„გადაგვაგდეს“ - ღამის კლუბების მფლობელებმა თბილისში საპროტესტო აქცია გამართეს

© photo: Sputnikერთ-ერთ კლუბში
ერთ-ერთ კლუბში - Sputnik საქართველო, 1920, 23.12.2021
გამოწერა
კლუბების მფლობელები აცხადებენ, რომ მაინც ჩაატარებენ დაანონსებულ ღონისძიებებს, ხოლო თუ შრომის ინსპექცია მათ დალუქავს, ისინი მასობრივ საპროტესტო აქციას მოაწყობენ.
თბილისი, 22 დეკემბერი – Sputnik. ღამის კლუბების მფლობელებმა თბილისში, მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან საპროტესტო აქცია ჩაატარეს, რომელიც მოყვა საკოორდინაციო საბჭოს განცხადებას იმის თაობაზე, რომ ამ დაწესებულებების გახსნის შესახებ გადაწყვეტილება მიღებული არ არის.
აქციაზე რამდენიმე ათეული ადამიანი შეიკრიბა. მათ ეკავათ პლაკატები წარწერებით: „ჩვენ მოგვატყუეს“, „გადაგვაგდეს“.
ღამის კლუბი Bassiani  - Sputnik საქართველო, 1920, 19.12.2021
შრომის ინსპექციამ ღამის კლუბებს მოუწოდა, დაელოდონ საბოლოო პროტოკოლის შემუშავებას
ამავე დროს კლუბების მფლობელები აცხადებენ, რომ მაინც ჩაატარებენ დაანონსებულ ღონისძიებებს, ხოლო თუ შრომის ინსპექცია მათ დალუქავს, ისინი მასობრივ საპროტესტო აქციას მოაწყობენ.
„თუ დალუქვისა და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაში მიცემის მუქარით წავლენ სხვა გზა არ დაგვრჩება, გარდა იმისა, რომ ამ ინდუსტრიის მოყვარული და ინდუსტრიაში მომუშავე ადამიანები გავაერთიანოთ და მწვავე პროტესტის ფორმას მივმართოთ. არ დავემორჩილებით, უკვე არ ვემორჩილებით“, - განაცხადა ინდუსტრიის წარმომადგენელმა ბესო ქავთარაძემ.
ღამის კლუბები საქართველოში 2020 წლის მარტში დაიხურა, მალევე მას შემდეგ, რაც ქვეყანაში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა (26 თებერვალი). მას მერე საქართველოს კორონავირუსის მეხუთე ტალღამ გადაუარა, კლუბებს კი არცერთი დღე არ უმუშავიათ. ეპიდემიოლოგები და იმუნოლოგები ღამის კლუბების გახსნას ჯერჯერობით არ ემხრობიან.
ყველა ახალი ამბავი
0