საქართველოში ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის პოპულარიზაცია იწყება

© photo: Sputnik / Stringerპროკურატურის შენობა
პროკურატურის შენობა - Sputnik საქართველო, 1920, 08.12.2021
გამოწერა
თბილისი, 8 დეკემბერი – Sputnik. საქართველოში ნაფიცი მსაჯულების ინსტიტუტის პოპულარიზაციის კამპანია იწყება – პროექტის „ნაფიც მსაჯულთა სასამართლო - შენი ხმა მართლმსაჯულებაში“ პრეზენტაცია მთავარ პროკურატურაში ოთხშაბათს გაიმართა.
საინფორმაციო კამპანია, რომელიც აშშ-ის საელჩოს მხარდაჭერით ტარდება, ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის შესახებ საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლებას ისახავს მიზნად.

„დღეს ჩვენ ვდგავართ მთავარი გამოწვევის წინაშე – საზოგადოებას აქვს მწირი ინფორმაცია ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის შესახებ, რის გამოც დაბალია იმ მოქალაქეთა მაჩვენებელი, რომლებიც მზად არიან ჩაერთონ პროცესში და საქმე ობიექტურად და მიუკერძოებლად განიხილონ“, – განაცხადა საქართველოს გენერალურმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ.

შოთაძის თქმით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პროგრამაში საპატიო მოქალაქეების, საზოგადოებაში ავტორიტეტის მქონე და წარმატებული ადამიანების ჩართვა.
კამპანია „ნაფიც მსაჯულთა სასამართლო - შენი ხმა მართლმსაჯულებაში“ მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩატარდება.
ყველა ახალი ამბავი
0