ვისთვის იქნება უფასო მუნიციპალური ტრანსპორტი ბათუმში

© Facebook / Batumi City Hallსაზოგადოებრივი ტრანსპორტი ბათუმში
საზოგადოებრივი ტრანსპორტი ბათუმში - Sputnik საქართველო, 1920, 28.12.2021
გამოწერა
აჭარაში მომავალ წელსაც მოსახლეობის გარკვეული კატეგორიებისთვის სხვადასხვა მიმართულების შეღავათი იმოქმედებს
თბილისი, 28 დეკემბერი - Sputnik. 2022 წელს აჭარაში მცხოვრები 200 ათასამდე პირი ბიუჯეტით გათვალისწინებული სხვადასხვა სოციალური და ჯანდაცვის პროგრამით ისარგებლებს.
როგორც აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, 2022 წელს აჭარას ექნება გაზრდილი ბიუჯეტი და ამ ბიუჯეტის ფარგლებში გათვალისწინებულია მთელი რიგი ახალი პროექტები.
კერძოდ, ბათუმის მუნიციპალიტეტში სტუდენტებისთვის, მოსწავლეებისთვის, პენსიონერებისთვის და სოციალურად დაუცველებისთვის ( ჯამში 50 ათასზე მეტი პირი) მომავალ წელსაც მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობა უფასო იქნება.
გარდა ამისა, გათვალისწინებულია შემდეგი შეღავათები:
1,4 ათასი სტუდენტი ისარგებლებს სტუდენტთა ხელშეწყობის პროგრამით;
5 ათასზე მეტი პენსიონერი მიიღებს მედიკამენტების შესაძენად ფინანსურ დახმარებას;
12 ოჯახს, რომელიც წლების განმავლობაში ცხოვრობდა სხვადასხვა ფართში და ვერ ახერხებდა მის საკუთრებაში გაფორმებას, ბინები საკუთრებაში დაურეგისტრირდებათ.
აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, 2022 წელს ქობულეთში იწყება ნინოწმინდის ტაძრის აღდგენა-რესტავრაცია. ტაძრის აღდგენისთვის მომავალ წელს 300 ათასი ლარი დაიხარჯება.
წყარო - აჭარის მთავრობა.
ყველა ახალი ამბავი
0