პატიმრებს შესაძლოა სხვა ციხეში მყოფ ოჯახის წევრებთან კუმინაკაციის უფლება მიეცეთ

© photo: Sputnik / Aleksey Filippov / გადასვლა მედიაბანკშიციხის გისოსები
ციხის გისოსები - Sputnik საქართველო, 1920, 26.12.2021
გამოწერა
მოქმედი კანონმდებლობით, სხვადასხვა ციხეების პატიმრებს შორის ყოველგვარი კონტაქტი აკრძალულია.
თბილისი, 26 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფ პატიმრებს შესაძლოა კომუნიკაციის უფლება მიეცეთ ოჯახის წევრებთან, რომლებიც სხვა ციხეში იხდიან სასჯელს, „პატიმრობის კოდექსში“ შესაბამისი ცვლილებები პარლამენტს უკვე წარედგინა.
კანონპროექტის ინიციატორები არიან ოპოზიციური პარტია „ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩის“ დეპუტატები - იაგო ხვიჩია, ვახტანგ მეგრელიშვილი, ალექსანდრე რაქვიაშვილი, ჰერმან საბო.
მათ მიერ შემუშავებული ცვლილებებით, პატიმრებს შესაძლოა მიეცეთ სხვა ციხეში მყოფ მათი ოჯახის წევრთან სატელეფონო ზარის, წერილის გაგზავნისა და ვიდეოპაემანის უფლება.
მოქმედი კანონმდებლობით, სხვადასხვა ციხეების პატიმრებს შორის ყოველგვარი კონტაქტი აკრძალულია. ამასთან პატიმრებს თავისუფლებაზე მყოფებთან სატელეფონო საუბრის, წერილების გაგზავნისა და მიღების უფლება აქვთ. ნებადართულია ასევე პაემნები და ვიდეოპაემნები არაპატიმარ პირებთან.
რუსთავის ციხე - Sputnik საქართველო, 1920, 26.12.2021
პატიმრები საქართველოში - ბოლო სტატისტიკური მონაცემები
ცვლილებების ინიციატორები განმარტავენ მათი მიღების აუცილებლობას სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით ერთ-ერთ საქმეზე, რომლის მიხედვითაც ადამიანთა უფლებების სასამართლომ დაადგინა, რომ მსჯავრდებულს უნდა ჰქონდეს კონტაქტი ოჯახის წევრებთან, მიუხედავად იმისა, რომ ისინიც პატიმრობაში იმყოფებიან.
დაუჭერენ თუ არა კანონპროექტს მხარს დეპუტატები, გახდება ცნობილი საკომიტეტო მოსმენებზე და პლენარულ სხდომებზე. ცვლილებების მისაღებად საჭიროა მმართველი ძალა „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მხარდაჭერა, რადგან „გირჩი“ პარლამენტში მხოლოდ ოთხი დეპუტატით არის წარმოდგენილი.
ყველა ახალი ამბავი
0