ევროპას არასაკმარისი გაზი მიეწოდება: „გაზპრომმა“ ბრალდებას უპასუხა

© photo: Sputnik / Maksim Blinov / გადასვლა მედიაბანკშიგაზსადენი
გაზსადენი - Sputnik საქართველო, 1920, 26.12.2021
გამოწერა
თბილისი, 26 იანვარი — Sputnik. კომპანია „გაზპრომი“ უარყოფს ბრალდებებს ევროპის ბაზარზე გაზის არასაკმარისი მიწოდებების თაობაზე, ნათქვამია კომპანიის სპეციალური წარმომადგენლის, სერგეი კუპრიანოვის განცხადებაში.

„ყველა ბრალდება რუსეთისა და „გაზპრომის“ მიმართ, რომ ჩვენ ცოტა გაზს ვაწვდით ევროპის ბაზარს, აბსოლუტურად უსაფუძვლოა და მიუღებელი და არ შეესაბამება სინამდვილეს. მარტივად რომ ვთქვათ — სიცრუეა“, — განაცხადა კომპანიის პრესმდივანმა ტელეარხ Россия 1-ის ეთერში.

ამასთან მან ხაზი გაუსვა, რომ, მაგალითად, ფრანგმა და გერმანელმა მომხმარებელმა უკვე სრულად აირჩიეს კონტრაქტით გათვალისწინებული წლიური მოცულობები. კომპანია კი სატრანსპორტო სიმძლავრეებს არსებული განაცხადების საფუძველზე ჯავშნის და არა პირიქით.
გაზსადენი „იამალი-ევროპა“  - Sputnik საქართველო, 1920, 21.12.2021
რუსეთმა გერმანიას პოლონეთის გავლით გაზის მიწოდება შეუჩერა
„გაზპრომი“ მანამდეც და ახლაც მზადაა მიაწოდოს გაზის დამატებითი მოცულობები მოქმედი გრძელვადიანი კონტრაქტების ფარგლებში და ამ მიწოდებების ფასი მნიშვნელოვნად დაბალია, ვიდრე სპოტზე“, — დაამატა კუპრიანოვმა.
გარდა ამისა, „გაზპრომში“ მივიდნენ დასკვნამდე, რომ ბოლო დღეებში რევერსული მიწოდებები მიმდინარეობს გერმანიიდან პოლონეთში, და, როგორც ყველაფრიდან ჩანს, შემდეგ უკრაინაში — დღე-ღამეში 3-5 მლნ კუბომეტრის მოცულობით.
„ამასთან გაზი მიწისქვეშა საცავებიდან ამოაქვთ გერმანიის ტერიტორიაზე, საიდანაც უკვე ამოღებულია გაზის 47%, ზამთარი კი მხოლოდ იწყება. ეს არ არის რაციონალური გადაწყვეტილება“, — აღნიშნა პრესსპიკერმა.
როგორც კომპანიის წარმომადგენელმა აღნიშნა, ასეთი მიწოდებების ფასი მნიშვნელოვნად ჭარბობს რუსეთიდან გასულ საკონტრაქტო მოცულობებს.
ყველა ახალი ამბავი
0