დუბაიში „ექსპო 2020“-ზე საქართველო ღირსეულად არის წარმოდგენილი: მინისტრი

© press-service of Ministry of Economy and DevelopmentEXPO 2020 DUBAI - საქართველოს პავილიონი
EXPO 2020 DUBAI - საქართველოს პავილიონი - Sputnik საქართველო, 1920, 29.12.2021
გამოწერა
არაბულ სამყაროში საქართველოს მიმართ ინტერესი სულ უფრო იზრდება, აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.
თბილისი, 29 დეკემბერი – Sputnik. დუბაიში მიმდინარეობს საერთაშორისო გამოფენა „ექსპო 2020 დუბაი“ (Expo 2020 Dubai).
გამოფენის ფარგლებში დუბაიში დღეს საქართველოს ეროვნული დღე აღინიშნება, რომელსაც ქართული დელეგაცია ესწრება.
ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, საქართველო გამოფენაზე ღირსეულად არის წარმოდგენილი ქართული პავილიონის სახით, რომელიც მაღალ ინტერესს იწვევს დამთვალიერებელთა შორის. მას ყოველდღიურად 2 ათასამდე ვიზიტორი სტუმრობს.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციით, „ექსპო 2020 დუბაიზე“ ქართული პავილიონი წარმოდგენილია ოთხი თემატური მიმართულებით – ტრადიციული მეღვინეობა, ქართული დამწერლობა, დინამიკური და განვითარებადი ტურისტული მიმართულება მსოფლიოში და ბიზნეს-გარემო.

„საქართველოს პავილიონში წარმოჩენილია ჩვენი ქვეყნის ყველაზე უნიკალური მიმართულებები, როგორიცაა ჩვენი დამწერლობა, კულტურა, ტურისტული პოტენციალი, აგრეთვე ინოვაციებში, ტექნოლოგიებში, ენერგეტიკასა და სოფლის მეურნეობაში არსებული საინვესტიციო შესაძლებლობები, რომელთაც საქართველო სთავაზობს უცხოელ პოტენციურ ინვესტორებს“, – განაცხადა თურნავამ.

თურნავა: „არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან ერთად ვიწყებთ მზის ენერგიის განვითარებას“ >>
მინისტრის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ურთიერთობები არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან და ზოგადად არაბულ სამყაროსთან ძლიერდება და საქართველოს მიმართ იზრდება ინტერესი ტურისტული, საინვესტიციო, ვაჭრობის თვალსაზრისით.
Expo 2020 Dubai-ში მსოფლიოს 191 ქვეყანა მონაწილეობს.
წყარო - ეკონომიკის სამინისტრო.
ყველა ახალი ამბავი
0