https://sputnik-georgia.com/20211219/sromis-inspeqciam-ramis-klubebs-mouwoda-daelodon-saboloo-protokolis-semusavebas-262981446.html
შრომის ინსპექციამ ღამის კლუბებს მოუწოდა, დაელოდონ საბოლოო პროტოკოლის შემუშავებას
შრომის ინსპექციამ ღამის კლუბებს მოუწოდა, დაელოდონ საბოლოო პროტოკოლის შემუშავებას
Sputnik საქართველო
შესაძლო რისკების შესწავლით და პროტოკოლის შემუშავებით ჯანდაცვის სამინისტროა დაკავებული. 19.12.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-12-19T22:48+0400
2021-12-19T22:48+0400
2021-12-19T23:01+0400
საზოგადოება
ახალი ამბები
საქართველო
კულტურა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23675/32/236753247_0:98:1200:773_1920x0_80_0_0_89d1f695c61e1ceed78c01367e54aa17.jpg
თბილისი, 19 დეკემბერი - Sputnik. ღამის კლუბებს ეკრძალებათ ღონისძიებების გამართვა მანამ, სანამ ჯანდაცვის სამინისტრო არ შეაფასებს ყველა შესაძლო რისკს, რომელიც კორონავირუსის ახალი შტამის - „ომიკრონის“ შესაძლო გავრცელებას შეიძლება მოყვეს, ნათქვამია შრომის ინსპექციის განცხადებაში, რომელიც ღამის კლუბების ასოციაციის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ გავრცელდა.შესაძლო რისკების შესწავლით და პროტოკოლის შემუშავებით ჯანდაცვის სამინისტრო, თბილისის მერია და ეკონომიკის სამინისტროა დაკავებული.შეხვედრაზე მხარეებმა კიდევ ერთხელ მოუსმინეს ერთმანეთს, განიხილეს სექტორის გახსნის შესაძლო გზები, რის შემდეგ კლუბების მფლობელებმა გამოცხადებული ივენთები გააუქმეს.ღამის კლუბები საქართველოში 2020 წლის მარტში დაიხურა, მას შემდეგ რაც ქვეყანაში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა (26 თებერვალი). ეპიდემიოლოგები და იმუნოლოგები კლუბების გახსნის გადადების რეკომენდაციას იძლევიან, რადგან ქვეყანა კიდევ ერთი გამოწვევის, კორონავირუსის ახალი შტამის - „ომიკრონის“ წინაშე დგას, რომელიც უკვე დაფიქსირდა 90-ზე მეტ ქვეყანაში, მათ შორის საქართველოს მეზობელ ქვეყნებში.საქართველოს შრომის ინსპექციის ხელმძღვანელმა, ბექა ფერაძემ 7 დეკემბერს ღამის კლუბების ასოციაციის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ მათ მუშაობა 16-17 დეკემბერს შეუძლიათ განაახლონ. კიდევ ერთი დღით ადრე კი მან დააზუსტა, რომ მხარეებს შორის მიღწეულია კონსენსუსი, შემუშავებულია ახალი პროტოკოლი და მხოლოდ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დამტკიცებაა საჭირო.თუმცა, კლუბების მფლობელებს, რომლებიც გასახსნელად უკვე მზად იყვნენ, 10 დღის შემდეგ აცნობეს, რომ გახსნა უნდა გადადონ. ზოგიერთი კლუბის მფლობელი არ დაეთანხმა ჯანდაცვის სამინისტროს ამ გადაწყვეტილებას და დაანონსებული ღონისძიება არ გააუქმა.
https://sputnik-georgia.com/20211219/ramis-klubebi-mzad-arian-gaxsna-kidev-erti-kvirit-gadadon-262974432.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23675/32/236753247_97:0:1164:800_1920x0_80_0_0_ef9ebc24c4509fda30506c8cc5d8bea3.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველო, კულტურა საქართველოში
საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველო, კულტურა საქართველოში
შრომის ინსპექციამ ღამის კლუბებს მოუწოდა, დაელოდონ საბოლოო პროტოკოლის შემუშავებას
22:48 19.12.2021 (განახლებულია: 23:01 19.12.2021) შესაძლო რისკების შესწავლით და პროტოკოლის შემუშავებით ჯანდაცვის სამინისტროა დაკავებული.
თბილისი, 19 დეკემბერი - Sputnik. ღამის კლუბებს ეკრძალებათ ღონისძიებების გამართვა მანამ, სანამ ჯანდაცვის სამინისტრო არ შეაფასებს ყველა შესაძლო რისკს, რომელიც კორონავირუსის ახალი შტამის - „ომიკრონის“ შესაძლო გავრცელებას შეიძლება მოყვეს, ნათქვამია შრომის ინსპექციის განცხადებაში, რომელიც ღამის კლუბების ასოციაციის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ
გავრცელდა.
„მნიშვნელოვანია, რომ საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული იქნება ყველა შესაძლო რისკის, განსაკუთრებით ახალი, „ომიკრონ“ შტამის სწრაფი გავრცელების შესაძლებლობის და შესაბამისი უსაფრთხოების ზომების მაქსიმალური უზრუნველყოფის განსაზღვრის შედეგად“, - ნათქვამია განცხადებაში.
შესაძლო რისკების შესწავლით და პროტოკოლის შემუშავებით ჯანდაცვის სამინისტრო, თბილისის მერია და ეკონომიკის სამინისტროა დაკავებული.
შეხვედრაზე მხარეებმა კიდევ ერთხელ მოუსმინეს ერთმანეთს, განიხილეს სექტორის გახსნის შესაძლო გზები, რის შემდეგ კლუბების მფლობელებმა გამოცხადებული ივენთები გააუქმეს.
ღამის კლუბები საქართველოში 2020 წლის მარტში დაიხურა, მას შემდეგ რაც ქვეყანაში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა (26 თებერვალი). ეპიდემიოლოგები და იმუნოლოგები კლუბების გახსნის გადადების რეკომენდაციას იძლევიან, რადგან ქვეყანა კიდევ ერთი გამოწვევის, კორონავირუსის ახალი შტამის - „ომიკრონის“ წინაშე დგას, რომელიც უკვე დაფიქსირდა 90-ზე მეტ ქვეყანაში, მათ შორის საქართველოს მეზობელ ქვეყნებში.
საქართველოს შრომის ინსპექციის ხელმძღვანელმა, ბექა ფერაძემ 7 დეკემბერს ღამის კლუბების ასოციაციის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ მათ მუშაობა 16-17 დეკემბერს შეუძლიათ განაახლონ. კიდევ ერთი დღით ადრე კი მან დააზუსტა, რომ მხარეებს შორის მიღწეულია კონსენსუსი, შემუშავებულია ახალი პროტოკოლი და მხოლოდ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დამტკიცებაა საჭირო.
თუმცა, კლუბების მფლობელებს, რომლებიც გასახსნელად უკვე მზად იყვნენ, 10 დღის შემდეგ აცნობეს, რომ გახსნა უნდა გადადონ. ზოგიერთი კლუბის მფლობელი არ დაეთანხმა ჯანდაცვის სამინისტროს ამ გადაწყვეტილებას და დაანონსებული ღონისძიება არ გააუქმა.