https://sputnik-georgia.com/20211230/potshi-axali-sawarmo-gaixsna-263279833.html
ფოთში ახალი საწარმო გაიხსნა
ფოთში ახალი საწარმო გაიხსნა
Sputnik საქართველო
სოფლის მეურნეობის სამინისტრო აქტიურად მუშაობს სასოფლო-სამეურნეო წარმოების განვითარებაზე და ამისთვის ფერმერების დახმარების პროგრამებს ახორციელებს. 30.12.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-12-30T15:55+0400
2021-12-30T15:55+0400
2021-12-30T20:24+0400
საზოგადოება
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს ეკონომიკა
საქართველოს სოფლის მეურნეობა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0c/1e/263272967_0:0:1300:731_1920x0_80_0_0_574ebc7c1de9f70f7836f27a9e431d47.jpg
თბილისი, 30 დეკემბერი — Sputnik. ფოთში მულტიფუნქციური, უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი, 10 ათას ტონაზე გათვლილი შემნახველი საწარმო გაიხსნა, რომელიც განკუთვნილია კომბინირებული საკვების წარმოებისათვის საჭირო ნედლეულის შესანახად, იუწყება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.კომპანია „ფოთის მარცვლეულის ტერმინალმა“ საერთაშორისო სტანდარტების მულტიფუნქციური შემნახველი ინფრასტრუქტურა სოფლის განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით შექმნა.კომპანიამ პროექტში 7 მლნ ლარის ინვესტიცია განახორციელა. მათ შორის 3,5 მლნ არის შეღავათიანი აგროკრედიტი, 500 ათასი ლარი კი გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროექტის ფარგლებში გაცემული გრანტია.კომპანია მაღალი ხარისხის ნედლეულით უზრუნველყოფს საქონლისა და ფრინველისათვის კომბინირებული საკვების ადგილობრივ მწარმოებლებს, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს კომბინირებული საკვებწარმოების განვითარებას.გარდაბანში „სართიჭალის საშრობი" გაიხსნა>>>კომპანიამ უკვე მიიღო 10 ათასი ტონა ნედლეული – არგენტინული წარმოშობის სოიოს შროტი. სიოის შროტი საქონლისა და კომბინირებული საკვების საწარმოებლად ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროდუქტია.სოფლის მეურნეობის სამინისტრო აქტიურად მუშაობს სასოფლო-სამეურნეო წარმოების განვითარებაზე და ამისთვის ფერმერების დახმარების პროგრამებს ახორციელებს. ერთ-ერთი ყველზე მასშტაბურია „შეღავათიანი აგროკრედიტი“, რომელიც ფერმერებისთვის მიზნობრივი კრედიტების დაბალი ტარიფით გაცემას უზრუნველყოფს.„შეღავათიანი აგროკრედიტის" წყალობით სოფლის მეურნეობის სხვადასხვა სექტორში 300 მილიონ ლარზე მეტია მობილიზებული. პროექტში ჩართულია 10-ზე მეტი კომერციული ბანკი და ოთხი სალიზინგო ორგანიზაცია.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0c/1e/263272967_47:0:1260:910_1920x0_80_0_0_c927e613833876ded35120159281f942.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, საქართველოს სოფლის მეურნეობა
საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, საქართველოს სოფლის მეურნეობა
ფოთში ახალი საწარმო გაიხსნა
15:55 30.12.2021 (განახლებულია: 20:24 30.12.2021) სოფლის მეურნეობის სამინისტრო აქტიურად მუშაობს სასოფლო-სამეურნეო წარმოების განვითარებაზე და ამისთვის ფერმერების დახმარების პროგრამებს ახორციელებს.
თბილისი, 30 დეკემბერი — Sputnik. ფოთში მულტიფუნქციური, უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი, 10 ათას ტონაზე გათვლილი შემნახველი საწარმო გაიხსნა, რომელიც განკუთვნილია კომბინირებული საკვების წარმოებისათვის საჭირო ნედლეულის შესანახად, იუწყება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.
კომპანია „ფოთის მარცვლეულის ტერმინალმა“ საერთაშორისო სტანდარტების მულტიფუნქციური შემნახველი ინფრასტრუქტურა სოფლის განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით შექმნა.
კომპანიამ პროექტში 7 მლნ ლარის ინვესტიცია განახორციელა. მათ შორის 3,5 მლნ არის შეღავათიანი აგროკრედიტი, 500 ათასი ლარი კი გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროექტის ფარგლებში გაცემული გრანტია.
კომპანია მაღალი ხარისხის ნედლეულით უზრუნველყოფს საქონლისა და ფრინველისათვის კომბინირებული საკვების ადგილობრივ მწარმოებლებს, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს კომბინირებული საკვებწარმოების განვითარებას.
კომპანიამ უკვე მიიღო 10 ათასი ტონა ნედლეული – არგენტინული წარმოშობის სოიოს შროტი. სიოის შროტი საქონლისა და კომბინირებული საკვების საწარმოებლად ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროდუქტია.
„ფოთში სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით შექმნილი საერთაშორისო სტანდარტების ახალი შემნახველი ინფრასტრუქტურის მოწყობა კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია მეცხოველეობის განვითარებისთვის, დასაქმებისთვის, მეტი საბიუჯეტო შემოსავლების მიღებისთვის. დღეს, როცა მეცხოველეობა ვითარდება სწრაფი ტემპით, აუცილებელია, ქვეყანაში გამართული ინფრასტრუქტურა არსებობდეს საკვები ნედლეულის შესანახად“, – განაცხადა სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ გიორგი ხანიშვილმა.
სოფლის მეურნეობის სამინისტრო აქტიურად მუშაობს სასოფლო-სამეურნეო წარმოების განვითარებაზე და ამისთვის ფერმერების დახმარების პროგრამებს ახორციელებს. ერთ-ერთი ყველზე მასშტაბურია „შეღავათიანი აგროკრედიტი“, რომელიც ფერმერებისთვის მიზნობრივი კრედიტების დაბალი ტარიფით გაცემას უზრუნველყოფს.
„შეღავათიანი აგროკრედიტის" წყალობით სოფლის მეურნეობის სხვადასხვა სექტორში 300 მილიონ ლარზე მეტია მობილიზებული. პროექტში ჩართულია 10-ზე მეტი კომერციული ბანკი და ოთხი სალიზინგო ორგანიზაცია.