https://sputnik-georgia.com/20211230/saqartvelosi-sesazloa-msoflios-umsxvilesi-it-kompaniebis-monacemta-cenrrebi-gantavsdes-263292041.html
საქართველოში, შესაძლოა, მსოფლიოს უმსხვილესი IT-კომპანიების მონაცემთა ცენტრები განთავსდეს
საქართველოში, შესაძლოა, მსოფლიოს უმსხვილესი IT-კომპანიების მონაცემთა ცენტრები განთავსდეს
Sputnik საქართველო
რა მოგებას მოუტანს საქართველოს რეგიონულ ციფრულ ჰაბად ჩამოყალიბება
2021-12-30T20:14+0400
2021-12-30T20:14+0400
2021-12-30T23:30+0400
საზოგადოება
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს ეკონომიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24715/39/247153944_0:0:3072:1728_1920x0_80_0_0_ab43f83b35decfedc30f8550d6bc6cab.jpg
თბილისი, 30 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს ყველა პერსპექტივა აქვს იმისათვის, რომ ისეთმა კომპანიებმა, როგორიცაა Amazon, Google, Microsoft, Netflix, Meta, ქვეყანაში თავისი მონაცემთა ცენტრები განათავსონ, განაცხადა კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ კახა ბექაურმა.უახლოეს 10 წელიწადში რეგიონის ციფრულ ჰაბად საქართველოს ჩამოყალიბება მთავრობის ერთ-ერთ პრიორიტეტულ ამოცანას წარმოადგენს.ამასთან მან აღნიშნა, რომ მსოფლიო ბანკის მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ციფრულ ჰაბად ჩამოყალიბება საქართველოს პირველ ეტაპზე 1,5 მლრდ დოლარამდე შემოსავალს მოუტანს და ევროპასა და აზიას 70 ტერაბიტ/წმ გლობალური ინტერნეტის სიჩქარით დააკავშირებს.„რეგიონში ინტერნეტ-ტრაფიკის ტრანზიტის 75%-ს, ცხადია, გლობალური ტექნოლოგიური გიგანტები დაიკავებენ, ისეთები, როგორიცაა Amazon, Google, Microsoft, Netflix, Facebook და ა.შ. რეალურად არსებობს პერსპექტივა, რომ ამ კომპანიებმა საკუთარი მონაცემთა ცენტრები თვითონ ააშენონ ან ერთიან მონაცემთა ცენტრში განათავსონ საკუთარი სერვერები“, – განაცხადა კახა ბექაურმა.საქართველოს მთავრობამ 2020 წელს უახლოესი 5 წლისთვის ფართოზოლიანი ქსელების განვითარების ეროვნული სტრატეგია შეიმუშავა.მსხვილი IT-კომპანია საქართველოში შვილობილ კომპანიას გახსნის >>სტრატეგიის თანახმად, საქართველოში უნდა იყოს უზრუნველყოფილი არანაკლებ 100 მეგაბიტ/წმ სიჩქარის ინტერნეტი, ხოლო წარმოებებსა და ადმინისტრაციულ ორგანოებში – 1 გიგაბიტ/წმ. ამასთან ქვეყანაში გაჩნდება ფართოზოლიანი ქსელი იმ სამიზნე ზონებში, სადაც დღემდე არ არის ინტერნეტი.
https://sputnik-georgia.com/20201205/msxvili-IT-kompania-saqarTveloSi-Svilibil-kompanias-xsnis-250255075.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24715/39/247153944_341:0:3072:2048_1920x0_80_0_0_7f8b297d2458f96fbc5124d60beec73d.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო it-კომპანიები მონაცემთა ცენტრები
საქართველო it-კომპანიები მონაცემთა ცენტრები
საქართველოში, შესაძლოა, მსოფლიოს უმსხვილესი IT-კომპანიების მონაცემთა ცენტრები განთავსდეს
20:14 30.12.2021 (განახლებულია: 23:30 30.12.2021) ციფრულ ჰაბად ჩამოყალიბება საქართველოს პირველ ეტაპზე 1,5 მლრდ დოლარამდე შემოსავალს მოუტანს.
თბილისი, 30 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს ყველა პერსპექტივა აქვს იმისათვის, რომ ისეთმა კომპანიებმა, როგორიცაა Amazon, Google, Microsoft, Netflix, Meta, ქვეყანაში თავისი მონაცემთა ცენტრები განათავსონ, განაცხადა კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ კახა ბექაურმა.
უახლოეს 10 წელიწადში რეგიონის ციფრულ ჰაბად საქართველოს ჩამოყალიბება მთავრობის ერთ-ერთ პრიორიტეტულ ამოცანას წარმოადგენს.
„საქართველოში ციფრული ჰაბის გაკეთების შესაძლებლობა გულისხმობს DATA ცენტრის შექმნას, რომელიც ფაქტობრივად მთელ რეგიონს მოემსახურება. ციფრული ჰაბისთვის საქართველოს აქვს უნიკალური გეოგრაფიული მდებარეობა, გამომდინარე იქიდან, რომ ერთადერთი ქვეყანაა ევროპასთან პირდაპირი ინფრასტრუქტურული კავშირით“, – განუცხადა ბექაურმა ჟურნალისტებს.
ამასთან მან აღნიშნა, რომ მსოფლიო ბანკის მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ციფრულ ჰაბად ჩამოყალიბება საქართველოს პირველ ეტაპზე 1,5 მლრდ დოლარამდე შემოსავალს მოუტანს და ევროპასა და აზიას 70 ტერაბიტ/წმ გლობალური ინტერნეტის სიჩქარით დააკავშირებს.
„რეგიონში ინტერნეტ-ტრაფიკის ტრანზიტის 75%-ს, ცხადია, გლობალური ტექნოლოგიური გიგანტები დაიკავებენ, ისეთები, როგორიცაა Amazon, Google, Microsoft, Netflix, Facebook და ა.შ. რეალურად არსებობს პერსპექტივა, რომ ამ კომპანიებმა საკუთარი მონაცემთა ცენტრები თვითონ ააშენონ ან ერთიან მონაცემთა ცენტრში განათავსონ საკუთარი სერვერები“, – განაცხადა კახა ბექაურმა.
საქართველოს მთავრობამ 2020 წელს უახლოესი 5 წლისთვის ფართოზოლიანი ქსელების განვითარების ეროვნული სტრატეგია შეიმუშავა.
სტრატეგიის თანახმად, საქართველოში უნდა იყოს უზრუნველყოფილი არანაკლებ 100 მეგაბიტ/წმ სიჩქარის ინტერნეტი, ხოლო წარმოებებსა და ადმინისტრაციულ ორგანოებში – 1 გიგაბიტ/წმ. ამასთან ქვეყანაში გაჩნდება ფართოზოლიანი ქსელი იმ სამიზნე ზონებში, სადაც დღემდე არ არის ინტერნეტი.