თბილისში პარკირების საფასურის გადახდის ახალ სისტემას დანერგავენ

© photo: Sputnik / Stringerფასიანი პარკინგი Tbilisi Parking
ფასიანი პარკინგი Tbilisi Parking  - Sputnik საქართველო, 1920, 25.12.2021
გამოწერა
ინიციატივა უკვე მომზადებულია და თბილისის საკრებულოს წარედგინა.
თბილისი, 25 დეკემბერი – Sputnik. ბიზნეს-სექტორის წარმომადგენლები 2022 წელს პარკირების აბონემენტის შეძენას შეძლებენ, განაცხადა თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ.
ინიციატივა უკვე მომზადებულია და თბილისის საკრებულოს წარედგინა.
„ჩვენ სიახლის სახით შევთავაზეთ ბიზნესსექტორს, რაც მათი მოსაზრებაც იყო, რომ თუ მაგალითად, კომპანია გადაიხდიდა 800 ლარს სატრანსპორტო საშუალებაზე წლის განმავლობაში, საათობრივი საფასური მისთვის მთელი წელი ყოფილიყო უფასო. შესაბამისად, წარმოვადგინეთ რამდენიმე პაკეტი საკრებულოში - ეს არის ერთწლიანი, ექვსთვიანი, ერთთვიანი და ერთდღიანი პაკეტები, რომლითაც შეუძლიათ ისარგებლონ მსურველებმა“, - განაცხადა ხმალაძემ.
მისი თქმით, ასეთი აბონემენტების შეძენას ორგანიზაციები და კერძო კომპანიები შეძლებენ.
კერძო ავტომობილების მძღოლებისთვის კი პარკირების საფასური არ შეიცვლება - წლიური აბონემენტი იღირება 50 ლარი, ხოლო საათობრივი პარკირება - 1 ლარი/სთ.
თბილისში ზონალურ–საათობრივი პარკირების სისტემა პირველად 2019 წლის 1 აგვისტოდან კოტე აფხაზის ქუჩასა და ორბელიანის მოედანზეამოქმედდა. მოგვიანებით აღნიშნული სისტემა თბილისის სხვა ქუჩებზეც ამოქმედდა.
ავტობუსები თბილისში - Sputnik საქართველო, 1920, 25.12.2021
ვისთვის არ ძვირდება საზოგადოებრივი ტრანსპორტი თბილისში: ჩამონათვალი
პარკირება უფასოა ადგილობრივი მცხოვრებლებისთვის (პარკირების სისტემიდან 100 მეტრის რადიუსში მცხოვრები ან უძრავი ქონების მფლობელმა პირებისთვის), შშმ პირებისა და ელექტრომობილების მფლობელებისთვის, ასევე A კატეგორიის ტაქსის ლიცენზიის მფლობელებისთვის.
ზონალური პარკირებით სარგებლობისთვის მოქალაქეებმა Play Store ან Apple Store-ის დახმარებით მობილური აპლიკაცია – Tbilisi Parking უნდა ჩამოტვირთონ, გაიარონ რეგისტრაცია/ავტორიზაცია და ელექტრონული გადახდის მეთოდით ფასიანი ავტოსადგომით ისარგებლონ. აპლიკაციაში ასევე მოცემულია რუკა, სადაც ნომრების მიხედვით ზონალური პარკირების ყველა არეალია აღნიშნული.
ყველა ახალი ამბავი
0