ვისთვის არ ძვირდება საზოგადოებრივი ტრანსპორტი თბილისში: ჩამონათვალი

© Sputnik / Alexander Imedashviliავტობუსები თბილისში
ავტობუსები თბილისში - Sputnik საქართველო, 1920, 25.12.2021
გამოწერა
დედაქალაქში აბონემენტების სისტემის შემოღების შემდეგ გაძვირდება საზოგადოებრივ ტრანსპორტში ერთჯერადი მგზავრობის საფასური, მაგრამ ზოგიერთი კატეგორიის მგზავრი შეღავათით ისარგებლებს
თბილისი, 25 დეკემბერი – Sputnik. საზოგადოებრივ ტრანსპორტში აბონემენტების სისტემის შემოღების შემდეგ თბილისელების ნაწილი კვლავ ისარგებლებს შეღავათებით, იუწყება დედაქალაქის მერია.
თბილისში 1 თებერვლიდან სააბონემენტო ულიმიტო სისტემა ამოქმედდება:
ულიმიტო 90 წუთიანი ბარათი - 1 ლარი;
ულიმიტო 1-დღიანი ბარათი - 3 ლარი;
ულიმიტო 1-კვირიანი ბარათი - 20 ლარი;
ულიმიტო 1-თვიანი ბარათი - 40 ლარი;
ულიმიტო 3-თვიანი ბარათი - 100 ლარი;
ულიმიტო 6-თვიანი ბარათი - 150 ლარი;
ულიმიტო 1-წლიანი ბარათი - 250 ლარი.
Sputnik-საქართველო წარმოგიდგენთ მოქალაქეთა კატეგორიების ჩამონათვალს, რომლებიც ახალი სისტემის ამოქმედების მიუხედავად, შეღავათებით ისარგებლებენ.

უფასო მგზავრობა

თბილისში რეგისტრირებული უსინათლო პირები, მათი თანმხლები და გამცილებელი პირები, ასევე შშმ-პირთა საზოგადოებასთან ინტეგრაციის პროგრამის ბენეფიციარები;
მოსწავლეები
უბნის ინსპექტორები და დეტექტივების მთავარი სამმართველოს თანამშრომლები
თბილისის პოლიციის დეპარტამენტის მთავარი სამმართველოს მოსამსახურეები
თბილისის მუნიციპალური ბაგა-ბაღების თანამშრომლები
თბილისში რეგისტრირებული ვეტერანები და მათთან გათანაბრებული პირები
მეორე მსოფლიო ომისა და საქართველოს ტერიტორიაზე და მის ფარგლებს გარეთ სხვა საბრძოლო მოქმედებების დროს დაღუპულთა და უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ოჯახის წევრები
ყოფილი მსჯავრდებულები, რომლებიც რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამაში არიან ჩართული
თბილისის დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები (მეეზოვეები, დამლაგებლები, ნაგავმზიდების მძღოლები)
მესაფლავეები
1989 წლის 9 აპრილის აქციის დროს დაზარალებულთა და დაღუპულთა ოჯახის წევრები
სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლები

მგზავრობის შეღავათიანი საფასური

როგორც მერიაში აღნიშნეს, თბილისელების ნაწილისთვის საზოგადოებრივ ტრანსპორტზე შეღავათები მოქმედებს, რომლებიც სააბონემენტო სისტემის შემოღების შემდეგაც დარჩება ძალაში.
რაც შეეხება მგზავრობის შეღავათიან ტარიფებს, 20 თეთრის გადახდის უფლებით სარგებლობენ:
თბილისის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტები
საჯარო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების და პროფესიული სასწავლებლების თანამშრომლები
პენსიონერები
თბილისის საკუთრებაში არსებული პოლიკლინიკების უბნის ექიმები, რაიონების პედიატრები, ოჯახის ექიმები
მანდატურები
მოხუცებულთა სახლების და ბავშვთა სახლების თანამშრომლები
ტრეფიკინგის და ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფრების და კრიზის-ცენტრების თანამშრომლები
მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის თანამშრომლები
სახელოვნებო და სამუსიკო სკოლების თანამშრომლები
რუსთავის, მცხეთის, გარდაბნის, მარნეულისა და ბოლნისის სკოლების თბილისში რეგისტრირებული მოსწავლეები
პენსიონერები
თბილისში დასაქმებული სოციალური აგენტები
10-თეთრიანი მგზავრობის უფლებით სარგებლობენ:
სოციალურად დაუცველთა ბაზაში რეგისტრირებული 70 ათასი და უფრო დაბალი ქულის მქონე თბილისის ტერიტორიაზე მცხოვრები მოქალაქეები.
ყველა ახალი ამბავი
0