ოპოზიციამ კუჭავას საქმიანობა შეაფასა

© Sputnik / Alexander Imedashviliკახა კუჭავა
კახა კუჭავა - Sputnik საქართველო, 1920, 29.12.2021
გამოწერა
ეს ის იშვიათი შემთხვევაა, როდესაც ოპოზიციამ ყოფილი სპიკერის მიმართ ქება არ დაიშურა.
თბილისი, 29 დეკემბერი – Sputnik. საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებმა კახა კუჭავა საქართველოს უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარის პოსტიდან მადლობის სიტყვებით გააცილეს.
კუჭავას გადადგომის შესახებ, რომელიც პარლამენტს მიმდინარე წლის აპრილიდან თავმჯდომარეობდა, ცნობილი პარასკევს გახდა. მისი ადგილი დაიკავა მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა შალვა პაპუაშვილმა. მას დეპუტატებმა კენჭი ოთხშაბათს პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე უყარეს.

„პირველ რიგში, მინდა მადლობა გადავუხადო კახა კუჭავას საკუთარი სახელით ორი მიზეზის გამო: პირველი – მან ვერ შეძლო ოპოზიციასთან ხიდების დანგრევა... და მას ჰქონდა სურვილი, ყოფილიყო საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე. მინდა, რომ თქვენც, როგორც მინიმუმ, იგივე შეძლოთ“, – განაცხადა დეპუტატმა პარტია „ლელოდან“ არმაზ ახვლედიანმა ახალი თავმჯდომარის მისამართით.

დეპუტატმა ფრაქციიდან „ევროპელი სოციალისტები“ დავით ზილფიმიანმა, თავის მხრივ, კუჭავას „პროგრესული პიროვნება“ უწოდა.
მისი თქმით, მოკლე პერიოდის მიუხედავად, მან გარკვეული ეფექტი დატოვა და ის ყოველთვის იქნება პროგრესული ადამიანების რიცხვში. ზილფიმიანმა კუჭავას ამისთვის მადლობა გადაუხადა.
ოპოზიციონერმა დეპუტატმა თეონა აქუბარდიამ ექს-სპიკერს მადლობა უთხრა იმ როლისთვის, რაც მან საკანონმდებლო ორგანოში შეასრულა.
გაუგებარი უწოდა კუჭავას სპიკერის თანამდებობიდან წასვლას დეპუტატმა პარტიიდან „მოქალაქეები“ ალექსანდრე ელისაშვილმა.
„მან შეძლო, რომ იყო ყველას თავმჯდომარე და იყო სრულად პარლამენტის თავმჯდომარე, არა მხოლოდ უმრავლესობის, „ქართული ოცნების“, – განაცხადა ელისაშვილმა.
ოპოზიციონერმა დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა მოულოდნელი გადადგომის გამო კუჭავა გააკრიტიკა.
მისი თქმით, მას არ შეუძლია მადლობის თქმა კუჭავასთვის გაწეული მუშაობის გამო და ასევე ვერ უსურვებს წარმატებებს პაპუაშვილს.
შალვა პაპუაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 29.12.2021
საქართველოს პარლამენტს ახალი თავმჯდომარე ჰყავს
სამადაშვილის განცხადებით, მას აბსურდად მიაჩნია ის, რომ პარლამენტის თავმჯდომარე არა მხოლოდ ტოვებს თანამდებობას, არამედ მანდატსაც.
კახა კუჭავა პარლამენტის თავმჯდომარედ 2021 წლის აპრილში აირჩიეს. მან ამ თანამდებობაზე არჩილ თალაკვაძე შეცვალა. კუჭავა პარლამენტის დეპუტატია 2016 წლიდან.
ყველა ახალი ამბავი
0