https://sputnik-georgia.com/20211230/mosamartleebs-darrvevebistvis-saswavleblad-gausveben-kanoni-damtkicebulia-263293758.html
მოსამართლეებს დარღვევებისთვის სასწავლებლად გაუშვებენ – კანონი დამტკიცებულია
მოსამართლეებს დარღვევებისთვის სასწავლებლად გაუშვებენ – კანონი დამტკიცებულია
Sputnik საქართველო
ახალი კანონპროექტის მიხედვით, მოსამართლეების მიმართ სანქციები ფართოვდება. 30.12.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-12-30T22:01+0400
2021-12-30T22:01+0400
2021-12-30T23:44+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს პარლამენტი
პოლიტიკა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/0e/262058969_0:0:3067:1725_1920x0_80_0_0_7ac2fb7864deadf32b41923664468825.jpg
თბილისი, 30 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს პარლამენტმა მესამე, საბოლოო მოსმენით „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონში დაგეგმილი ცვლილებები დაამტკიცა.ცვლილებების ფარგლებში მოსამართლის მიმართ ისეთი სახის დისციპლინური სახდელის შემოღება მოხდა, როგორიცაა კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით მისი შესაბამის სასწავლებელში გაგზავნა.ცვლილებების თანახმად, ფართოვდება მოსამართლეთა მიმართ დისციპლინური სასჯელის გამოყენების შესაძლებლობები. ისეთ არსებულ სანქციებს, როგორებიცაა შენიშვნა, მკაცრი შენიშვნა, სხვა სასამართლოში გადაყვანა ან საერთოდ თანამდებობიდან გათავისუფლება, ემატება ისეთი სანქცია, როგორიცაა ხუთი წლით თანამდებობრივი დაქვეითება. გარდა ამისა, როგორც მოსამართლის თანხმობის შემთხვევაში, ისე მისი თანხმობის გარეშე სხვა სასამართლოში მივლინება, ერთის ნაცვლად, ორ წლამდე ვადით იქნება შესაძლებელი.დისციპლინურ გადაცდომათა სახეებს დაემატა საჯაროდ პოლიტიკური ნეიტრალიტეტის პრინციპის დარღვევა. მოსამართლეთა დისციპლინას დამოუკიდებელი ინსპექტორი გააკონტროლებს.გარდა ამისა, იუსტიციის უმაღლესი საბჭო რაიონულ, საქალაქო და სააპელაციო სასამართლოების მოსამართლეთა იმ კანდიდატების, რომლებიც კონკურსს გამოეთიშნენ, სხვა ვაკანტურ ადგილებზე დანიშვნას შეძლებს.საქართველოში ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის პოპულარიზაცია იწყება >>კანონის მიხედვით, დასაშვები ხდება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის ზედიზედ მეორე ვადით არჩევა, რაც ამჟამად მოქმედი კანონმდებლობით დაუშვებელია.იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ გადაწყვეტილებების მიღებისას კვორუმი ორი მესამედიდან მარტივ უმრავლესობამდე მცირდება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/0e/262058969_281:0:3012:2048_1920x0_80_0_0_9eb1a1d84dcaa402a603de00eaf2f519.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პარლამენტი, პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პარლამენტი, პოლიტიკა საქართველოში
მოსამართლეებს დარღვევებისთვის სასწავლებლად გაუშვებენ – კანონი დამტკიცებულია
22:01 30.12.2021 (განახლებულია: 23:44 30.12.2021) ახალი კანონპროექტის მიხედვით, მოსამართლეების მიმართ სანქციები ფართოვდება.
თბილისი, 30 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს პარლამენტმა მესამე, საბოლოო მოსმენით „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონში დაგეგმილი ცვლილებები დაამტკიცა.
ცვლილებების ფარგლებში მოსამართლის მიმართ ისეთი სახის დისციპლინური სახდელის შემოღება მოხდა, როგორიცაა კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით მისი შესაბამის სასწავლებელში გაგზავნა.
ცვლილებების თანახმად, ფართოვდება მოსამართლეთა მიმართ დისციპლინური სასჯელის გამოყენების შესაძლებლობები. ისეთ არსებულ სანქციებს, როგორებიცაა შენიშვნა, მკაცრი შენიშვნა, სხვა სასამართლოში გადაყვანა ან საერთოდ თანამდებობიდან გათავისუფლება, ემატება ისეთი სანქცია, როგორიცაა ხუთი წლით თანამდებობრივი დაქვეითება. გარდა ამისა, როგორც მოსამართლის თანხმობის შემთხვევაში, ისე მისი თანხმობის გარეშე სხვა სასამართლოში მივლინება, ერთის ნაცვლად, ორ წლამდე ვადით იქნება შესაძლებელი.
დისციპლინურ გადაცდომათა სახეებს დაემატა საჯაროდ პოლიტიკური ნეიტრალიტეტის პრინციპის დარღვევა. მოსამართლეთა დისციპლინას დამოუკიდებელი ინსპექტორი გააკონტროლებს.
გარდა ამისა, იუსტიციის უმაღლესი საბჭო რაიონულ, საქალაქო და სააპელაციო სასამართლოების მოსამართლეთა იმ კანდიდატების, რომლებიც კონკურსს გამოეთიშნენ, სხვა ვაკანტურ ადგილებზე დანიშვნას შეძლებს.
კანონის მიხედვით, დასაშვები ხდება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის ზედიზედ მეორე ვადით არჩევა, რაც ამჟამად მოქმედი კანონმდებლობით დაუშვებელია.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ გადაწყვეტილებების მიღებისას კვორუმი ორი მესამედიდან მარტივ უმრავლესობამდე მცირდება.