https://sputnik-georgia.com/20211229/seravati-bizness-tbilisis-meriisgan-263255174.html
ვალი დავივიწყოთ – კიდევ ერთი შეღავათი ბიზნესს თბილისის მერიისგან
ვალი დავივიწყოთ – კიდევ ერთი შეღავათი ბიზნესს თბილისის მერიისგან
Sputnik საქართველო
თბილისის მერია ბიზნესის წარმომადგენლებს საიჯარო გადასახადებზე შეღავათებს უწესებს
2021-12-29T18:49+0400
2021-12-29T18:49+0400
2021-12-29T21:27+0400
ახალი ამბები
თბილისი დღეს
საქართველო
საქართველოს ეკონომიკა
თბილისის მერია
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24805/09/248050907_0:156:3001:1844_1920x0_80_0_0_48d578a60deed39de7ba7185095a00bd.jpg
თბილისი, 29 დეკემბერი – Sputnik. თბილისის მერია ბიზნესის წარმომადგენლებს შეღავათს უწესებს. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.კერძოდ, ბიზნესის წარმომადგენლები გათავისუფლდებიან 2020 და 2021 წლების იჯარის დავალიანებისგან.კორონავირუსის პანდემიამ ბოლო ორ წელიწადში სერიოზული დარტყმა მიაყენა ბიზნეს-კომპანიებს, რომლებმაც შემოსავლების ვარდნის გამო ვერ შეძლეს იჯარის გადახდა და ერთიმეორის მიყოლებით იხურებოდნენ.მისი თქმით, კომპანიებს ამ საკითხის მოსაგვარებლად ვადა 1 აპრილამდე აქვთ.უფრო ადრე ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ განაცხადა, რომ 2021–2022 წლებში მუნიციპალური გადასახადებისგან 700-მდე მოიჯარე გათავისუფლდება ჯამში დაახლოებით 11 მლნ ლარის გადახდისგან. ასევე 160-მდე კაფეს მფლობელი იჯარის გადახდისგან თავისუფლდება 2022 წლის ბოლომდე. ისინი დაახლოებით 800 ათასი ლარის ეკონომიას გასწევენ.სახელმწიფო დაეხმარება მცირე ბიზნესს საქართველოს ოთხ რეგიონში: დეტალები>>მოიჯარეებს, რომლებსაც იჯარის ვადა 2021 წლის 1 იანვარს ამოეწურათ ან ეწურებათ 2022 წლის 1 იანვარს, ქალაქის ადმინისტრაცია საიჯარო ხელშეკრულების გაგრძელებას ან აღდგენას სთავაზობს 2024 წლის 1 იანვრამდე.გარდა ამისა, მოიჯარეებს ჩამოეწერებათ იჯარის გადაუხდელობის გამო დაწესებული ჯარიმები.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24805/09/248050907_166:0:2833:2000_1920x0_80_0_0_d7fe54282239c58032cc3fb76be5f912.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
თბილისი მერია კალაძე ბიზნესი
თბილისი მერია კალაძე ბიზნესი
ვალი დავივიწყოთ – კიდევ ერთი შეღავათი ბიზნესს თბილისის მერიისგან
18:49 29.12.2021 (განახლებულია: 21:27 29.12.2021) ბიზნესისთვის გაწეული შეღავათი მთლიანობაში დაახლოებით 11 მილიონი ლარი იქნება.
თბილისი, 29 დეკემბერი – Sputnik. თბილისის მერია ბიზნესის წარმომადგენლებს შეღავათს უწესებს. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
კერძოდ, ბიზნესის წარმომადგენლები გათავისუფლდებიან 2020 და 2021 წლების იჯარის დავალიანებისგან.
კორონავირუსის პანდემიამ ბოლო ორ წელიწადში სერიოზული დარტყმა მიაყენა ბიზნეს-კომპანიებს, რომლებმაც შემოსავლების ვარდნის გამო ვერ შეძლეს იჯარის გადახდა და ერთიმეორის მიყოლებით იხურებოდნენ.
„ვადაგასულ საიჯარო ხელშეკრულებებს უნდა აღვუდგინოთ ვადები. ამისთვის საჭიროა, აღნიშნულმა სუბიექტებმა მიმართონ თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტოს, რათა შესაბამისი ცვლილებები უმოკლეს დროში განხორციელდეს და შეძლონ მუნიციპალიტეტის მიერ დადგენილი შეღავათებით სარგებლობა“, – განაცხადა კალაძემ.
მისი თქმით, კომპანიებს ამ საკითხის მოსაგვარებლად ვადა 1 აპრილამდე აქვთ.
უფრო ადრე ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ განაცხადა, რომ 2021–2022 წლებში მუნიციპალური გადასახადებისგან 700-მდე მოიჯარე გათავისუფლდება ჯამში დაახლოებით 11 მლნ ლარის გადახდისგან. ასევე 160-მდე კაფეს მფლობელი იჯარის გადახდისგან თავისუფლდება 2022 წლის ბოლომდე. ისინი დაახლოებით 800 ათასი ლარის ეკონომიას გასწევენ.
მოიჯარეებს, რომლებსაც იჯარის ვადა 2021 წლის 1 იანვარს ამოეწურათ ან ეწურებათ 2022 წლის 1 იანვარს, ქალაქის ადმინისტრაცია საიჯარო ხელშეკრულების გაგრძელებას ან აღდგენას სთავაზობს 2024 წლის 1 იანვრამდე.
გარდა ამისა, მოიჯარეებს ჩამოეწერებათ იჯარის გადაუხდელობის გამო დაწესებული ჯარიმები.