GWP: 2022 წლიდან თბილისში მრიცხველების წაკითხვის ერთიანი სისტემა ამოქმედდება

გამოწერა
ერთიან სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით დეკემბერში აბონენტები ორ ქვითარს მიიღებენ.
თბილისი, 29 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის (სემეკი) გადაწყვეტილებით, 2022 წლის იანვრიდან თბილისში მრიცხველთა წაკითხვის ერთიანი სისტემა ამოქმედდება, ინფორმაციას წყალგამანაწილებელი კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (Georgia Water and Power) ავრცელებს.
კომპანიის განცხადებით, აღნიშნული ცვლილების შედეგად მოსახლეობა კომუნალური მომსახურების ქვითარს ყოველი მომდევნო თვის პირველ რიცხვებში მიიღებს.
„ერთიან სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით მიმდინარე წლის დეკემბერში – გარდამავალ პერიოდში საყოფაცხოვრებო აბონენტების უმეტესი ნაწილი ორ ქვითარს მიიღებს“, ნათქვამია განცხადებაში.
დეკემბრის თვეში მიღებულ პირველ ქვითარში მრიცხველიან აბონენტებს აესახათ ნოემბრისა და დეკემბრის ნაწილის გაწეული მომსახურების გადასახადი. ხოლო იმ აბონენტებს, რომელთაც გადასახადი სულადობის შესაბამისად ერიცხებათ, პირველ ქვითარში აესახათ მხოლოდ ნოემბრის თვის მომსახურების საფასური.
ნათურა - Sputnik საქართველო, 1920, 04.12.2021
თბილისელების ნაწილი დეკემბერში „თელმიკოსგან“ ორ ქვითარს მიიღებს
რაც შეეხება მეორე ქვითარს, რომელსაც აბონენტები მიიღებენ დეკემბრის ბოლოს, მრიცხველიანი აბონენტებისთვის ქვითარში ასახული იქნება მხოლოდ დეკემბრის დარჩენილ პერიოდში გაწეული მომსახურების საფასური, ხოლო სულადობით დარიცხვის შემთხვევაში აბონენტებს მეორე ქვითარში აესახებათ დეკემბრის სრული თვის მოხმარებული წყლის საფასური.
Georgia Water and Power-ის განმარტებით, დეკემბერში ერთ ქვითარს მომხმარებელთა მცირე ნაწილი მიიღებს, რომელშიც ასახული იქნება ინფორმაცია ნოემბრისა და დეკემბრის პერიოდში მოხმარებული წყლის საფასურის შესახებ.
ყველა ახალი ამბავი
0