გიორგი მარგველაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში მიხეილ სააკაშვილს შეხვდება

© photo: Sputnik / Vladimir Umikashviliგორის სამხედრო ჰოსპიტალი
გორის სამხედრო ჰოსპიტალი - Sputnik საქართველო, 1920, 27.12.2021
გამოწერა
სალომე ზურაბიშვილი საერთო ეროვნული თანხმობის მიღწევის გზების მოსაძებნად სხვადასხვა პოლიტიკურ ძალებთან კონსულტაციებს მართავს.
თბილისი, 27 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში ქვეყნის მესამე პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს მოინახულებს.
ექს-პრეზიდენტების შეხვედრა დღეს, 12:00 საათისთვის არის დაგეგმილი.
ეროვნული შერიგების ინიციატივის ფარგლებში საქართველოს მოქმედ პრეზიდენტთან სალომე ზურაბიშვილთან საუბრის შემდეგ მარგველაშვილმა პატიმრობაში მყოფ მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის სურვილი გამოთქვა.
მარგველაშვილმა მსჯავრდებულ ექს-პრეზიდენტთან შეხვედრის მიზნით სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს შესაბამისი განცხადებით 20 დეკემბერს მიმართა. სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა მოთხოვნა დააკმაყოფილა. უწყების განმარტებით, ვინაიდან მედპერსონალმა დაასკვნა, რომ ექს-პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა შეხვედრის გამართვის შესაძლებლობას იძლევა, პენიტენციურ სამსახურს საწინააღმდეგო პოზიცია არ გააჩნია.
პრეზიდენტის რეზიდენცია - Sputnik საქართველო, 1920, 21.12.2021
ეროვნული შერიგების პროცესი არის ღია და გამჭვირვალე – პრეზიდენტის ადმინისტრაცია
დეკემბრის შუა რიცხვებში პრეზიდენტი ზურაბიშვილი პოლიტიკური ძალების შერიგებისა და საზოგადოებაში პოლარიზაციის აღმოფხვრის ინიციატივით გამოვიდა. მისი აზრით, არსებული ვითარებიდან გამოსვლა საერთო ეროვნული დისკუსიის მეშვეობით შეიძლება. სახელმწიფოს მეთაურის ინიციატივას მხარი დაუჭირეს პოლიტიკოსებმა, ასევე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ.
ზურაბიშვილის ინიციატივა შერიგების პროცესის დაწყების შესახებ მოეწონა მიხეილ სააკაშვილსაც და მან ზურაბიშვილი და მარგველაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში მიიწვია, სადაც იგი 50-დღიანი შიმშილობის შემდეგ რეაბილიტაციის კურსს გადის.
15 დეკემბერს ზურაბიშვილმა პოლიტიკური ძალების წარმომადგენლები რეზიდენციაში მიიწვია და საერთო ეროვნული შერიგების ხედვა გააცნო, მოგვიანებით კი დაიწყო ინდივიდუალური შეხვედრები პოლიტიკოსებთან.
პრეზიდენტმა მოლაპარაკებების სამი პრინციპი დაასახელა: ინკლუზიურობა, ანუ ყველა მხარის ჩართვა, პროცესის გამჭვირვალობა და წინაპირობების არარსებობა.
ყველა ახალი ამბავი
0