კუჭავა საპარლამენტო მანდატსაც ტოვებს: ცნობილი გახდა ახალი დეპუტატის ვინაობა

© Sputnik / Alexander Imedashviliპარლამენტის სხდომათა დარბაზი
პარლამენტის სხდომათა დარბაზი - Sputnik საქართველო, 1920, 24.12.2021
გამოწერა
თბილისი, 24 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე კახა კუჭავა საპარლამენტო მანდატსაც ტოვებს, განაცხადა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ გურამ მაჭარაშვილმა.
დღეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ კახა კუჭავამ თანამდებობიდან გადადგომის გადაწყვეტილება მიიღო. როგორც „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა, პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობას შალვა პაპუაშვილი დაიკავებს.

„კახა კუჭავამ პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობის დატოვების მიზეზები თავად ახსნა. მე და ჩემი კოლეგები მეტ-ნაკლებად საქმის კურსში ვართ იმ დიდ პროექტთან დაკავშირებით, რასთან დაკავშირებითაც მას აქვს თავისი სურვილები და მოსაზრებები. ის რჩება გუნდში, პოლიტსაბჭოში, თანამდებობაზე პარტიაში და გაუძღვება მიმართულებას, რასაც საზოგადოება მალე გაიგებს“, — განაცხადა მაჭარაშვილმა.

როგორც მან აღნიშნა, კუჭავამ პარლამენტის თავმჯდომარის საქმიანობას ალღო კარგად აუღო და ერთ-ერთი წარმატებული სპიკერი იყო.
შალვა პაპუაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 24.12.2021
პაპუაშვილის პირველი კომენტარი: რა გეგმები აქვს პარლამენტის მომავალ თავმჯდომარეს
ამასთან, როგორც ცნობილი გახდა, პარლამენტში კახა კუჭავას გია ცაგარეიშვილი ჩაანაცვლებს. სწორედ ცაგარეიშვილია მმართველი გუნდის საარჩევნო პარტიულ სიაში მომდევნო წევრი, რომელსაც პარლამენტის წევრობა უწევს. ის პარტია „ქართული ოცნების“ სიაში რიგით 62-ე ადგილზეა.
ყველა ახალი ამბავი
0