ბრძოლა მოწევასთან – ექსპერტი თამბაქოს საწინააღმდეგო პოლიტიკის წარმატებებზე

© Facebook / Topical theme with Maka Tsintsadzeგიორგი ბახტურიძე
გიორგი ბახტურიძე - Sputnik საქართველო, 1920, 02.12.2021
გამოწერა
საქართველოში 1 იანვრიდან ტაქსიში, საბაგირო გზების გონდოლებში და კატარღებზე მოწევისთვის ჯარიმა 200 ლარი გახდება.
თბილისი, 2 დეკემბერი — Sputnik. მწეველთა რაოდენობის შემცირება, ჰაერის ხარისხის გაუმჯობესება საჯარო დაწესებულებებსა და ტრანსპორტში, ასევე საშიში დაავადებების რაოდენობის შემცირება – საქართველოში თამბაქოს საწინააღმდეგო პოლიტიკის დამაჯერებელი წარმატებებია, განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაცია „თამბაქოს კონტროლის ალიანსის" ხელმძღვანელმა გიორგი ბახტურიძემ „Sputnik-საქართველოსთან“ ინტერვიუში.
თამბაქოს მოხმარების საწინააღმდეგო კანონმდებლობა საქართველოში 2017 წელს ამოქმედდა, რაც მწეველთა რაოდენობის შემცირებას ისახავდა მიზნად. ამჟამად მოწევა აკრძალულია პრაქტიკულად ყველა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილზე, გამონაკლისია კაზინოები და სასწავლო და სამედიცინო დაწესებულებებთან სპეციალურად გამოყოფილი ადგილები. ასევე შეუძლიათ მოწევა მსახიობებს სპექტაკლის დროს, თუ ამას რეჟისორის ჩანაფიქრი მოითხოვს.
თამბაქოს კომპანიებს შესაძლოა სიგარეტში ნიკოტინის შემცირება დაავალდებულონ>>
მეორე მხრივ, მწეველთა რაოდენობის შემცირების მიზნით გაძვირდა თამბაქოს ნაწარმი. ბოლო წლებში ერთი კოლოფი სიგარეტის ფასმა 1,5 ლარიდან 5,5 ლარამდე მოიმატა.
„პირველ რიგში, გაუმჯობესდა ჰაერის ხარისხი შენობებში. თამბაქოს კვამლი პირდაპირ უკავშირდება ჰაერის მტვრის უმცირესი ნაწილაკებით დაბინძურებას. თუ, მაგალითად, 2017 წელს სასტუმროების ინდუსტრიაში ჰაერის დაბინძურების მაჩვენებელი საცხოვრებელ შენობებში 400-ჯერ აღემატებოდა ნორმას, 2018 წლიდან, როდესაც კანონი ამუშავდა, მხოლოდ ორჯერ აღემატება ნორმას. ყველა საცხოვრებელ შენობაში და ტრანსპორტში ჰაერის ხარისხი გაუმჯობესდა", – განაცხადა ბახტურიძემ.
თამბაქოს საწინააღმდეგო პოლიტიკა და ჯანმრთელობა
ბახტურიძის განცხადებით, თამბაქოს საწინააღმდეგო კანონმა კვამლისგან გაათავისუფლა არა მხოლოდ საზოგადოებრივი შენობები და ტრანსპორტი. არამედ იმოქმედა მწეველების რაოდენობაზეც. ოჯახის წევრები აღარ ეწევიან ბინებში, მათ შორის, ბავშვების თანდასწრებით.
2018 წლიდან 2021 წლის გაზაფხულამდე პერიოდის მონაცემებით, მწეველების რაოდენობა საქართველოში 8%-ით შემცირდა, ხოლო თამბაქოს მოხმარება მწეველებს შორის – 15%-ით.
გარდა ამისა, პასიური მოწევის ზემოქმედების მკვეთრი შემცირება აისახა თამბაქოს მოხმარებასთან დაკავშირებულ დაავადებებზე.

„ამან ასევე იმოქმედა მოსახლეობის ჯანმრთელობაზე. ჯანდაცვის სამინისტროს სტატისტიკით, 12%-ით შემცირდა ისეთი დაავადებების მაჩვენებელი, როგორიცა მწვავე ასთმა და ქრონიკული ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება. ბავშვებს შორის ასთმის შემთხვევები ამ სამ წელიწადში 30%-ით შემცირდა. ეს სერიოზული გაუმჯობესებაა", – განაცხადა ექსპერტმა.

ამავე პერიოდში ასევე სახეზეა მწვავე მიოკარდიუმის ინფარქტისა და ჰემორაგიული ინსულტის შემთხვევების კლება.
თუმცა, მიუხედავად დადებითი ტენდენციებისა, თამბაქოს მოხმარების დონე საქართველოში კვლავ მაღალია ევროპის სხვა ქვეყნებთან შედარებით.
რა იცვლება 1 იანვრიდან
საქართველოში მწეველებისთვის 1 იანვრიდან ახალი ჯარიმები ამოქმედდება. საქართველოს პარლამენტის კომიტეტებმა პირველი მოსმენით უკვე დაუჭირეს მხარი შესწორებებს კანონებში "თამბაქოს კონტროლის შესახებ" და "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი".
კანონპროექტების პაკეტის დამტკიცების შემთხვევაში 1 იანვრიდან ტაქსიში, საბაგირო გზების გონდოლებსა და კატარღებზე მოწევისთვის ადამიანი 200 ლარით დაჯარიმდება. შესწორებების მიხედვით, ტრანსპორტის ეს სახეობები განისაზღვრება, როგორც საზოგადოებრივი ტრანსპორტი.
იგეგმება მოწევის აკრძალვა იმ კერძო ავტომობილშიც, სადაც არასრულწლოვანი იმყოფება. ჯარიმა ასეთ შემთხვევაში 50 ლარით განისაზღვრება.
დარღვევის გამეორების შემთხვევაში ჯარიმის ოდენობაც გაორმაგდება.
მოწევის აკრძალვის ნიშანი - Sputnik საქართველო, 1920, 01.12.2021
ახალი ჯარიმები მწეველებისთვის – პარლამენტის კომიტეტებმა შესწორებები მიიღეს
გარდა ამისა, 500 ლარამდე იზრდება ჯარიმა თამბაქოს ნაწარმის საგანმანათლებლო-სააღმზრდელო დაწესებულებებში და მის მიმდებარე ტერიტორიებზე (50 მეტრის რადიუსში) გაყიდვის შემთხვევაში. ხელმეორედ დარღვევის შემთხვევაში ჯარიმა გაორმაგდება. ამჟამად თამბაქოს ნაწარმით ვაჭრობის ამ წესის დარღვევა 150-ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს.
მოწევისა და თამბაქოს ნაწარმის ინტერნეტში პოპულარიზაციისთვის ჯარიმის ოდენობა 2-დან 5 ათას ლარამდე იქნება.
„საზოგადოების დიდი ნაწილი უკვე დიდი ხანია ელოდება ამ რეგულაციებს", – აღნიშნა ბახტურიძემ.
თამბაქოსთან მებრძოლმა მაგალითად მოიყვანა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კვლევის მონაცემები, რომლის თანახმად, მოსახლეობის 86% მხარს უჭერს მოწევის აკრძალვას ტაქსიში და ასევე კერძო ავტომობილში, თუ იქ ბავშვი იმყოფება.
ყველა ახალი ამბავი
0