https://sputnik-georgia.com/20211226/zamtris-kurortebze-motxilamure-patruli-gamocnda-263162767.html
ზამთრის კურორტებზე მოთხილამურე პატრული გამოჩნდა
ზამთრის კურორტებზე მოთხილამურე პატრული გამოჩნდა
Sputnik საქართველო
საქართველოში ზამთრის კურორტები ოთხ რეგიონშია და ამ კურორტებზე ტურისტული სეზონი, როგორც წესი, დეკემბრის დასაწყისში იხსნება და მარტის ბოლომდე გრძელდება. 26.12.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-12-26T14:47+0400
2021-12-26T14:47+0400
2021-12-26T14:47+0400
საზოგადოება
ახალი ამბები
საქართველო
ტურიზმი საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23944/30/239443006_0:208:2000:1333_1920x0_80_0_0_136c2f4c91f4102d5576e8ff7a68296f.jpg
თბილისი, 26 დეკემბერი - Sputnik. მოთხილამურე პატრულებმა ზამთრის კურორტებზე საზოგადოებრივი წესრიგისა და დამსვენებელთა უსაფრთხოებას დაცვის მიზნით მუშაობა დაიწყეს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.მესტიის, გუდაურისა და გოდერძის სამთო-სათხილამურო კურორტებზე ზამთრის სეზონი ოფიციალურად გუშინ, 25 დეკემბერს გაიხსნა.უწყების ცნობით, პატრულთან ერთად დამსვენებლების უსაფრთხოებაზე სამთო მაშველები და დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებიც იზრუნებენ.შსს-ს ინფორმაციით, დამსვენებლებისთვის საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი დახმარების გაწევისთვის, მოთხილამურე პატრულები აღჭურვილები არიან ყველა საჭირო ტექნიკით.როგორც განცხადებაშია აღნიშნული, სამთხო-სათხილამურო კურორტებზე საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები 2016 წლიდან მუშაობენ და ამ წლების განმავლობაში ასეულობით ადამიანს გაუწიეს დახმარება.სათხილამურო კურორტებზე დამსვენებლების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად გარკვეული წესები და კოვიდ-შეზღუდვებია დაწესებული. უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მხოლოდ „მწვანე პასპორტის“ მფლობელები შეძლებენ საბაგირო გზებით სარგებლობას, სასტუმროებში დაბინავებას, რესტორნებსა და კაფეებში სტუმრობას.შემცირდება გონდოლაში მგზავრების რაოდენობაც. კომპანიის ინფორმაციით, ათი ადამიანის ნაცვლად ერთ გონდოლაში რვა ადამიანი განთავსდება.საქართველოში ზამთრის კურორტები ოთხ რეგიონშია: გუდაური (მცხეთა-მთიანეთი), თეთნულდი და ჰაწვალი (სვანეთი), ბაკურიანი და კოხტა მიტარბი (სამცხე-ჯავახეთი), გოდერძი (აჭარა). ამ კურორტებზე ტურისტული სეზონი, როგორც წესი, დეკემბრის დასაწყისში იხსნება და მარტის ბოლომდე გრძელდება.
https://sputnik-georgia.com/20211225/kurort-goderzize-turistuli-sezoni-gaixsna-263155042.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23944/30/239443006_111:0:1888:1333_1920x0_80_0_0_d01512b7368a814511bf17ad11214906.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველო, ტურიზმი საქართველოში
საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველო, ტურიზმი საქართველოში
ზამთრის კურორტებზე მოთხილამურე პატრული გამოჩნდა
საქართველოში ზამთრის კურორტები ოთხ რეგიონშია და ამ კურორტებზე ტურისტული სეზონი, როგორც წესი, დეკემბრის დასაწყისში იხსნება და მარტის ბოლომდე გრძელდება.
თბილისი, 26 დეკემბერი - Sputnik. მოთხილამურე პატრულებმა ზამთრის კურორტებზე საზოგადოებრივი წესრიგისა და დამსვენებელთა უსაფრთხოებას დაცვის მიზნით მუშაობა დაიწყეს. ამის შესახებ ინფორმაციას
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
მესტიის, გუდაურისა და გოდერძის სამთო-სათხილამურო კურორტებზე ზამთრის სეზონი ოფიციალურად გუშინ, 25 დეკემბერს გაიხსნა.
უწყების ცნობით, პატრულთან ერთად დამსვენებლების უსაფრთხოებაზე სამთო მაშველები და დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებიც იზრუნებენ.
„მოთხილამურე პატრულებმა უკვე გაიარეს გადამზადების კურსი და 100-მდე თანამშრომელი გუდაურის, მესტიის (თეთნულდი, ჰაწვალი) და გოდერძის უღელტეხილის ზამთრის კურორტების სასრიალო ტრასებზე პატრულირებას განახორციელებენ“, -აღნიშნულია განცხადებაში.
შსს-ს ინფორმაციით, დამსვენებლებისთვის საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი დახმარების გაწევისთვის, მოთხილამურე პატრულები აღჭურვილები არიან ყველა საჭირო ტექნიკით.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, სამთხო-სათხილამურო კურორტებზე საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები 2016 წლიდან მუშაობენ და ამ წლების განმავლობაში ასეულობით ადამიანს გაუწიეს დახმარება.
სათხილამურო კურორტებზე დამსვენებლების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად გარკვეული წესები და კოვიდ-შეზღუდვებია დაწესებული. უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მხოლოდ „მწვანე პასპორტის“ მფლობელები შეძლებენ საბაგირო გზებით სარგებლობას, სასტუმროებში დაბინავებას, რესტორნებსა და კაფეებში სტუმრობას.
შემცირდება გონდოლაში მგზავრების რაოდენობაც. კომპანიის ინფორმაციით, ათი ადამიანის ნაცვლად ერთ გონდოლაში რვა ადამიანი განთავსდება.
საქართველოში ზამთრის კურორტები ოთხ რეგიონშია: გუდაური (მცხეთა-მთიანეთი), თეთნულდი და ჰაწვალი (სვანეთი), ბაკურიანი და კოხტა მიტარბი (სამცხე-ჯავახეთი), გოდერძი (აჭარა). ამ კურორტებზე ტურისტული სეზონი, როგორც წესი, დეკემბრის დასაწყისში იხსნება და მარტის ბოლომდე გრძელდება.