ეროვნული შერიგების პროცესი არის ღია და გამჭვირვალე – პრეზიდენტის ადმინისტრაცია

© photo: Sputnik / Stringerპრეზიდენტის რეზიდენცია
პრეზიდენტის რეზიდენცია - Sputnik საქართველო, 1920, 21.12.2021
გამოწერა
სალომე ზურაბიშვილი საერთო თანხმობის მიღწევის გზების მოსაძებნად სხვადასხვა პოლიტიკურ ძალებთან კონსულტაციებს მართავს.
თბილისი, 21 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ინიციატივით წამოწყებული ეროვნული თანხმობის პროცესი რთული კომპლექსური პროცესია, რომელიც არის ღია და გამჭვირვალე და არანაირად არ ატარებს საიდუმლო ხასიათს, ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
საქართველოს პრეზიდენტი ეროვნული შერიგების პროცესის დაწყების ინიციატივით გამოვიდა და ყველა პოლიტიკური ძალა მოლაპარაკების მაგიდასთან კონსტრუქციული დიალოგისთვის მიიწვია. მან აღნიშნულ პროცესში მედიატორის როლი იტვირთა და საკუთარ რეზიდენციაში პოლიტიკოსებისთვის წინასაახალწლო მიღება გამართა.
ორბელიანების სასახლე - Sputnik საქართველო, 1920, 20.12.2021
საქართველოს პრეზიდენტი პოლიტიკოსებთან ინდივიდუალურ შეხვედრებს მართავს
როგორც ადმინისტრაციის განცხადებაშია ნათქვამი, ბოლო დღეებში ვრცელდება სხვადასხვა ინფორმაცია, რომლის წყაროც არ არის პრეზიდენტის ადმინისტრაცია.

„ეროვნული თანხმობის პროცესის დასაწყისში პრეზიდენტი უსმენს ყველას, მართავს შეხვედრებს და დაინტერესებულია სხვადასხვა საზოგადოებრივი ჯგუფების მოსაზრებებით, ინიციატივებითა თუ პოზიციებით, ეს ყოველივე არის ერთი მთლიანი ეროვნული თანხმობის პროცესის ნაწილი“, – ნათქვამია განცხადებაში.

უწყების ცნობით, პროცესში ჩართული არიან არა მხოლოდ პოლიტიკური პარტიები, არამედ საზოგადოებაც, მათ შორის, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
საქართველოს პრეზიდენტმა შეხვედრები უკვე გამართა საქართველოს პატრიარქთან, საქართველოს მეოთხე პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან.
„პროცესი გრძელდება. პრეზიდენტი შეხვედრებს აქტიურ რეჟიმში აგრძელებს“, – აღნიშნულია განცხადებაში.
საქართველოს პრეზიდენტმა მოლაპარაკებების სამი პრინციპი დაასახელა: ინკლუზიურობა, ანუ ყველა მხარის ჩართვა, პროცესის გამჭვირვალობა და წინაპირობების არარსებობა.
ყველა ახალი ამბავი
0