https://sputnik-georgia.com/20211229/rogor-sevamcirot-maionezis-kaloriuloba-263242977.html
როგორ შევამციროთ მაიონეზის კალორიულობა: დიეტოლოგი გასწავლით
როგორ შევამციროთ მაიონეზის კალორიულობა: დიეტოლოგი გასწავლით
Sputnik საქართველო
დიეტოლოგიის ცენტრის დირექტორი გასწავლით რამდენიმე ხერხს, რომელიც მაიონეზის კალორიულობის შემცირებაში დაგეხმარებათ
2021-12-29T13:07+0400
2021-12-29T13:07+0400
2021-12-29T17:29+0400
სასარგებლო რჩევები
ექიმის რჩევები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0c/1d/263242890_0:120:1921:1200_1920x0_80_0_0_820c9c5a506059cb958f712ad5cbb2cf.jpg
თბილისი, 29 დეკემბერი — Sputnik. ექიმებს შორის მაიონეზს საკმაოდ სკანდალური „რეპუტაცია“ აქვს, მედიკოსების ნაწილი მას კულინარიულ ბოროტებად მიიჩნევს მაღალი კალორიულობის გამო.როგორ შეიძლება შევამციროთ საყვარელი სოუსის მავნებლობა, ამ თემაზე რადიო Sputnik-ს დიეტოლოგიის ცენტრის დირექტორი, ექიმი ანა მელეხინა ესაუბრა.სპეციალისტის თქმით, გამომდინარე იქიდან, რომ მაიონეზის შემადგენლობა საკმაოდ უწყინარია (მასში შედის: კვერცხი, ზეთი, მდოგვი, ძმარი, შაქარი და მარილი), სოუსი ჯანმრთელობას ზიანს არ მიაყენებს, თუ მას ზომიერად მოვიხმართ.ექიმის განმარტებით, მაიონეზი ისეთი კალორიული არ არის, როგორიც სალათების სხვა საკმაზი — მცენარეული ზეთი. 100 გრამ მაიონეზში საშუალოდ 600 კილოკალორიაა, ხოლო იგივე რაოდენობის ზეთში — 900 კკალ. ამასთან, მაიონეზის ტრადიციული სახეობების ცხიმიანობა 67%-ია, ხოლო ზეთისა — 99%.მაგრამ საქმე ისაა, რომ საახალწლოდ მაიონეზით შეზავებულ არაერთ სალათს ამზადებენ, რომლებიც ისედაც საკმაოდ ნოყიერია. მათთან ერთად კი ხორციანი კერძებიც მიაქვთ სუფრაზე. შესაბამისად, სადღესასწაულო მენიუს კალორიულობა ძალიან მაღალი გამოდის. და ეს მაშინ, როდესაც, მაგალითად, სალათი „ოლივიე“ შემადგენლობითა და კალორიულობით უკვე არის ძირითადი კერძი.თუმცა, დიეტოლოგი ამბობს, რომ არსებობს მაიონეზის კალორიულობის შემცირების ხერხი.ამასთან სპეციალისტმა განმარტა, რომ მაიონეზის უსაფრთხო რაოდენობა — დღეში ერთი სუფრის კოვზია.ექიმის თქმით, ზოგ დიასახლისს მიაჩნია, რომ მაიონეზი უფრო სასარგებლო იქნება, თუ მას თავად მოამზადებს, მაგრამ ეს მცდარი მოსაზრებაა. როგორც მელეხინა ამბობს, უმი კვერცხის შინაურ პირობებში გამოყენება სახიფათოა.წყარო: რადიო Sputnik
https://sputnik-georgia.com/20210909/dieta-favoriti-sviddriani-dieta-wonasi-swerafad-dasaklebad-259463401.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0c/1d/263242890_0:0:1707:1280_1920x0_80_0_0_b65a20ecc8334d85a698b06d42637931.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
მაიონეზი სალათი კერძი რეცეპტი სამზარეულო დიეტოლოგის რჩევა
მაიონეზი სალათი კერძი რეცეპტი სამზარეულო დიეტოლოგის რჩევა
თბილისი, 29 დეკემბერი — Sputnik. ექიმებს შორის მაიონეზს საკმაოდ სკანდალური „რეპუტაცია“ აქვს, მედიკოსების ნაწილი მას კულინარიულ ბოროტებად მიიჩნევს მაღალი კალორიულობის გამო.
როგორ შეიძლება შევამციროთ საყვარელი სოუსის მავნებლობა, ამ თემაზე რადიო Sputnik-ს დიეტოლოგიის ცენტრის დირექტორი, ექიმი ანა მელეხინა ესაუბრა.
სპეციალისტის თქმით, გამომდინარე იქიდან, რომ მაიონეზის შემადგენლობა საკმაოდ უწყინარია (მასში შედის: კვერცხი, ზეთი, მდოგვი, ძმარი, შაქარი და მარილი), სოუსი ჯანმრთელობას ზიანს არ მიაყენებს, თუ მას ზომიერად მოვიხმართ.
ექიმის განმარტებით, მაიონეზი ისეთი კალორიული არ არის, როგორიც სალათების სხვა საკმაზი — მცენარეული ზეთი. 100 გრამ მაიონეზში საშუალოდ 600 კილოკალორიაა, ხოლო იგივე რაოდენობის ზეთში — 900 კკალ. ამასთან, მაიონეზის ტრადიციული სახეობების ცხიმიანობა 67%-ია, ხოლო ზეთისა — 99%.
მაგრამ საქმე ისაა, რომ საახალწლოდ მაიონეზით შეზავებულ არაერთ სალათს ამზადებენ, რომლებიც ისედაც საკმაოდ ნოყიერია. მათთან ერთად კი ხორციანი კერძებიც მიაქვთ სუფრაზე. შესაბამისად, სადღესასწაულო მენიუს კალორიულობა ძალიან მაღალი გამოდის. და ეს მაშინ, როდესაც, მაგალითად, სალათი „ოლივიე“ შემადგენლობითა და კალორიულობით უკვე არის ძირითადი კერძი.
თუმცა, დიეტოლოგი ამბობს, რომ არსებობს მაიონეზის კალორიულობის შემცირების ხერხი.
„თუ სოუსის კალორიულობის შემცირება გსურთ, შეურიეთ მას ბერძნული იოგურტი 50/50-ზე პროპორციით, ან დაბალცხიმიანი (10-15%-იანი) არაჟანი. გარდა ამისა, შეგიძლიათ მას ლიმონის წვენი, კეტჩუპი ან სხვა რომელიმე სოუსი შეურიოთ, რაც უფრო მკვეთრ გემოსაც შექმნის და, რაც უფრო მნიშვნელოვანია, მცირედ, მაგრამ მაინც შეამცირებს მის კალორიულობას“, — გვირჩევს დიეტოლოგი.
ამასთან სპეციალისტმა განმარტა, რომ მაიონეზის უსაფრთხო რაოდენობა — დღეში ერთი სუფრის კოვზია.
ექიმის თქმით, ზოგ დიასახლისს მიაჩნია, რომ მაიონეზი უფრო სასარგებლო იქნება, თუ მას თავად მოამზადებს, მაგრამ ეს მცდარი მოსაზრებაა. როგორც მელეხინა ამბობს, უმი კვერცხის შინაურ პირობებში გამოყენება სახიფათოა.