https://sputnik-georgia.com/20211224/salva-papuasvilis-pirveli-komentari-263140483.html
პაპუაშვილის პირველი კომენტარი: რა გეგმები აქვს პარლამენტის მომავალ თავმჯდომარეს
პაპუაშვილის პირველი კომენტარი: რა გეგმები აქვს პარლამენტის მომავალ თავმჯდომარეს
Sputnik საქართველო
საქაღტველოს პარლამენტის მომავალი თავმჯდომარე მადლობას იხდის
2021-12-24T18:59+0400
2021-12-24T18:59+0400
2021-12-24T22:48+0400
პოლიტიკა
ახალი ამბები
საქართველოს პარლამენტი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/04/02/251352713_0:0:1300:731_1920x0_80_0_0_42105417da1d69200f755aba3e4edc46.jpg
თბილისი, 24 დეკემბერი – Sputnik. დიდი მადლობა ირაკლი კობახიძეს, პარტიის პოლიტსაბჭოს და მმართველ გუნდს ამ ნდობისთვის, განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა შალვა პაპუაშვილმა მისი პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე წარდგენის შემდეგ.დღეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ კახა კუჭავამ თანამდებობიდან გადადგომის გადაწყვეტილება მიიღო. როგორც „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა, პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობას შალვა პაპუაშვილი დაიკავებს.მისი განცხადებით, პარლამენტის მთავარი ამოცანაა, 2024 წლამდე საქართველოს საკანონმდებლო ბაზა დაუახლოვდეს ევროკავშირის კანონმდებლობას.„გარდა ამისა, რეგიონში არსებული უსაფრთხოების რისკებიდან გამომდინარე, პარლამენტს ასევე დიდი როლი აქვს. ამის გაკეთება რთულია ოპოზიციის ჩართულობის გარეშე. ოპოზიციასთან თანამშრომლობა და მათი ჩართვა ამ პროცესებში პარლამენტისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანა იქნება“, – განაცხადა პაპუაშვილმა.შალვა პაპუაშვილი აქამდე პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობას იკავებდა. გარდა ამისა, პაპუაშვილი არის „ქართული ოცნების" საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანი.
https://sputnik-georgia.com/20211224/--263138866.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/04/02/251352713_64:0:1192:846_1920x0_80_0_0_231e9c4894ce38676e498efe0ddaf778.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
კახა კუჭავა პარლამენტი პოლიტიკა
კახა კუჭავა პარლამენტი პოლიტიკა
თბილისი, 24 დეკემბერი – Sputnik. დიდი მადლობა ირაკლი კობახიძეს, პარტიის პოლიტსაბჭოს და მმართველ გუნდს ამ ნდობისთვის, განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა შალვა პაპუაშვილმა მისი პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე წარდგენის შემდეგ.
დღეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ კახა კუჭავამ თანამდებობიდან გადადგომის გადაწყვეტილება მიიღო. როგორც „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა, პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობას შალვა პაპუაშვილი დაიკავებს.
„დიდი მადლობა კახა კუჭავას. მან რთულ პერიოდში შეძლო საპარლამენტო საქმიანობის კონსოლიდირება. ასევე დიდი მადლობა ირაკლი კობახიძეს, პარტიის პოლიტსაბჭოსა და მმართველ გუნდს ამ ნდობისთვის. საპარლამენტო ცხოვრების კონსოლიდაციის შემდეგ მნიშვნელოვანია, რომ პარლამენტი დაუბრუნდეს თავის საქმიანობას. ახალი წლიდან ჩვენ საკანონმდებლო რეფორმების პროცესი უნდა ავიყვანოთ სხვა სტანდარტზე“, — აღნიშნა პაპუაშვილმა.
მისი განცხადებით, პარლამენტის მთავარი ამოცანაა, 2024 წლამდე საქართველოს საკანონმდებლო ბაზა დაუახლოვდეს ევროკავშირის კანონმდებლობას.
„გარდა ამისა, რეგიონში არსებული უსაფრთხოების რისკებიდან გამომდინარე, პარლამენტს ასევე დიდი როლი აქვს. ამის გაკეთება რთულია ოპოზიციის ჩართულობის გარეშე. ოპოზიციასთან თანამშრომლობა და მათი ჩართვა ამ პროცესებში პარლამენტისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანა იქნება“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
შალვა პაპუაშვილი აქამდე პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობას იკავებდა. გარდა ამისა, პაპუაშვილი არის „ქართული ოცნების" საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანი.