https://sputnik-georgia.com/20211226/2022-2024-wlebsi-axali-sacxovrebeli-13-atas-devnil-ojaxs-gadaecema-263162366.html
2022-2024 წლებში ახალი საცხოვრებელი 13 ათას დევნილ ოჯახს გადაეცემა
2022-2024 წლებში ახალი საცხოვრებელი 13 ათას დევნილ ოჯახს გადაეცემა
Sputnik საქართველო
ეკატერინე ტიკარაძის თქმით, პანდემიის მიუხედავად, 2020-2021 წლებში დევნილი ოჯახების განსახლება არ შეჩერებულა 26.12.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-12-26T14:15+0400
2021-12-26T14:15+0400
2021-12-26T14:41+0400
საზოგადოება
ახალი ამბები
საქართველო
სოციალური სფერო საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24048/63/240486372_0:93:2000:1218_1920x0_80_0_0_bcc85a5e79c14ebff8a225c84c4324af.jpg
თბილისი, 26 დეკემბერი - Sputnik. პანდემიის მიუხედავად, ბოლო ორი წლის განმავლობაში, სხვადასხვა პროექტის ფარგლებში, ახალი საცხოვრებელი 7 ათასამდე დევნილ ოჯახს გადაეცა, ხოლო 2022-2024 წლებში კიდევ 13 ათას ოჯახს გადაეცემა, ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, ეკატერინე ტიკარაძემ სამინისტროს საქმიანობის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.დღეს ჯანდაცვის სამინისტროს ანგარიშის „ჯანდაცვის სისტემების გამოწვევები - პანდემიის მართვა და რეფორმები“ წარდგენის ღონისძიება გაიმართა. ეს იყო ტიკარაძის ბოლო წლიური ანგარიში მინისტრის რანგში.როგორც ტიკარაძემ აღნიშნა, 2024 წლის ბოლოს იძულებით გადაადგილებულ პირთა უპრეცედენტოდ მასშტაბური განსახლების პერიოდის დასრულების შემდეგ, მძიმე პირობებში არც ერთი დევნილი აღარ იცხოვრებს.მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის განცხადებით, იძულებით გადაადგილებულ ოჯახთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროცესში ყველაზე წარმატებული შედეგის მიღწევა სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი ფინანსური რესურსის გამოყოფამ და ასევე სხვადასხვა მიზნობრივი პროექტის დანერგვამ განაპირობა.დღევანდელი მდგომარეობით, საქართველოში ცენტრალური ხელისუფლების მიერ არაკონტროლირებადი ტერიტორიებიდან — აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან 273,4 ათასი იძულებით გადაადგილებული პირია, ეს 88,7 ათასზე მეტი ოჯახია.საქართველოში იძულებით გადაადგილებულ პირთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ოთხი ვარიანტი მოქმედებს — სახელმწიფო დევნილებისთვის ბინებს ყიდულობს; მათთვის მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებს აშენებს; თუ დევნილის მიერ დაკავებული საცხოვრებელი ფართი ადგილობრივ ან სახელმწიფო ბალანსზეა, მაშინ სახელმწიფო მათ აღნიშნულ ფართს უკანონებს; თუ დევნილები ცხოვრობენ შენობაში, რომელიც კერძო საკუთრებას წარმოადგენს, მაშინ სახელმწიფო მესაკუთრისგან ფართის გამოსყიდვას აწარმოებს და დევნილებს გადასცემს.
https://sputnik-georgia.com/20211226/ekaterine-tikarazem-pandemiastan-brzolasi-cartul-yvela-eqims-madloba-gadauxada-263161633.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24048/63/240486372_127:0:1874:1310_1920x0_80_0_0_bd2570cb1bde56b98dab5d8246b788c1.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველო, სოციალური სფერო საქართველოში
საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველო, სოციალური სფერო საქართველოში
2022-2024 წლებში ახალი საცხოვრებელი 13 ათას დევნილ ოჯახს გადაეცემა
14:15 26.12.2021 (განახლებულია: 14:41 26.12.2021) ეკატერინე ტიკარაძის თქმით, პანდემიის მიუხედავად, 2020-2021 წლებში დევნილი ოჯახების განსახლება არ შეჩერებულა
თბილისი, 26 დეკემბერი - Sputnik. პანდემიის მიუხედავად, ბოლო ორი წლის განმავლობაში, სხვადასხვა პროექტის ფარგლებში, ახალი საცხოვრებელი 7 ათასამდე დევნილ ოჯახს გადაეცა, ხოლო 2022-2024 წლებში კიდევ 13 ათას ოჯახს გადაეცემა, ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, ეკატერინე ტიკარაძემ სამინისტროს საქმიანობის ანგარიშის წარდგენისას
განაცხადა.
დღეს ჯანდაცვის სამინისტროს ანგარიშის „ჯანდაცვის სისტემების გამოწვევები - პანდემიის მართვა და რეფორმები“ წარდგენის ღონისძიება გაიმართა. ეს იყო ტიკარაძის ბოლო წლიური ანგარიში მინისტრის რანგში.
„მიუხედავად პანდემიისა, 2020-2021 წლებში დევნილი ოჯახების განსახლება არც ერთი დღით და არც ერთი მიმართულებით არ შეჩერებულა და მეტიც, კიდევ უფრო დიდი მასშტაბი შეიძინა“, - განაცხადა ტიკარაძემ.
როგორც ტიკარაძემ აღნიშნა, 2024 წლის ბოლოს იძულებით გადაადგილებულ პირთა უპრეცედენტოდ მასშტაბური განსახლების პერიოდის დასრულების შემდეგ, მძიმე პირობებში არც ერთი დევნილი აღარ იცხოვრებს.
მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის განცხადებით, იძულებით გადაადგილებულ ოჯახთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროცესში ყველაზე წარმატებული შედეგის მიღწევა სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი ფინანსური რესურსის გამოყოფამ და ასევე სხვადასხვა მიზნობრივი პროექტის დანერგვამ განაპირობა.
დღევანდელი მდგომარეობით, საქართველოში ცენტრალური ხელისუფლების მიერ არაკონტროლირებადი ტერიტორიებიდან — აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან 273,4 ათასი იძულებით გადაადგილებული პირია, ეს 88,7 ათასზე მეტი ოჯახია.
საქართველოში იძულებით გადაადგილებულ პირთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ოთხი ვარიანტი მოქმედებს — სახელმწიფო დევნილებისთვის ბინებს ყიდულობს; მათთვის მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებს აშენებს; თუ დევნილის მიერ დაკავებული საცხოვრებელი ფართი ადგილობრივ ან სახელმწიფო ბალანსზეა, მაშინ სახელმწიფო მათ აღნიშნულ ფართს უკანონებს; თუ დევნილები ცხოვრობენ შენობაში, რომელიც კერძო საკუთრებას წარმოადგენს, მაშინ სახელმწიფო მესაკუთრისგან ფართის გამოსყიდვას აწარმოებს და დევნილებს გადასცემს.