უდიდესი პატივია: შალვა პაპუაშვილი მმართველ პარტიას ნდობისთვის მადლობას უხდის

© photo: Sputnik / Stringerსაქართველოს პარლამენტი
საქართველოს პარლამენტი - Sputnik საქართველო, 1920, 26.12.2021
გამოწერა
პაპუაშვილი მიიჩნევს, რომ რეგიონში არსებული უსაფრთხოების გამოწვევების გათვალისწინებით, პარლამენტს დიდი როლი აკისრია ქვეყნის უსაფრთხოების სისტემის განმტკიცებაშიც.
თბილისი, 26 დეკემბერი - Sputnik. შალვა პაპუაშვილმა მადლობა გადაუხადა მმართველი პარტიის თავმჯდომარეს ირაკლი კობახიძეს, პარტიის პოლიტიკურ საბჭოს და „ქართული ოცნების" გუნდს გამოცხადებული ნდობისთვის და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პოზიციაზე წარდგენისთვის. ეს უდიდესი პასუხისმგებლობა და პატივია, ამის შესახებ პარლამენტარმა სოციალურ ქსელში დაწერა.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ კახა კუჭავამ თანამდებობიდან გადადგომის გადაწყვეტილება 24 დეკემბერს მიიღო. როგორც „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა, პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობას შალვა პაპუაშვილი დაიკავებს.
პარლამენტის სხდომათა დარბაზი - Sputnik საქართველო, 1920, 24.12.2021
კუჭავა საპარლამენტო მანდატსაც ტოვებს: ცნობილი გახდა ახალი დეპუტატის ვინაობა
პაპუაშვილი მადლობას უხდის კახა კუჭავასაც, რომელმაც, მისი თქმით, რთულ პოლიტიკურ ვითარებაში შეძლო საპარლამენტო საქმიანობის კონსოლიდირება და პარლამენტის საპარლამენტო ცხოვრების კალაპოტში მოქცევა.
„საპარლამენტო ცხოვრების კონსოლიდირების შემდეგ მნიშვნელოვანია, რომ, ახალი წლიდან, პარლამენტი სრული მასშტაბით დაუბრუნდეს მის ძირითად საქმიანობას. ჩვენ წინ გველის საკანონმდებლო რეფორმებით დატვირთული დღის წესრიგი, რომელმაც გარდატეხა უნდა შეიტანოს ევროკავშირთან ჩვენი ქვეყნის საკანონმდებლო და ინსტიტუციურ დაახლოებაში“, - დაწერა პაპუაშვილმა.
შალვა პაპუაშვილი აქამდე პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობას იკავებდა. გარდა ამისა, პაპუაშვილი არის „ქართული ოცნების" საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანი.
ყველა ახალი ამბავი
0