მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

აშშ ავიამზიდების ჯგუფს ხმელთაშუა ზღვაში ტოვებს: დასახელდა მიზეზი

© United States Navy / გადასვლა მედიაბანკშიავიამზიდი „ჰარი ტრუმენი“
ავიამზიდი „ჰარი ტრუმენი“ - Sputnik საქართველო, 1920, 29.12.2021
გამოწერა
თბილისი, 29 დეკემბერი — Sputnik. აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა ლოიდ ოსტინმა ავიამზიდ Harry S. Truman-ის („ჰარი ტრუმენი“) ახლო აღმოსავლეთში გადაყვანა გადადო და მისი ხმელთაშუა ზღვაში დატოვების განკარგულება გასცა, ვინაიდან უკრაინის გარშემო დაძაბულობა არ ნელდება, იუწყება სააგენტო Associated Press პენტაგონში არსებულ წყაროზე დაყრდნობით.
ავიამზიდ Harry S. Truman-ის დაჯგუფებაში ხუთი ხომალდი შედის: ერთი კრეისერი USS San Jacinto და ოთხი გამანადგურებელი: USS Cole, USS Bainbridge, USS Gravely და USS Jason Dunham. მათთან ერთად ასევე იმყოფება ნორვეგიული ფრეგატი HNoMS Fridtjof Nansen.
გამოცემა USNI News-ის ინფორმაციით, ავიამზიდის ჯგუფი ამ დროისათვის იტალიასა და საბერძნეთს შორის იმყოფება, ნაცვლად იმისა, რომ სუეცის არხით გადიოდეს აშშ-ის სარდლობის პასუხისმგებლობის ზონაში.

„თავდაცვის მინისტრმა ავიამზიდ Harry S. Truman-ის მოიერიშე ჯგუფს ევროპული სარდლობის პასუხისმგებლობის ზონაში დარჩენა უბრძანა, ნაცვლად ცენტრალური სარდლობის პასუხისმგებლობის ზონაში გადასვლისა, როგორც ეს თავდაპირველად იყო დაგეგმილი“, — განუცხადა წყარომ სააგენტოს.

მისი თქმით, განრიგის ცვლილება ასახავს ევროპაში მუდმივი ყოფნის საჭიროებას და აუცილებელია იმისათვის, რომ „დავარწმუნოთ ჩვენი მოკავშირეები და პარტნიორები კოლექტიური თავდაცვისადმი ჩვენს ერთგულებაში“.
თეთრი სახლი - Sputnik საქართველო, 1920, 14.12.2021
მსოფლიო დღეს
უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში: აშშ ევროპაში ჯარების გაგზავნის საკითხს სწავლობს
ბოლო დროს ამერიკული და ევროპული მასმედია სულ უფრო ხშირად აცხადებს, რომ რუსეთი უკრაინაში შეჭრას გეგმავს 2022 წლის დასაწყისში. კრემლი უარყოფს ამ ხმებს და აცხადებს, რომ არავის ემუქრება. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის აზრით, დასავლეთს სურს უკრაინაში „მცირე ომის“ პროვოცირება, რათა შემდეგ სრული პასუხისმგებლობა დააკისროს რუსეთს და მის წინააღმდეგ ახალი სანქციები შემოიღოს.
წყარო: Associated Press
ყველა ახალი ამბავი
0