Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო, 1920
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

თბილისის შემდეგ იმერეთი: როგორი ეპიდვითარებაა რეგიონებში

© photo: Sputnikეპიდემია საქართველოში
ეპიდემია საქართველოში - Sputnik საქართველო, 1920, 28.12.2021
გამოწერა
საქართველოში, რომელიც კორონავირუსის მეექვსე ტალღის მოლოდინშია, გარდაცვალების მაჩვენებელი მაღალია.
თბილისი, 28 დეკემბერი — Sputnik. საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 2.676 შემთხვევიდან ყველაზე მეტი – 1.063 შემთხვევა დედაქალაქში დაფიქსირდა. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ინფიცირებულთა შემთხვევების რაოდენობით მეორე ადგილზე იმერეთი, შემდეგ კი სამეგრელო–ზემო სვანეთის რეგიონია.
რეგიონების მიხედვით კორონავირუსით ინფიცირების სტატისტიკა ასეთია: იმერეთი – 439, სამეგრელო–ზემო სვანეთი – 227, აჭარა – 213, შიდა ქართლი – 171, კახეთი – 148, გურია – 142, ქვემო ქართლი – 110, მცხეთა-მთიანეთი – 75, სამცხე-ჯავახეთი – 45, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 43.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 2.966 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 888.022-მდე გაიზარდა.
ბოლო დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა 63 ადამიანი და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 13.646-ს მიაღწია.
ლაბორატორია - Sputnik საქართველო, 1920, 28.12.2021
COVID-19 - ბოლო ცნობები
COVID-19 საქართველოში: ახალი მონაცემები – 28 დეკემბერი
ამ დროის მონაცემებით, საქართველოში 26.336 აქტიური შემთხვევაა. კოვიდ-კლინიკებში მოთავსებულია 4.951 პაციენტი, მათ შორის, თბილისში – 2.096, იმერეთში – 956, აჭარაში – 497.
1.275 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე შეერთებულია 297 პირი, მათგან თბილისში – 165, აჭარაში – 35, იმერეთში – 27.
კოვიდ-სასტუმროებში მოთავსებულია 857 ადამიანი, მათ შორის 558 – თბილისში, 191 – აჭარაში.
20.528 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
დღევანდელი მდგომარეობით, საკარანტინო სივრცეში მოთავსებულია 42 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 41, აჭარაში – ერთი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 31.852 ადამიანი.
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 2.676-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 928.030-ს მიაღწია.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.
ყველა ახალი ამბავი
0