„ჩირი, ვაშლი, ჩურჩხელა, შოკოლადის ფილა“– როგორ იქცა ბიზნესად ბავშვობის საყვარელი სასუსნავი

© courtesy of Mariam Toloraiaმარიამ თოლორაია
მარიამ თოლორაია - Sputnik საქართველო, 1920, 27.12.2021
გამოწერა
ბავშვობიდან ალბათ გახსოვთ გივი ჭიჭინაძის ნაცნობი ლექსი, რომელიც ყველა ჩვენგანის „საახალწლო რეპერტუარში“ იყო: „ჩირი, ვაშლი, ჩურჩხელა, შოკოლადის ფილა, მოგილოცავთ სუყველას ახალი წლის დილას!“
ასევე ყველასთვის ახლობელი სცენაა – ახალი წლისთვის გადადებული შოკოლადებისა და სასუსნავების მარაგთან ჩუმად მიპარვა და მისი ნელ-ნელა „ათვისება“. გამონაკლისი არც 21 წლის მარიამ თოლორაია ყოფილა. ის ზუგდიდის რაიონის სოფელ კახათიდანაა. ამჟამად ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის მეოთხე კურსის სტუდენტია.
ერთ დღეს, როცა პანდემიის გამო ლექციებზე წასვლა ვერ მოახერხა. მისი ოჯახის ტრადიცია და ბავშვობის საყვარელი ნუგბარი გაახსენდა. გადაწყვიტა ხილის ჩირის გაკეთება დაეწყო და ეს საქმე შემოსავლის წყაროდ ექცია. „Mari’s-მარისია“ – ასე დაარქვა თავის ბრენდს, რომელიც ხილისგან ტრადიციულ ჩირებს და ჩაის აწარმოებს. დღეს მისი ბრენდის პროდუქტით როგორც პატარები, ასევე დიდები სიამოვნებით იტკბარუნებენ პირს. აქვე არ დაგვავიწყდეს, რომ მსგავსი ნუგბარი, გემრიელის გარდა, საკმაოდ სასარგებლოცაა...
© courtesy of Mariam Toloraiaმარიამ თოლორაია
მარიამ თოლორაია - Sputnik საქართველო, 1920, 27.12.2021
მარიამ თოლორაია
- მარიამ, ტრადიციული ქართული ტკბილეულის დამზადებას პირველად ოჯახში ეზიარეთ?
- აფხაზეთში ჩვენს ლამაზ და დიდ ოჯახში ქართულ ტრადიციულ ტკბილეულს დედა ამზადებდა. ის და ბებია, როგორც სოფლებში იციან, სხვადასხვა ხილისგან გაკეთებულ ტკბილეულს წლიდან წლამდე ინახავდნენ. შემოდგომაზე, როცა ზამთრის ნობათს აბინავებდნენ, ჩურჩხელები, ტყლაპები და ჩირები ყველა დღესასწაულისთვის ცალ-ცალკე ინახებოდა – საახალწლოდ და ჩემი დაბადების დღისთვის. ჩვენს საახალწლო სუფრას ყოველთვის ამშვენებდა დედის დამზადებული ჩირები, რომელიც ყველა სტუმრის საყვარელი ტკბილეული იყო.
© courtesy of Mariam Toloraiaმარიამ თოლორაიას მიერ დამზადებული ტკბილეული
მარიამ თოლორაიას დამზადებული ტკბილეული - Sputnik საქართველო, 1920, 27.12.2021
მარიამ თოლორაიას მიერ დამზადებული ტკბილეული
- მსგავსი ტკბილეულის გაკეთების იდეა როდის გაგიჩნდათ?
- ეს იდეა მას შემდეგ გამიჩნდა, რაც კოვიდ-პანდემია დაიწყო. მეორე კურსის სტუდენტი ვიყავი და პარალელურად ილიაუნის წიგნის სახლ „ლიგამუსში“ ვმუშაობდი. პანდემიის დაწყებამ განაპირობა ის, რომ ვეღარც უნივერსიტეტში ვივლიდი და არც სამსახური მქონდა, დრო კი ძალიან ბევრი. შესაბამისად, სოფელში გამოკეტილმა დავიწყე იმაზე ფიქრი, თუ რა უნდა მეკეთებინა, როცა ამდენი თავისუფალი დრო მქონდა. ამიტომ ჩემს დასთან ერთად ეზოს ყვავილების გამრავლება წამოვიწყე.
© courtesy of Mariam Toloraiaმარიამ თოლორაია
მარიამ თოლორაია - Sputnik საქართველო, 1920, 27.12.2021
მარიამ თოლორაია
- ბიზნესად როდის იქცა ოჯახის ტრადიცია?
- ოჯახის ტრადიცია რომ პატარა ბიზნესად მექცია, ეს გადავწყვიტე გაზაფხულიდან, როცა სეზონური ხილი შემოვიდა. ასე დაიწყო ჩემთვის ჩირის წარმოების პატარა ისტორია. მთელი გაზაფხული, ზაფხული და შემოდგომა სხვადასხვა ხილისგან ჩირს ვაკეთებდი. ამისთვის ვიყენებდი ვაშლს, მსხალს, ლეღვს, ციტრუსს და სხვა აბსოლუტურად ყველა სახის ხილს, რაც ეზოში გვქონდა.
© courtesy of Mariam Toloraiaმარიამ თოლორაიას მიერ დამზადებული ტკბილეული
მარიამ თოლორაიას დამზადებული ტკბილეული - Sputnik საქართველო, 1920, 27.12.2021
მარიამ თოლორაიას მიერ დამზადებული ტკბილეული
- ჩირის დამზადების მერე სხვა იდეებიც გაგიჩნდათ?
- დიახ, ჩირის დამზადების მერე ვიფიქრე – რატომ არ შემეძლო ხილის ჩაიც რომ გამეკეთებინა? ხილის ჩაის შემადგენელი მთავარი ინგრედიენტი სწორედ გამომშრალი ჩირია, ამიტომ ჩემივე გაკეთებული ჩირებისგან ხილის ჩაის დამზადება დავიწყე. მერე მას კარკადესი და ჟოლოს ფოთლებიც დავამატე.
© courtesy of Mariam Toloraiaმარიამ თოლორაიას მიერ დამზადებული ტკბილეული
მარიამ თოლორაიას დამზადებული ტკბილეული - Sputnik საქართველო, 1920, 27.12.2021
მარიამ თოლორაიას მიერ დამზადებული ტკბილეული
- ალბათ თქვენი საახალწლო მოგონება დედის გაკეთებულ ამ ტკბილეულს უკავშირდება...
- მახსოვს, ახალი წლის შემობრძანებამდე დედა მე და ჩემს დას გვეტყოდა, საახალწლოდ შენახული ჩირები გადმოგველაგებინა. მე ცალკე დავალებას მაძლევდა: ჩირები შენ რომ იცი, ისე გაალამაზე და სუფრაზე დაალაგეო. სიმართლე გითხრათ, ცოტა ვერიდებოდი ამ მომენტს, რადგან საახალწლოდ შენახული ტკბილეულობა... უკვე გახსნილი გვქონდა. მე და ჩემი და ვერ ვითმენდით და მას დროზე ადრე „ვითვისებდით“. დედამ, რა თქმა უნდა, ეს უკვე იცოდა და უხაროდა, რადგან ბავშვობაში, თურმე, თავადაც ასე იქცეოდა. ახლა 21 წლის ვარ და არ მახსოვს, რომ ახალ წელს სხვაგან ან თუნდაც კონცერტზე შევხვედროდი. ამ დღეს ყველანი სახლში ვიკრიბებით.
© courtesy of Mariam Toloraiaმარიამ თოლორაიას მიერ დამზადებული ტკბილეული
მარიამ თოლორაიას დამზადებული ტკბილეული - Sputnik საქართველო, 1920, 27.12.2021
მარიამ თოლორაიას მიერ დამზადებული ტკბილეული
- რომელია ტრადიცია, რომელსაც აღარ იცავთ?
- რაც შეეხება ტრადიციას, რომელზეც უარი ვთქვით, ისაა, რომ ადრე ფეიერვერკების გასროლა გვიყვარდა, მაგრამ მოგვიანებით გარემოზე ზრუნვის და სხვების და საკუთარი ჯანმრთელობის გაფრთხილების მიზნით მასზე უარი ვთქვით. ამან ჩვენში არაერთხელ მიაყენა ზიანი ადამიანებს და მათ ზეიმი ცუდად დაამახსოვრათ. კარგი იქნება, თუ უარს ვერ ვიტყვით, მაქსიმალური სიფრთხილე მაინც გამოვიჩინოთ.
© courtesy of Mariam Toloraiaმარიამ თოლორაიას მიერ დამზადებული ტკბილეული
მარიამ თოლორაიას დამზადებული ტკბილეული - Sputnik საქართველო, 1920, 27.12.2021
მარიამ თოლორაიას მიერ დამზადებული ტკბილეული
- რას ურჩევთ თქვენს თანატოლებს, რომლებიც საკუთარ უმოქმედობას პანდემიით ამართლებენ?
- ასე ვეტყოდი, არ მისცენ კოვიდ-პამდემიას იმის უფლება, რომ ჩვენში ყველა დადებითი ემოცია ჩაკლას და ყველა მიზანი, სურვილი და მოტივაცია გააქროს. მაქსიმალურად უნდა ეცადოთ, რომ საკუთარი ძალა და ენერგია სასიკეთოდ მომართოთ. სულ აქტიურად, მოძრაობასა და მოქმედებაში უნდა იყოთ. ხან ერთი საქმე მოსინჯოთ, ხანაც ორი ან სამი ერთად და იქიდან ერთი რომელიმე აუცილებლად გაამართლებს. ამის მერე ხალისი დაგიბრუნდებათ და უფრო მეტის შექმნის მოტივაცია გაგიჩნდებათ. ეს კი ცხოვრებაში მთავარია... პოზიტიურ, ოცნებების ახდენის წელს გისურვებთ!
ყველა ახალი ამბავი
0