ახალი ჯარიმები მწეველებისთვის: აკრძალვების ჩამონათვალი იზრდება

© Sputnik / STRINGERპარლამენტის სხდომა
პარლამენტის სხდომა - Sputnik საქართველო, 1920, 30.12.2021
გამოწერა
ბოლო წლებში მწეველთა რაოდენობის შემცირების მიზნით ქვეყანაში თამბაქოს ნაწარმი რამდენჯერმე გაძვირდა.
თბილისი, 30 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო კანონპროექტი, რომელიც კრძალავს მოწევას ტაქსებსა და კატარღებში, ასევე კერძო ავტომობილებში, თუ იქ არასრულწლოვანი იმყოფება.
ავტომობილებში მოწევის აკრძალვა საქართველოში 2017 წელს დაწყებული თამბაქოს საწინააღმდეგო ღონისძიებების გაგრძელებაა.
რიგგარეშე სესიაზე წარმოდგენილ საკანონმდებლო ცვლილებებს დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს 79 ხმით, ორის წინააღმდეგ.
საქართველოში 1 იანვრიდან ტაქსიში, ასევე საკუთარ ავტომობილში არასრულწლოვნის თანდასწრებით მოწევისთვის ახალი საჯარიმო სანქციები ამოქმედდება.
ცვლილებების თანახმად, ტაქსიში, საბაგირო გზებსა და კატარღებზე მოწევისთვის ადამიანი 200 ლარით დაჯარიმდება. შესწორებების მიხედვით, ტრანსპორტის ეს სახეობები განისაზღვრება, როგორც საზოგადოებრივი ტრანსპორტი.
კერძო ავტომობილში, სადაც არასრულწლოვანი იმყოფება, თამბაქოს მოხმარებისთვის პირი 50 ლარით დაჯარიმდება.
გარდა ამისა, 500 ლარამდე იზრდება ჯარიმა თამბაქოს ნაწარმის საგანმანათლებლო-სააღმზრდელო დაწესებულებებში და მის მიმდებარე ტერიტორიებზე (50 მეტრის რადიუსში) გაყიდვის შემთხვევაში.
დარღვევის გამეორების შემთხვევაში ჯარიმის ოდენობაც გაორმაგდება.
ბრძოლა მოწევასთან – ექსპერტი თამბაქოს საწინააღმდეგო პოლიტიკის წარმატებებზე>>>
თამბაქოს მოხმარების საწინააღმდეგო კანონმდებლობა საქართველოში 2017 წელს ამოქმედდა, რაც მწეველთა რაოდენობის შემცირებას ისახავდა მიზნად. ამჟამად მოწევა აკრძალულია პრაქტიკულად ყველა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილზე, გამონაკლისია კაზინოები და სასწავლო და სამედიცინო დაწესებულებებთან სპეციალურად გამოყოფილი ადგილები. ასევე შეუძლიათ მოწევა მსახიობებს სპექტაკლის დროს, თუ ამას რეჟისორის ჩანაფიქრი მოითხოვს.
ბოლო წლებში მწეველთა რაოდენობის შემცირების მიზნით ქვეყანაში რამდენჯერმე გაძვირდა თამბაქოს ნაწარმი. ერთ კოლოფ უფილტრო ან ფილტრიან სიგარეტზე აქციზის ფასი 1,7 ლარი გახდა. ამასთან, ფილტრიან სიგარეტზე ადვალური გადასახადი გაიზარდა: 10-დან 30%-მდე კოლოფის ღირებულებიდან გამომდინარე.
დღეისათვის საქართველოში ერთი კოლოფი თამბაქოს ფასი 5,5 ლარიდან იწყება. შედარებისათვის: 2017 წელს ერთი კოლოფი სიგარეტი საშუალოდ 1,5 ლარი ღირდა.
ყველა ახალი ამბავი
0