიმართება გალა-კონცერტი, რომელშიც შოუბიზნესის 300-მდე წარმომადგენელი მიიღებს მონაწილეობას. დედაქალაქის მერის თქმით, ყველა ღონისძიება კოვიდ-რეგულაციების დაცვით ჩატარდება.
https://sputnik-georgia.com/20211218/orbelianebis-sasaxlis-win-winasaaxalwlo-saqvelmoqmedo-aqcia-gaimarteba-262966473.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24361/11/243611111_137:0:1464:995_1920x0_80_0_0_910688a997901db40940947a392d7567.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, ახალი ამბები, თბილისი დღეს, საქართველო, ტრანსპორტი საქართველოში, თბილისის მერია
საზოგადოება, ახალი ამბები, თბილისი დღეს, საქართველო, ტრანსპორტი საქართველოში, თბილისის მერია
საახალწლო ღონისძიებებთან დაკავშირებით თბილისის ცენტრი თითქმის ერთი თვით გადაიკეტება
20:00 18.12.2021 (განახლებულია: 13:35 19.12.2021) თბილისის მერიის ინფორმაციით, ამასთან დაკავშირებით შეცვლილი მარშრუტით იმოძრავებს ორი ავტობუსი და ხუთი სამარშრუტო მიკროავტობუსი
თბილისი, 18 დეკემბერი — Sputnik. „დედაენის“ პარკის მიმდებარე ტერიტორია საახალწლო ღონისძიებების გამო 19 დეკემბრიდან 14 იანვრამდე გადაიკეტება, ნათქვამია თბილისის მერიის
განცხადებაში.
მერიის მონაცემებით, 14 იანვრამდე გადაიკეტება მშრალი ხიდის მიმდებარე ტერიტორია, ასევე გზა ზაარბრიუკენის მოედნიდან ათონელი ქუჩამდე.
საგზაო მოძრაობა 19 დეკემბერს 10:00 საათიდან შეიზღუდება.
ყველა სახის ტრანსპორტი, მათ შორის საზოგადოებრივი, იმოძრავებს სანაპიროს ან ახლომდებარე ქუჩების გავლით.
შეიცვლება N20 და N23 ავტობუსების და N50, N6, N49, N140 და N150 მიკროავტობუსების მარშრუტები.
გასულ წელს კოვიდ-პანდემიის გამო საახალწლო ღონისძიებები მაქსიმალურად მოკრძალებულად გაიმართა, წელს კი მასშტაბური და მრავალფეროვანი ღონისძიებები იგეგმება. 24 დეკემბრიდან 14 იანვრამდე პერიოდში ორბელიანის მოედანზე და დედაენის ბაღში „საახალწლო სოფელი“ მოეწყობა.
ყოველდღიურად ორივე ლოკაციაზე გაიმართება ანსამბლების, ბენდების და ესტრადის მომღერლების კონცერტები და ელექტრონული მუსიკის საღამოები.
რაც შეეხება ახალი წლის ღამეს, დედაქალაქის მერის, კახა კალაძის თქმით, 31 დეკემბერს პირველი რესპუბლიკის მოედანზე დამონტაჟებულ დიდ სცენაზე გაიმართება გალა-კონცერტი, რომელშიც შოუბიზნესის 300-მდე წარმომადგენელი მიიღებს მონაწილეობას. დედაქალაქის მერის თქმით, ყველა ღონისძიება კოვიდ-რეგულაციების დაცვით ჩატარდება.