პარლამენტის თავმჯდომარე პოლიტიკურად ნეიტრალური უნდა იყოს – უსუფაშვილი

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliდავით უსუფაშვილი
დავით უსუფაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 29.12.2021
გამოწერა
საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტს რიგით მესამე თავმჯდომარე ჰყავს.
თბილისი, 29 დეკემბერი – Sputnik. პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე, ამჟამად ოპოზიციური პარტიის „ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერი დავით უსუფაშვილი წინადადებით გამოვიდა პარლამენტის რიგგარეშე სესიაზე ოთხშაბათს, როდესაც საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარე დაამტკიცეს.
უსუფაშვილის წინადადებით, პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე ყოფნის დროს სპიკერის პარტიის წევრობა უნდა შეჩერდეს.
დეპუტატებმა დღეს პარლამენტის ახალ თავმჯდომარედ შალვა პაპუაშვილი დაამტკიცეს. მან კახა კუჭავას ადგილი დაიკავა, რომელიც 24 დეკემბერს გადადგა და დეპუტატის უფლებამოსილება მოიხსნა.
პაპუაშვილის კანდიდატურას მხარი დაუჭირა 88 დეპუტატმა, წინააღმდეგ წავიდა ერთი.

„იქნებ დავაწესოთ, რომ პარლამენტის თავმჯდომარედ არჩევის შემთხვევაში ეს პირი პარტიის წევრობას აჩერებს ამ ვადით, რათა არ იყოს გახლართული იმ პოლიტიკურ პროცესებში, რომლებიც შემდეგ აღარ აძლევს საშუალებას, რომ ნეიტრალური წარმმართველი იყოს პროცესის, ნეიტრალური მომგვარებელი, კონსენსუსის მაძიებელი?“ – განაცხადა უსუფაშვილმა.

მისი თქმით, პარტიული კუთვნილება სპიკერს ხელს უშლის, იყოს სპიკერი ყველასთვის, მათ შორის, ოპოზიციისთვის.
ოპოზიციამ კუჭავას საქმიანობა შეაფასა>>
როგორც უსუფაშვილმა აღნიშნა, მისი აზრით, სწორედ პარტიულმა კუთვნილებამ გამოიწვია პარლამენტის ორი თავმჯდომარის გადადგომა ბოლო პერიოდში.
დავით უსუფაშვილი პარლამენტის თავმჯდომარე იყო 2012–2016 წლებში.
ყველა ახალი ამბავი
0