https://sputnik-georgia.com/20211229/axali-wlis-rame-tbilisis-romel-qucebze-seizrudeba-transportis-mozraoba-263260497.html
ახალი წლის ღამე: თბილისის რომელ ქუჩებზე შეიზღუდება ტრანსპორტის მოძრაობა
ახალი წლის ღამე: თბილისის რომელ ქუჩებზე შეიზღუდება ტრანსპორტის მოძრაობა
Sputnik საქართველო
დედაქალაქში დაგეგმილი საახალწლო ღონისძიებების გამო ტრანსპორტის გადაადგილება შეიზღუდება სამ ლოკაციაზე
2021-12-29T20:55+0400
2021-12-29T20:55+0400
2021-12-29T23:13+0400
საზოგადოება
ახალი ამბები
თბილისი დღეს
საქართველო
ტრანსპორტი საქართველოში
თბილისის მერია
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24740/96/247409608_0:13:2048:1165_1920x0_80_0_0_a54884ec48eae72394ad509383c552e6.jpg
თბილისი, 29 დეკემბერი – Sputnik. თბილისში ახალი წლის ღამეს სხვადასხვა გასართობი ღონისძიებაა დაგეგმილი.ახალი წლის ღამეს, 31 დეკემბერს პირველი რესპუბლიკის მოედანზე დამონტაჟებულ დიდ სცენაზე გაიმართება გალა-კონცერტი, რომელშიც შოუბიზნესის 300-მდე წარმომადგენელი მიიღებს მონაწილეობას.დედაქალაქის მერის, კახა კალაძის თქმით, ყველა ღონისძიება კოვიდ-რეგულაციების დაცვით ჩატარდება.მერიის ცნობით, მოძრაობა შესაძლებელი იქნება მელიქიშვილის ქუჩიდან მეტროს სადგურ „რუსთაველამდე“.ჯავახიშვილის, ძმები კაკაბაძეების, სარაჯიშვილის, ინაშვილის, მესხიას, ალექსანდრე ჭავჭავაძის, რევაზ ლაღიძის, ვასო აბაშიძის, მიტროფანე ლაღიძის, ბესიკის, გია ჭანტურიას, ლესია უკრაინკას, ზაქარია ჭიჭინაძის, არჩილ ჯორჯაძის, 9 აპრილის, ანტონ ფურცელაძისა და ლადო ასათიანის ქუჩებზე, რუსთაველის გამზირის კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში მოძრაობა უცვლელი დარჩება.სოფო ნიჟარაძე სცენაზე შვილთან ერთად პირველად გამოვა: ვიდეო >>თავისუფლების მოედნის მიმართულებით გადაადგილება სატრანსპორტო საშუალებებისთვის შეზღუდული იქნება ასევე კოტე აფხაზისა და დადიანის ქუჩებიდან.მთაწმინდის მიმართულებით გადაადგილება დასაშვები იქნება მელიქიშვილის ქუჩიდან ჯანაშიას, თარხნიშვილის, ტატიშვილის, ჭოველიძისა და ზანდუკელის ქუჩების გავლით და შემდეგ ბარნოვის, გოგებაშვილის ან კაკაბაძეების ქუჩების გამოყენებით.აღნიშნულ პერიოდში შეცვლილი მარშრუტით იმოძრავებს საზოგადოებრივი ტრანსპორტიც.წყარო - თბილისის მერიის პრეს-სამსახური.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24740/96/247409608_239:0:1808:1177_1920x0_80_0_0_781de5e0a1796dfe4ac3a00f2aa2dd16.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი წელი ღამე თბილისი ტრანსპორტი მოძრაობა
ახალი წელი ღამე თბილისი ტრანსპორტი მოძრაობა
ახალი წლის ღამე: თბილისის რომელ ქუჩებზე შეიზღუდება ტრანსპორტის მოძრაობა
20:55 29.12.2021 (განახლებულია: 23:13 29.12.2021) ახალი წლის ღამეს თბილისში დაგეგმილი საახალწლო ღონისძიებების გამო შეცვლილი მარშრუტით იმოძრავებს საზოგადოებრივი ტრანსპორტიც.
თბილისი, 29 დეკემბერი – Sputnik. თბილისში ახალი წლის ღამეს სხვადასხვა გასართობი ღონისძიებაა დაგეგმილი.
ახალი წლის ღამეს, 31 დეკემბერს პირველი რესპუბლიკის მოედანზე დამონტაჟებულ დიდ სცენაზე გაიმართება გალა-კონცერტი, რომელშიც შოუბიზნესის 300-მდე წარმომადგენელი მიიღებს მონაწილეობას.
დედაქალაქის მერის, კახა კალაძის თქმით, ყველა ღონისძიება კოვიდ-რეგულაციების დაცვით ჩატარდება.
დედაქალაქში დაგეგმილი საახალწლო ღონისძიებების გამო 31 დეკემბრის 20:00 საათიდან 1 იანვრის 05:00 საათამდე ტრანსპორტის გადაადგილება შეიზღუდება სამ ლოკაციაზე: პირველი რესპუბლიკის მოედანზე, რუსთაველის გამზირსა და თავისუფლების მოედანზე.
მერიის ცნობით, მოძრაობა შესაძლებელი იქნება მელიქიშვილის ქუჩიდან მეტროს სადგურ „რუსთაველამდე“.
ჯავახიშვილის, ძმები კაკაბაძეების, სარაჯიშვილის, ინაშვილის, მესხიას, ალექსანდრე ჭავჭავაძის, რევაზ ლაღიძის, ვასო აბაშიძის, მიტროფანე ლაღიძის, ბესიკის, გია ჭანტურიას, ლესია უკრაინკას, ზაქარია ჭიჭინაძის, არჩილ ჯორჯაძის, 9 აპრილის, ანტონ ფურცელაძისა და ლადო ასათიანის ქუჩებზე, რუსთაველის გამზირის კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში მოძრაობა უცვლელი დარჩება.
თავისუფლების მოედნის მიმართულებით გადაადგილება სატრანსპორტო საშუალებებისთვის შეზღუდული იქნება ასევე კოტე აფხაზისა და დადიანის ქუჩებიდან.
მთაწმინდის მიმართულებით გადაადგილება დასაშვები იქნება მელიქიშვილის ქუჩიდან ჯანაშიას, თარხნიშვილის, ტატიშვილის, ჭოველიძისა და ზანდუკელის ქუჩების გავლით და შემდეგ ბარნოვის, გოგებაშვილის ან კაკაბაძეების ქუჩების გამოყენებით.
აღნიშნულ პერიოდში შეცვლილი მარშრუტით იმოძრავებს საზოგადოებრივი ტრანსპორტიც.