Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო, 1920
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

COVID-19 საქართველოში: ახალი მონაცემები – 28 დეკემბერი

© photo: Sputnik / Evgeniy Epanchintsev / გადასვლა მედიაბანკშილაბორატორია
ლაბორატორია - Sputnik საქართველო, 1920, 28.12.2021
გამოწერა
ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 888.022 ადამიანი; ჩატარებულია 2.481.500 აცრა, ერთ დღეში აცრილია 13.377 ადამიანი.
თბილისი, 28 დეკემბერი – Sputnik. საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 2.676-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 928.030-ს მიაღწია. ინფორმაცია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge განახლდა.
ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 888.022 ადამიანი (ბოლო 24 საათში – 2.966), გარდაიცვალა – 13.646 (ბოლო 24 საათში – 63). კარანტინის რეჟიმშია 42, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 4.951 პაციენტი, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 857 ადამიანი იმყოფება.
ბოლო 24 საათში ჩატარებულია 42.772, კვლევა ტესტით. მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 28.677, PCR–ტესტით – 14.095.
დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 6,26%, ბოლო 14 დღის – 5,74%, ბოლო 7 დღის – 5,02%.
სულ ჩატარებულია 2.481.500 აცრა, ერთ დღეში აცრილია 13.377 ადამიანი.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.
ყველა ახალი ამბავი
0