Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო, 1920
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

შეიძლება თუ არა საქართველოში შემოსვლა „სპუტნიკის" სერტიფიკატით

© photo: Sputnik / Vladimir Pesnya / გადასვლა მედიაბანკშივაქცინაციის სერტიფიკატი
ვაქცინაციის სერტიფიკატი - Sputnik საქართველო, 1920, 27.12.2021
გამოწერა
საქართველო ღიაა სხვადასხვა ქვეყნიდან სტუმრების მისაღებად, მათ შორის რუსეთიდან. მოქმედებს შემოსვლის გამარტივებული წესები, რა თქმა უნდა, კოვიდ-რეგულაციების გათვალისწინებით.
თბილისი, 27 დეკემბერი — Sputnik. რუსეთის მოქალაქეებს აინტერესებთ, თუ რა წესები მოქმედებს ამჟამად საქართველოს საზღვრის გადმოკვეთის დროს და უშვებენ თუ არა ქვეყანაში პირებს „სპუტნიკის" სერტიფიკატით.
Sputnik-საქართველო, მკითხველის ინტერესის გათვალისწინებით, მოგითხრობთ, რა წესები მოქმედებს უცხოელების საქართველოში შემოსვლისას და უშვებენ თუ არა ქვეყანაში „სპუტნიკის" სერტიფიკატით.
შესაძლებელია თუ არა საქართველოში შემოსვლა „სპუტნიკის" სერტიფიკატით?
საქართველოში შემოსვლა შეუძლია ყველა უცხოელს, რომელმაც ნებისმიერი ტიპის ვაქცინით კორონავირუსის ვაქცინაციის სრული კურსი ჩაიტარა, მათ შორის, „სპუტნიკის" სერტიფიკატით. ერთდოზიანი ვაქცინებიდან საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზე მითითებულია მხოლოდ Johnson & Johnson.
შესაბამისად, ერთკომპონენტიანი ვაქცინა „სპუტნიკ ლაითის" სერტიფიკატით საქართველოში არ უშვებენ.
აცრილმა ტურისტებმა, რომლებიც საქართველოში საჰაერო გზით შემოდიან, უნდა წარმოადგინონ მხოლოდ დოკუმენტი ვაქცინაციის შესახებ. მაგრამ სახმელეთო ან საზღვაო გზით შემოსვლისას ვაქცინირებულებმა დამატებით აუცილებლად უნდა წარმოადგინონ PCR-ტესტის უარყოფითი პასუხი ინგლისურ, ქართულ ან რუსულ ენებზე. ტესტი გაკეთებული უნდა იყოს საზღვრის გადმოკვეთამდე არაუმეტეს 72 საათის წინ.
„სპუტნიკის" სერტიფიკატით საქართველოში ვერ მოხვდებიან ის უცხოელები, რომლებიც კორონავირუსით დაავადდნენ ბოლო 100 დღის განმავლობაში, რაც დასტურდება დადებითი PCR-ტესტით. ამ შემთხვევაში საქართველო აღიარებს მხოლოდ ჯანმოს მიერ აღიარებულ ვაქცინებს (AstraZeneca, Moderna, Pfizer, Sinopharm, Sinovac, Johnson & Johnson). ავადმყოფობისა და ვაქცინაციის თანმიმდევრულობას მნიშვნელობა არა აქვს, მაგრამ ვაქცინაციიდან გასული უნდა იყოს მინიმუმ 14 დღე.
ვაქცინირებულებს წინასწარი რეგისტრაცია არ სჭირდებათ.
ვაქცინაციის გარეშე, მხოლოდ ბოლო 72 საათში გაკეთებული PCR-ტესტის უარყოფითი პასუხით საქართველოში საჰაერო გზით შემოსვლა შეუძლიათ შემდეგი სახელმწიფოების მოქალაქეებს:
ევროკავშირის ქვეყნები, ისრაელი, აშშ, თურქეთი, შვეიცარია, ნორვეგია, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფო, საუდის არაბეთი. არაბთა გაერთიანებული საამიროები, კატარი, ბაჰრეინი, სომხეთი, აზერბაიჯანი, რუსეთი, უკრაინა, ყაზახეთი, ბელარუსი, უზბეკეთი, ტაჯიკეთი, ყირგიზეთი, თურქმენეთი, იაპონია, კანადა, ქუვეითი, ჩინეთი, მოლდოვა, სამხრეთ კორეა, ომანი, სან-მარინო, მონაკო, სერბეთი, მონტენეგრო, ისლანდია, ლიხტენშტეინი, იორდანია, ანდორა, ჩრდილოეთ მაკედონია, ბოსნია და ჰერცეგოვინა, ერაყი და ლიბანი.
საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ, მესამე დღეს უცხოელმა ხელმეორედ უნდა გაიკეთოს PCR-ტესტი.
საქართველოში ჩამოსვლისთვის აუცრელმა უცხოელებმა წინასწარ უნდა შეავსონ სპეციალური ელექტრონული ანკეტა, მიუთითონ ბოლო 14 დღეში მოგზაურობის ისტორია, საქართველოში ყოფნის ადგილი, ტელეფონის საკონტაქტო ნომერი და სხვა ინფორმაცია. ანკეტის შევსება შეიძლება ამ ბმულზე.
ათ წლამდე ბავშვებისთვის PCR-ტესტირების პასუხი საჭირო არ არის.
კორონავირუსის ახალი შტამი „ომიკრონის" გავრცელების საფრთხის გამო საქართველოში 14-დღიანი სავალდებულო კარანტინი (საკუთარი ხარჯებით) დაწესდა ინდოეთიდან და აფრიკის რვა ქვეყნიდან ჩამომსვლელებისთვის – სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა, ბოტსვანა, ზიმბაბვე, ნამიბია, ლესოტო, ესვატინი, მოზამბიკი და მალავი. კარანტინის შემდეგ მათ PCR-ტესტი უნდა ჩააბარონ.
რუსეთის მოქალაქეების შემოსვლა-გასვლა საქართველოში სახმელეთო გზით
რუსეთიდან საქართველოში შემოსვლა განკარგულებით №763-p შეზღუდულია: სახმელეთო საზღვრის გადმოსაკვეთად რუსეთის მოქალაქეებს განსაკუთრებული საფუძველი უნდა ჰქონდეთ. ტურიზმი ამ სიაში არ შედის.
საქართველოდან რუსეთში შესვლა რუსეთის მოქალაქეებისთვის შეზღუდული არ არის.
ყველა ახალი ამბავი
0