https://sputnik-georgia.com/20211230/31-dekembers-javaxishvilis-quchaze-transportis-mozraoba-sheigudeba-263285640.html
31 დეკემბერს ჯავახიშვილის ქუჩაზე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება
31 დეკემბერს ჯავახიშვილის ქუჩაზე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება
Sputnik საქართველო
დედაქალაქის მერიის განცხადებით, შეზღუდვა გავრცელდება საზოგადოებრივ ტრანსპორტზეც. 30.12.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-12-30T17:11+0400
2021-12-30T17:11+0400
2021-12-30T22:39+0400
საზოგადოება
ახალი ამბები
თბილისი დღეს
საქართველო
თბილისის მერია
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0c/0f/262880334_0:0:3078:1731_1920x0_80_0_0_91c48f5674a0a1a002eb00bb62615442.jpg
თბილისი, 30 დეკემბერი – Sputnik. დედაქალაქში დაგეგმილი საახალწლო ღონისძიებების გამო ჯავახიშვილისა და ინაშვილის ქუჩებზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება.მერიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ტრანსპორტის გადაადგილებაზე შეზღუდვა 31 დეკემბრის 10:00 საათიდან 1 იანვრის 05:00 საათამდე იმოქმედებს.დროის აღნიშნულ მონაკვეთში კოსტავას ქუჩიდან ჯავახიშვილის ქუჩის მიმართულებით გადაადგილებას სატრანსპორტო საშუალებები მხოლოდ მტკვრის მარჯვენა სანაპიროს მიმართულებით შეძლებენ.მარჯვენა სანაპიროდან ჯავახიშვილის ქუჩისკენ მოძრავი ტრანსპორტის გადაადგილება კი დასაშვები მხოლოდ კოსტავას ქუჩის მიმართულებით იქნება.ახალი წლის ღამე: თბილისის რომელ ქუჩებზე შეიზღუდება ტრანსპორტის მოძრაობა>>>რაც შეეხება თაბუკაშვილის ქუჩიდან ჯავახიშვილის ქუჩის მიმართულებით მოძრავ სატრანსპორტო საშუალებებს, მათ გადაადგილება თაბუკაშვილისა და მესხიას ქუჩების გადაკვეთამდე შეუძლიათ.აღნიშნულ პერიოდში შეცვლილი მარშრუტით იმოძრავებს საზოგადოებრივი ტრანსპორტიც.წყარო - თბილისის მერიის პრეს-სამსახური.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0c/0f/262880334_347:0:3078:2048_1920x0_80_0_0_746fea280f0f0a74d3329e8d32d9381b.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, ახალი ამბები, თბილისი დღეს, საქართველო, თბილისის მერია
საზოგადოება, ახალი ამბები, თბილისი დღეს, საქართველო, თბილისის მერია
31 დეკემბერს ჯავახიშვილის ქუჩაზე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება
17:11 30.12.2021 (განახლებულია: 22:39 30.12.2021) დედაქალაქის მერიის განცხადებით, შეზღუდვა გავრცელდება საზოგადოებრივ ტრანსპორტზეც.
თბილისი, 30 დეკემბერი – Sputnik. დედაქალაქში დაგეგმილი საახალწლო ღონისძიებების გამო ჯავახიშვილისა და ინაშვილის ქუჩებზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება.
მერიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ტრანსპორტის გადაადგილებაზე შეზღუდვა 31 დეკემბრის 10:00 საათიდან 1 იანვრის 05:00 საათამდე იმოქმედებს.
დროის აღნიშნულ მონაკვეთში კოსტავას ქუჩიდან ჯავახიშვილის ქუჩის მიმართულებით გადაადგილებას სატრანსპორტო საშუალებები მხოლოდ მტკვრის მარჯვენა სანაპიროს მიმართულებით შეძლებენ.
მარჯვენა სანაპიროდან ჯავახიშვილის ქუჩისკენ მოძრავი ტრანსპორტის გადაადგილება კი დასაშვები მხოლოდ კოსტავას ქუჩის მიმართულებით იქნება.
რაც შეეხება თაბუკაშვილის ქუჩიდან ჯავახიშვილის ქუჩის მიმართულებით მოძრავ სატრანსპორტო საშუალებებს, მათ გადაადგილება თაბუკაშვილისა და მესხიას ქუჩების გადაკვეთამდე შეუძლიათ.
აღნიშნულ პერიოდში შეცვლილი მარშრუტით იმოძრავებს საზოგადოებრივი ტრანსპორტიც.