https://sputnik-georgia.com/20211229/svanetsi-mainerebis-gamo-sesazloa-eleqtroenergiis-gadasaxadi-daaweson-263261441.html
სვანეთში მაინერების გამო შესაძლოა ელექტროენერგიის გადასახადი დააწესონ
სვანეთში მაინერების გამო შესაძლოა ელექტროენერგიის გადასახადი დააწესონ
Sputnik საქართველო
დავით ნარმანია მომხრეა საფასურის დაწესების
2021-12-29T21:36+0400
2021-12-29T21:36+0400
2021-12-29T23:32+0400
საზოგადოება
ახალი ამბები
საქართველო
სოციალური სფერო საქართველოში
საქართველოს ენერგეტიკა
საქართველოს რეგიონები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/07/17/249060126_0:161:3069:1887_1920x0_80_0_0_91473234d6105d3260e2ad570961f3c6.jpg
თბილისი, 29 დეკემბერი – Sputnik. მესტიის მუნიციპალიტეტში ენერგოკრიზისი გრძელდება – რაიონში მაინინგ-ფერმების გამოსავლენად ღონისძიებები მიმდინარეობს, ხოლო ელექტროენერგიაზე ტარიფის დაწესებაზე საუბარი სულ უფრო ხშირად ისმის.სვანეთში, განსაკუთრებით, მესტიის რაიონში ელექტოენერგიის გადასახადის დაწესების საკითხი მას შემდეგ დადგა დღის წესრიგში, რაც მუნიციპალიტეტში მაინინგის გამო ელექტროენერგიის მოხმარება იმდენად გაიზარდა, რომ ელექტროგადამცემ ხაზებზე ავარია გამოიწვია.საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე დავით ნარმანია მხარს უჭერს სვანეთში ელექტროენერგიის გადასახადის დაწესებას.მესტიაში მაინინგური ფერმების მომრავლება უკავშირდება ელექტროენერგიის დაბალ ტარიფებს, რომლებიც მაღალმთიანი რეგიონების მცხოვრებთათვის მოქმედებს. ამჟამად სპეციალური შეღავათების წყალობით მოსახლეობა ელექტროენერგიას უფასოდ იღებს, შუქის საფასურს მხოლოდ რეგისტრირებული მეწარმეები იხდიან.ამასთან მან აღნიშნა, რომ კომისია ვერ მოსთხოვს „ენერგო პრო ჯორჯიას“, რომ მსგავს პირობებში უზრუნველყოს ელექტროენერგიის ხარისხიანი და უწყვეტი მიწოდება.ცოტა ხნით ადრე კომპანიამ მოიხსნა პასუხისმგებლობა მესტიისთვის ელექტროენერგიის უწყვეტად მიწოდებაზე.ენერგოკრიზისი ზემო სვანეთში: Energo-Pro Georgia-ს განცხადება >>კომპანია Energo-Pro Georgia-ს ინფორმაციით, რომელიც საქართველოს რეგიონებს ელექტროენერგიას აწვდის, მესტიის მოსახლეობის 24-საათიანი მომარაგებისთვის აუცილებელია 7 მეგავატი ელექტროენერგია. ეს მაშინ, როცა ამჟამად მუნიციპალიტეტი 27 მეგავატ ელექტროენერგიას მოიხმარს, რაც ძირითადად გამოწვეულია მაინერების დიდი რაოდენობით. გასული წლების მაჩვენებლებთან შედარებით, წელს მოხმარება 237%-ით გაიზარდა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/07/17/249060126_168:0:2899:2048_1920x0_80_0_0_edf96483784ad8d3f547e9d8c070c39a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
მესტია მაინინგი ელექტროენერგია გადასახადი
მესტია მაინინგი ელექტროენერგია გადასახადი
სვანეთში მაინერების გამო შესაძლოა ელექტროენერგიის გადასახადი დააწესონ
21:36 29.12.2021 (განახლებულია: 23:32 29.12.2021) ენერგოგამანაწილებელმა კომპანია Energo-Pro Georgia-მ უკვე მოიხსნა პასუხისმგებლობა მესტიისთვის ელექტროენერგიის უწყვეტად მიწოდებაზე.
თბილისი, 29 დეკემბერი – Sputnik. მესტიის მუნიციპალიტეტში ენერგოკრიზისი გრძელდება – რაიონში მაინინგ-ფერმების გამოსავლენად ღონისძიებები მიმდინარეობს, ხოლო ელექტროენერგიაზე ტარიფის დაწესებაზე საუბარი სულ უფრო ხშირად ისმის.
სვანეთში, განსაკუთრებით, მესტიის რაიონში ელექტოენერგიის გადასახადის დაწესების საკითხი მას შემდეგ დადგა დღის წესრიგში, რაც მუნიციპალიტეტში მაინინგის გამო ელექტროენერგიის მოხმარება იმდენად გაიზარდა, რომ ელექტროგადამცემ ხაზებზე ავარია გამოიწვია.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე დავით ნარმანია მხარს უჭერს სვანეთში ელექტროენერგიის გადასახადის დაწესებას.
მესტიაში მაინინგური ფერმების მომრავლება უკავშირდება ელექტროენერგიის დაბალ ტარიფებს, რომლებიც მაღალმთიანი რეგიონების მცხოვრებთათვის მოქმედებს. ამჟამად სპეციალური შეღავათების წყალობით მოსახლეობა ელექტროენერგიას უფასოდ იღებს, შუქის საფასურს მხოლოდ რეგისტრირებული მეწარმეები იხდიან.
„უნდა იყოს რეაგირება მაინინგების შეზღუდვის ნაწილში. ობიექტებისთვის, რომლებსაც სჭირდებათ ყველაზე მეტად ენერგია, რადგან ეს არის ტურისტული რეგიონი, ტურისტული ობიექტები, სასტუმროები, საბაგიროები და ა.შ. მათთვის უნდა მოხდეს უწყვეტად ენერგიის მიწოდება და ყველამ უნდა გადაიხადოს ელექტროენერგიის ფული“, – განუცხადა ჟურნალისტებს დავით ნარმანიამ.
ამასთან მან აღნიშნა, რომ კომისია ვერ მოსთხოვს „ენერგო პრო ჯორჯიას“, რომ მსგავს პირობებში უზრუნველყოს ელექტროენერგიის ხარისხიანი და უწყვეტი მიწოდება.
ცოტა ხნით ადრე კომპანიამ მოიხსნა პასუხისმგებლობა მესტიისთვის ელექტროენერგიის უწყვეტად მიწოდებაზე.
კომპანია Energo-Pro Georgia-ს ინფორმაციით, რომელიც საქართველოს რეგიონებს ელექტროენერგიას აწვდის, მესტიის მოსახლეობის 24-საათიანი მომარაგებისთვის აუცილებელია 7 მეგავატი ელექტროენერგია. ეს მაშინ, როცა ამჟამად მუნიციპალიტეტი 27 მეგავატ ელექტროენერგიას მოიხმარს, რაც ძირითადად გამოწვეულია მაინერების დიდი რაოდენობით. გასული წლების მაჩვენებლებთან შედარებით, წელს მოხმარება 237%-ით გაიზარდა.
კრიპტოვალუტა არის ვირტუალური ფული, მაინერი – კომპიუტერი, რომელიც მას გამოიმუშავებს. ვირტუალური ფულის წარმოებას მაინინგს უწოდებენ, მაინინგპულს კი - შუამავალს, რომელიც ამ სიმძლავრეებს ერთ სივრცეში აერთიანებს. კრიპტოვალუტის მაინინგი ბოლო წლებში საქართველოში პოპულარული საქმიანობაა. კემბრიჯის ალტერნატიული ფინანსების ცენტრის (CCAF ) 2018 წელს გამოქვეყნებული კვლევების თანახმად, საქართველო კრიპტოვალუტის მაინინგზე დახარჯული ელექტროენერგიის მოცულობით მსოფლიოში მეორე ადგილზე გავიდა. ვირტუალური ვალუტის გამომუშავებას კი ქვეყანაში 60 მეგავატი ელექტროენერგია ხმარდებოდა.