ორბელიანების სასახლის წინ წინასაახალწლო საქველმოქმედო აქცია გაიმართება

© photo: Sputnik / Stringerსაახალწლოდ მორთული პრეზიდენტის რეზიდენცია ათონელზე
საახალწლოდ მორთული პრეზიდენტის რეზიდენცია ათონელზე - Sputnik საქართველო, 1920, 18.12.2021
გამოწერა
თბილისში წელს მასშტაბური და მრავალფეროვანი საახალწლო ღონისძიებები იგეგმება.
თბილისი, 18 დეკემბერი — Sputnik. დღეს ორბელიანების სასახლის წინ დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდი წინასაახალწლო საქველმოქმედო აქციას გამართავს. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
„დიმიტრი ცინცაძის ფონდი“ ცნობილმა ჟურნალისტებმა დააარსეს. დიმიტრი ცინცაძე „პირველი არხის“ ოპერატორია, რომელსაც წლების წინ სიმსივნე დაუდგინდა, ესაჭიროებოდა ძვირადღირებული მკურნალობა და ოპერაცია. მისმა მეგობრებმა დააარსეს ფონდი და მისი გადარჩენა შეძლეს.
საქველმოქმედო აქცია დღეს, 18:00 საათზე დაიწყება. საქველმოქმედო აქციაში ჩაერთვებიან საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლებიც.
„გთხოვთ, მობრძანდეთ და მცირედი შემოწირულობით გამოხატოთ თანადგომა ფონდის ბენეფიციარების მიმართ“, - ნათქვამია ფონდის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ნაძვის ხის ანთება თბილისში - Sputnik საქართველო, 1920, 10.12.2021
პარლამენტის შენობის წინ მთავარი ნაძვის ხე აინთო: რა ღონისძიებები გაიმართება საახალწლოდ
ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობა ექნება სადღესასწაულოდ, ჩიჩილაკებით მორთული პრეზიდენტის სასახლის ეზოს დათვალიერება და სამახსოვრო ფოტოების გადაღება.
„ღონისძიებაზე სტუმრად მოსული ბავშვები წინასაახალწლო განწყობას შეიქმნიან და ანიმატორებთან და დრამერებთან ერთად გაერთობიან. ღონისძიების საპატიო სტუმრები იქნებიან სოფელ წეროვანის მესამე საჯარო სკოლის პირველკლასელები, რომელთა შორისაც არიან აგვისტოს ომის შედეგად დაზარალებული ბავშვები“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
თბილისში წელს მასშტაბური და მრავალფეროვანი საახალწლო ღონისძიებები იგეგმება. 24 დეკემბრიდან 14 იანვრამდე პერიოდში ორბელიანის მოედანზე და დედაენის ბაღში „საახალწლო სოფელი“ მოეწყობა, სადაც დამონტაჟდება მრავალფეროვანი საახალწლო დეკორაციები, ინსტალაციები და, რაც მთავარია, იქნება თოვლის ბაბუა, რომელთან ფოტოს გადაღებაც იქნება შესაძლებელი. აქ ყოველდღიურად გაიმართება საბავშვო კონცერტები. ბავშვებს ადგილზე დახვდებათ ზღაპრების პერსონაჟები, ასევე მოეწყობა საბავშვო სახელოსნოები და მსვლელობები.
ყველა ახალი ამბავი
0