Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო, 1920
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

ჯანდაცვის სამინისტრო ღამის კლუბების გახსნას მხარს ვერ დაუჭერს

© photo: Sputnikკლუბი „ბასიანი“ სპეცოპერაციის შემდეგ
კლუბი „ბასიანი“ სპეცოპერაციის შემდეგ - Sputnik საქართველო, 1920, 26.12.2021
გამოწერა
ახალი შტამი სწრაფად ვრცელდება და ამ პირობებში ღამის კლუბების გახსნა კიდევ ერთი დამატებითი რისკია, განაცხადა მინისტრის მოადგილემ
თბილისი, 26 იანვარი — Sputnik. პანდემიური რისკები ძალიან გაზრდილია კორონავირუსის ახალ, „ომიკრონის“ შტამთან დაკავშირებით და ამიტომ ჯანდაცვის სამინისტრო ღამის კლუბების გახსნას მხარს ვერ დაუჭერს, განუცხადა ჟურნალისტებს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ.
აკრძალვის მიუხედავად, 17 დეკემბერს, წლინახევრიანი პაუზის შემდეგ, ზოგიერთმა ღამის კლუბმა მუშაობა თვითნებურად განაახლა. როგორც მფლობელებმა განაცხადეს, ისინი მუშაობენ უსაფრთხოების ყველა წესის დაცვით, რომელიც კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ არის შემოღებული.
ღამის კლუბი ბათუმში - Sputnik საქართველო, 1920, 19.12.2021
COVID-19 - ბოლო ცნობები
ღამის კლუბები მზად არიან გახსნა კიდევ ერთი კვირით გადადონ
ერთი კვირის შემდეგ, 24 დეკემბერს შრომის ინსპექციის სამსახურმა დალუქა საქართველოს ფარგლებს გარეთ ყველაზე ცნობილი ღამის კლუბი Bassiani და კიდევ რამდენიმე ღამის კლუბი თბილისში, რომლებმაც სტუმრების მიღება გადაწყვიტეს. როგორც Bassiani-ს მფლობელმა ნაჯა ორაშვილმა დაწერა, სახელმწიფოს კლუბური ინდუსტრიის განადგურება სურს.
თავის მხრივ, ეპიდემიოლოგები აცხადებენ, რომ ღამის კლუბების გახსნა უნდა გადაიდოს „ომიკრონის“ შტამის გამო, რომელიც საქართველოში უკვე გამოვლინდა.
„დღეს ძალიან მაღალია პანდემიური რისკები, განსაკუთრებით „ომიკრონთან“ მიმართებაში, სწრაფი გავრცელებაა და ამ პირობებში კლუბების გახსნა არის კიდევ ერთი დამატებითი რისკი, რასაც ჯანდაცვის სამინისტრო მხარს ვერ დაუჭერს“, - განაცხადა გაბუნიამ.
გაბუნიას თქმით, „გარკვეული პერიოდის“ განმავლობაში ყველამ უნდა მოითმინოს და თავი შეიკავოს მსგავსი გართობისგან.
ეპიდვითარება საქართველოში ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში შედარებით დასტაბილურდა. კორონავირუსის ახალი შემთხვევების რაოდენობა არ აჭარბებს 2-3 ათასს დღე-ღამეში. მაგრამ მაღალი რჩება სიკვდილიანობის მაჩვენებელი - საშუალოდ 50-60 ადამიანი დღე-ღამეში.
ერთ-ერთ კლუბში - Sputnik საქართველო, 1920, 23.12.2021
„გადაგვაგდეს“ - ღამის კლუბების მფლობელებმა თბილისში საპროტესტო აქცია გამართეს
ეპიდემიოლოგების პროგნოზებით, „ომიკრონის“ გავრცელების შედეგად ქვეყანაში პანდემიის ახალი აფეთქებაა მოსალოდნელი.
საქართველოში „ომიკრონის“ პირველი შემთხვევა 20 დეკემბერს გამოვლინდა. რამდენიმე დღეში მათი რაოდენობა 51-მდე გაიზარდა.
ყველა ახალი ამბავი
0