https://sputnik-georgia.com/20211228/rt-des-samauwyeblo-licenzia-kanonierad-aqvs-mirebuli-263220662.html
ზეკიჩი: ლიცენზია RT DE-ს მაუწყებლობაზე სერბეთმა კანონიერად გასცა
ზეკიჩი: ლიცენზია RT DE-ს მაუწყებლობაზე სერბეთმა კანონიერად გასცა
Sputnik საქართველო
თბილისი, 28 დეკემბერი — Sputnik. სერბეთის ელექტრონული მედიის მარეგულირებელი ორგანოს (REM) საბჭოს თავმჯდომარემ ოლივერ ზეკიჩმა Sputnik-თან ინტერვიუში განაცხადა... 28.12.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-12-28T16:19+0400
2021-12-28T16:19+0400
2023-07-20T15:53+0400
რუსეთი
გერმანია
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24526/46/245264675_0:333:3049:2048_1920x0_80_0_0_8c514a396e2360585aee271b18c59340.jpg
თბილისი, 28 დეკემბერი — Sputnik. სერბეთის ელექტრონული მედიის მარეგულირებელი ორგანოს (REM) საბჭოს თავმჯდომარემ ოლივერ ზეკიჩმა Sputnik-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ RT DE-ს მაუწყებლობის ლიცენზია აბსოლუტურად ლეგალური იყო.ამასთან ზეკიჩმა აღნიშნა, რომ ამ ლიცენზიის შესახებ დავებმა ის ძალიან გააკვირვა, რადგან ნებისმიერი არხის მაუწყებლობის ნებართვის გაცემა „უმარტივესი რამაა“, თუ ეს არხი გარკვეულ პირობებს აკმაყოფილებს. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ RT DE-მ შეასრულა აბსოლუტურად ყველა პირობა ასეთი ნებართვის მისაღებად.მან ასევე განაცხადა, რომ გერმანიის პრეტენზიებზე, თითქოს ტელეარხმა ლიცენზია გერმანიის კანონმდებლობის გვერდის ავლით მიიღო, მას „მხოლოდ ეცინება“.„მეცინება. არანაირი კანონისთვის არ აგვივლია გვერდი“, — განაცხადა ზეკიჩმა.მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ აბსოლუტურად ყველა პროცედურა კანონმდებლობისა და ტრანსსასაზღვრო ტელევიზიის ევროპული კონვენციის დებულებების შესაბამისად განხორციელდა.„არ ვიცი გერმანელებმა რაში დაინახეს პრობლემა, რადგან ამ შემთხვევაში ყველა საჭირო მოთხოვნა დაკმაყოფილდა. ნებისმიერს, ვინც ლიცენზიას მოიპოვებს სერბეთში, თავისი კონტენტის გადაცემა შეუძლია როგორც სერბეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე, ისე ევროკავშირის ქვეყნებში. სატელევიზიო გადაცემები, რომლებზეც პასუხისმგებელია ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს ან ტრანსსასაზღვრო ტელევიზიის კონვენციის წევრი სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანო, შეიძლება თავისუფლად გადაიცეს ევროკავშირის სხვა სახელმწიფოს ან ამ კონვენციის ხელმომწერი სახელმწიფოს ტერიტორიაზე“, — განმარტა მან.ზეკიჩმა ასევე თქვა, რომ იურიდიულმა პირმა ТВ Новости-მ, RT auf Deutsch-მა 3 დეკემბერს წარუდგინა მოთხოვნა ელექტრონული მედიის მარეგულირებელ ორგანოს საკაბელო, სატელიტური და IPTV ქსელების საშუალებით მედიასერვისების მიწოდების ნებართვის მისაღებად. მან აღნიშნა, რომ ყველა საჭირო დოკუმენტაცია, კანონმდებლობისა და კანონქვემდებარე აქტების შესაბამისად, გადაეცა REM-ის საბჭოს და რადგან ყველა პირობა დაკმაყოფილდა, ამ იურიდიულ პირს ნებართვა მიეცა.22 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ გერმანულმა მედია-მარეგულირებელმა MABB აიძულა ევროპული სატელიტური ოპერატორი Eutelsat 9B, თავისი პლატფორიდან მოეხსნა RT DE, რომელიც მოსკოვის სტუდიებიდან მაუწყებლობს.23 დეკემბერს გავრცელდა ინფორმაცია, რომ გერმანიამ მოახდინა ევროპული კონვენციის რატიფიცირება ტრანსსასაზღვრო ტელევიზიის შესახებ (ECTT), მაგრამ საკითხს, შეუძლია თუ არა გერმანულენოვან არხს RT DE სერბული ლიცენზიით მაუწყებლობა გერმანიაში, ქვეყნის მარეგულირებელი ამოწმებს.რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა მარია ზახაროვამ RT DE-ს თანამგზავრული მაუწყებლობის გათიშვის კომენტირებისას განაცხადა, რომ გერმანიას შეგნებულად მიჰყავს რუსეთი საპასუხო ზომების მიღების აუცილებლობამდე.რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანი დიმიტრი პესკოვი, თავის მხრივ, არხ RT DE-ს ინტერესების დაცვის მოწოდებით გამოვიდა.
https://sputnik-georgia.com/20211216/rt-de-mauwyeblobas-iwyebs-262892950.html
გერმანია
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24526/46/245264675_121:0:2852:2048_1920x0_80_0_0_684e42fc4a44a3079bd184de5c8129fd.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
რუსეთი, გერმანია , მსოფლიოს ახალი ამბები
რუსეთი, გერმანია , მსოფლიოს ახალი ამბები
თბილისი, 28 დეკემბერი — Sputnik. სერბეთის ელექტრონული მედიის მარეგულირებელი ორგანოს (REM) საბჭოს თავმჯდომარემ ოლივერ ზეკიჩმა Sputnik-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ RT DE-ს მაუწყებლობის ლიცენზია აბსოლუტურად ლეგალური იყო.
„არაფერია საკამათო, რომ სერბეთის ელექტრონული მედიის მარეგულირებელმა ორგანომ (REM) გასცა მაუწყებლობის ლიცენზია რუსეთის არხზე RT DE, ამიტომ გერმანიის პრეტენზიები, რბილად რომ ვთქვათ, გასაკვირია და ამ საკითხის ირგვლივ ასეთი აურზაური შეიძლება მხოლოდ პოლიტიკური მიზეზებით იყოს მოტივირებული“, — თქვა მან.
ამასთან ზეკიჩმა აღნიშნა, რომ ამ ლიცენზიის შესახებ დავებმა ის ძალიან გააკვირვა, რადგან ნებისმიერი არხის მაუწყებლობის ნებართვის გაცემა „უმარტივესი რამაა“, თუ ეს არხი გარკვეულ პირობებს აკმაყოფილებს. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ RT DE-მ შეასრულა აბსოლუტურად ყველა პირობა ასეთი ნებართვის მისაღებად.
მან ასევე განაცხადა, რომ გერმანიის პრეტენზიებზე, თითქოს ტელეარხმა ლიცენზია გერმანიის კანონმდებლობის გვერდის ავლით მიიღო, მას „მხოლოდ ეცინება“.
„მეცინება. არანაირი კანონისთვის არ აგვივლია გვერდი“, — განაცხადა ზეკიჩმა.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ აბსოლუტურად ყველა პროცედურა კანონმდებლობისა და ტრანსსასაზღვრო ტელევიზიის ევროპული კონვენციის დებულებების შესაბამისად განხორციელდა.
„არ ვიცი გერმანელებმა რაში დაინახეს პრობლემა, რადგან ამ შემთხვევაში ყველა საჭირო მოთხოვნა დაკმაყოფილდა. ნებისმიერს, ვინც ლიცენზიას მოიპოვებს სერბეთში, თავისი კონტენტის გადაცემა შეუძლია როგორც სერბეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე, ისე ევროკავშირის ქვეყნებში. სატელევიზიო გადაცემები, რომლებზეც პასუხისმგებელია ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს ან ტრანსსასაზღვრო ტელევიზიის კონვენციის წევრი სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანო, შეიძლება თავისუფლად გადაიცეს ევროკავშირის სხვა სახელმწიფოს ან ამ კონვენციის ხელმომწერი სახელმწიფოს ტერიტორიაზე“, — განმარტა მან.
ზეკიჩმა ასევე თქვა, რომ იურიდიულმა პირმა ТВ Новости-მ, RT auf Deutsch-მა 3 დეკემბერს წარუდგინა მოთხოვნა ელექტრონული მედიის მარეგულირებელ ორგანოს საკაბელო, სატელიტური და IPTV ქსელების საშუალებით მედიასერვისების მიწოდების ნებართვის მისაღებად. მან აღნიშნა, რომ ყველა საჭირო დოკუმენტაცია, კანონმდებლობისა და კანონქვემდებარე აქტების შესაბამისად, გადაეცა REM-ის საბჭოს და რადგან ყველა პირობა დაკმაყოფილდა, ამ იურიდიულ პირს ნებართვა მიეცა.
22 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ გერმანულმა მედია-მარეგულირებელმა MABB აიძულა ევროპული სატელიტური ოპერატორი Eutelsat 9B, თავისი პლატფორიდან მოეხსნა RT DE, რომელიც მოსკოვის სტუდიებიდან მაუწყებლობს.
23 დეკემბერს გავრცელდა ინფორმაცია, რომ გერმანიამ მოახდინა ევროპული კონვენციის რატიფიცირება ტრანსსასაზღვრო ტელევიზიის შესახებ (ECTT), მაგრამ საკითხს, შეუძლია თუ არა გერმანულენოვან არხს RT DE სერბული ლიცენზიით მაუწყებლობა გერმანიაში, ქვეყნის მარეგულირებელი ამოწმებს.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა მარია ზახაროვამ RT DE-ს თანამგზავრული მაუწყებლობის გათიშვის კომენტირებისას განაცხადა, რომ გერმანიას შეგნებულად მიჰყავს რუსეთი საპასუხო ზომების მიღების აუცილებლობამდე.
რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანი დიმიტრი პესკოვი, თავის მხრივ, არხ RT DE-ს ინტერესების დაცვის მოწოდებით გამოვიდა.