სააკაშვილის ციხეში დაბრუნება სიურპრიზი არ ყოფილა – დავით სერგეენკო

© photo: Sputnikდავით სერგეენკო
დავით სერგეენკო - Sputnik საქართველო, 1920, 30.12.2021
გამოწერა
მასმედიის ინფორმაციით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი გვიან ღამით გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან რუსთავის ციხეში გადაიყვანეს.
თბილისი, 30 დეკემბერი – Sputnik. პატიმარ მიხეილ სააკაშვილის პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანა მოულოდნელობა არ ყოფილა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის დავით სერგეენკოსთვის.
ექს-პრეზიდენტის გადაყვანა გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან რუსთავის №12 ციხეში ჯერ კიდევ 27 დეკემბერს იყო დაგეგმილი, მაგრამ ეტაპირებაზე უარის თქმა გახდა საჭირო, რადგან მაშინ სააკაშვილს წნევამ აუწია და გონება დაკარგა.

„ეს სიურპრიზი არავისთვის ყოფილა. წინასწარვე იყო ცნობილი, რომ მას შემდეგ, რაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დასტაბილურდებოდა, ის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში დაბრუნდებოდა. სტაბილური იყო თუ არა მისი მდგომარეობა, ამაზე უამრავი ადამიანი აკეთებს განცხადებას, მათ შორის პროცენტულად ბევრად მეტია, ვინც არ არის ექიმი“, – განაცხადა სერგეენკომ.

მისი თქმით, როდესაც სხვა პროფესიის ადამიანები აფასებენ სააკაშვილის მდგომარეობას, ეს მხოლოდ ვნებს და ამძიმებს სიტუაციას.
როგორც სერგეენკომ აღნიშნა, არც ერთ ექიმს არ მოუვა თავში, რომ პაციენტის მდგომარეობა ხელოვნურად დაამძიმოს ან შეამსუბუქოს.
„რა თქმა უნდა, ადამიანურად და ჰუმანურად ცუდი იქნება, თუ ისევ შიმშილობა დაიწყო“, – განაცხადა ჯანდაცვის ყოფილმა მინისტრმა.
მედია: სააკაშვილი რუსთავის ციხეში დააბრუნეს>>
ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ მიხეილ სააკაშვილი რუსთავის ციხეში დააბრუნეს, მასმედიაში გვიან ღამით გამოჩნდა.
იუსტიციის სამინისტრომ ექს-პრეზიდენტის გადაყვანის ფაქტზე განცხადება მხოლოდ დილით გამოაქვეყნა.
სააკაშვილი გორის ჰოსპიტალში 20 ნოემბრის შემდეგ იმყოფებოდა, სადაც 50-დღიანი შიმშილობის შემდეგ სამკურნალოდ გადაიყვანეს.
ყველა ახალი ამბავი
0