https://sputnik-georgia.com/20211230/tbilissi-avariuli-saxlis-mcxovrebta-aqcia-policiastan-dapirispirebasi-gadaizarda-263285246.html
თბილისში ავარიული სახლის მცხოვრებთა აქცია პოლიციასთან დაპირისპირებაში გადაიზარდა
თბილისში ავარიული სახლის მცხოვრებთა აქცია პოლიციასთან დაპირისპირებაში გადაიზარდა
Sputnik საქართველო
პოლიციასთან დაპირისპირება გზის გადაკეტვის მცდელობას მოჰყვა
2021-12-30T16:56+0400
2021-12-30T16:56+0400
2021-12-30T22:37+0400
საზოგადოება
ახალი ამბები
თბილისი დღეს
საქართველო
სოციალური სფერო საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/0d/262040023_0:40:3159:1817_1920x0_80_0_0_5d955568d1336990ae12322b852054a7.jpg
თბილისი, 30 დეკემბერი – Sputnik. თემქაზე დევნილების დასახლებაში მცხოვრები მოქალაქეები გზის სავალი ნაწილის გადაკეტვას შეეცადნენ, რამაც პოლიციასთან დაპირისპირება გამოიწვია, იუწყება Sputnik-ის კორესპონდენტი ადგილიდან.აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ უკვე მრავალი წელია ყოფილი სასტუმრო „ქართლის“ შენობაში ცხოვრობენ. ამჟამად შენობა ავარიულია – იატაკსა და ჭერში დიდი ბზარებია, დაზიანებულია საძირკველი. იქ ცხოვრება საშიშია, რასაც ექსპერტიზის დასკვნაც ადასტურებს.შეკრებილების განცხადებით, დედაქალაქის მერიამ და იძულებით გადაადგილებულთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ იციან მათი პრობლემის შესახებ, მაგრამ არაფერს აკეთებენ.„მოვითხოვთ, რომ დაგვაკმაყოფილონ საცხოვრებლით. ჩვენი ბინები ინგრევა, არ არის გაზმომარაგება, შეშის „ფეჩით“ ვთბებით, უკიდურესად მძიმე პირობებში ვცხოვრობთ“, – აღნიშნა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.2022-2024 წლებში ახალი საცხოვრებელი 13 ათას დევნილ ოჯახს გადაეცემა>>მისი თქმით, მერია მათ ბინების გამოყოფას საახალწლოდ დაჰპირდა, მაგრამ დანაპირები არ შეასრულა.პოლიციამ დაახლოებით ოცი ადამიანი გზის სავალი ნაწილიდან ტროტუარზე ძალით გაიყვანა.შეხლა-შემოხლის შედეგად აქციის ერთ-ერთმა მონაწილე ქალმა გონება დაკარგა.აქციის მონაწილეები დაშლას არ აპირებენ მანამ, სანამ ადგილობრივი ხელისუფლება მათ მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/0d/262040023_428:0:3159:2048_1920x0_80_0_0_aff11b39d76543fa4b3871e8205fb932.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
პოლიცია თბილისი თემქა მოსახლეობა დევნილები
პოლიცია თბილისი თემქა მოსახლეობა დევნილები
თბილისში ავარიული სახლის მცხოვრებთა აქცია პოლიციასთან დაპირისპირებაში გადაიზარდა
16:56 30.12.2021 (განახლებულია: 22:37 30.12.2021) აქციის მონაწილეებმა გზის სავალი ნაწილის გადაკეტვა სცადეს, რასაც პოლიციამ შეუშალა ხელი.
თბილისი, 30 დეკემბერი – Sputnik. თემქაზე დევნილების დასახლებაში მცხოვრები მოქალაქეები გზის სავალი ნაწილის გადაკეტვას შეეცადნენ, რამაც პოლიციასთან დაპირისპირება გამოიწვია, იუწყება
Sputnik-ის კორესპონდენტი ადგილიდან.
აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ უკვე მრავალი წელია ყოფილი სასტუმრო „ქართლის“ შენობაში ცხოვრობენ. ამჟამად შენობა ავარიულია – იატაკსა და ჭერში დიდი ბზარებია, დაზიანებულია საძირკველი. იქ ცხოვრება საშიშია, რასაც ექსპერტიზის დასკვნაც ადასტურებს.
შეკრებილების განცხადებით, დედაქალაქის მერიამ და იძულებით გადაადგილებულთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ იციან მათი პრობლემის შესახებ, მაგრამ არაფერს აკეთებენ.
„მოვითხოვთ, რომ დაგვაკმაყოფილონ საცხოვრებლით. ჩვენი ბინები ინგრევა, არ არის გაზმომარაგება, შეშის „ფეჩით“ ვთბებით, უკიდურესად მძიმე პირობებში ვცხოვრობთ“, – აღნიშნა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.
მისი თქმით, მერია მათ ბინების გამოყოფას საახალწლოდ დაჰპირდა, მაგრამ დანაპირები არ შეასრულა.
პოლიციამ დაახლოებით ოცი ადამიანი გზის სავალი ნაწილიდან ტროტუარზე ძალით გაიყვანა.
შეხლა-შემოხლის შედეგად აქციის ერთ-ერთმა მონაწილე ქალმა გონება დაკარგა.
აქციის მონაწილეები დაშლას არ აპირებენ მანამ, სანამ ადგილობრივი ხელისუფლება მათ მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებს.