თბილისელების ნაწილი დეკემბერში „თელმიკოსგან“ ორ ქვითარს მიიღებს

© photo: Sputnik / Vitaly Ankov / გადასვლა მედიაბანკშინათურა
ნათურა - Sputnik საქართველო, 1920, 04.12.2021
გამოწერა
თბილისის მცხოვრებლები გააფრთხილეს, რომ ელექტროენერგიის საფასურის გადახდის ვადები შეიცვლება
თბილისი, 4 დეკემბერი – Sputnik. თბილისელების ნაწილი მოხმარებული ელექტროენერგიის, წყლისა და დასუფთავების სამსახურის მომსახურებისთვის დეკემბერში ორ ქვითარს მიიღებს, ნათქვამია ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის (GNERC) განცხადებაში.
GNERC-ის მონაცემებით, „თბილისის ელექტრომიმწოდებელი კომპანიის“ (თელმიკო) ყველა საყოფაცხოვრებო აბონენტი მიმდინარე წლის დეკემბერში მიიღებს პირველ ქვითარს, რომელშიც ასახული იქნება ნოემბერსა და დეკემბერის დასაწყისში, არაუმეტეს 30 დღის განმავლობაში, მოხმარებული ელექტროენერგიის გადასახადი. გადახდის ვადა განსაზღვრული იქნება დეკემბრის შუა რიცხვების ჩათვლით.
მომხმარებელთა ერთი ნაწილი დეკემბრის ბოლოს მიიღებს მეორე ქვითარს, რომელშიც ასახული იქნება დეკემბერში ელექტროენერგიის მოხმარება, მეორე ნაწილი კი დეკემბერის მეორე ქვითარს მიიღებს 2022 წლის იანვრის დასაწყისში (საახალწლო დღესასწაულებიდან გამომდინარე).
კომპანია თელასი - Sputnik საქართველო, 1920, 21.10.2021
დაითვალეთ სწორად – თბილისში ორმა ენერგოკომპანიამ გაფრთხილება მიიღო
კომისია შეახსენებს მომხმარებლებს, რომ ელექტროენერგიის საფასური უნდა გადაიხადონ დარიცხვიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, ხოლო პენსიონერები და მრავალშვილიანი სოციალურად დაუცველი ოჯახები გადასახადს დადგენილი საშეღავათო გრაფიკით იხდიან.
ელექტროენერგიის ტარიფი საქართველოში 1 იანვრიდან გაძვირდა. ტარიფი მოსახლეობისთვის 1 კვტ/სთ მოხმარებულ ენერგიაზე 3,5 თეთრით გაძვირდა და დაახლოებით 26,537 თეთრი შეადგინა დახარჯული ელექტროენერგიიდან გამომდინარე.
ყველა ახალი ამბავი
0