https://sputnik-georgia.com/20211225/saqartvelosi-nazvis-xeebis-ukanono-wris-11-faqti-gamovlinda-263151899.html
საქართველოში ნაძვის ხეების უკანონო ჭრის 11 ფაქტი გამოვლინდა
საქართველოში ნაძვის ხეების უკანონო ჭრის 11 ფაქტი გამოვლინდა
Sputnik საქართველო
იმ შემთხვევაში თუ გარემოზე მიყენებული ზიანი 1000 ლარს გადააჭარბებს, დამნაშავეს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა ემუქრება 25.12.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-12-25T16:30+0400
2021-12-25T16:30+0400
2021-12-25T16:30+0400
ახალი ამბები
საქართველო
შემთხვევები საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0c/19/263150533_0:222:3072:1950_1920x0_80_0_0_15eb57e0ec8d95c77bee344e921bf131.jpg
თბილისი, 25 დეკემბერი - Sputnik. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ნაძვის ხეების, ნერგებისა და ტოტების უკანონო კრეფისა და ტრანსპორტირების 11 ფაქტი გამოავლინეს.წინასაახალწლოდ დეპარტამენტმა წიწვოვანი ხე-მცენარეების მოპოვებაზე, ტრანსპორტირებასა და რეალიზაციაზე კონტროლი მთელი ქვეყნის მასშტაბით გაამკაცრა.დეპარტამენტის ცნობით, მაღალმთიან აჭარაში - ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ერგერში ნაძვისა და ფიჭვის ტოტების გადაზიდვის რვა ფაქტი გამოვლინდა.ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველ მაისში მოქალაქე 31 ერთეული წიწვოვანი სახეობის ნერგის ტრანსპორტირებას ახდენდა. სამართალდამრღვევმა ვერ წარმოადგინა შესაბამისი დოკუმენტაცია.ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ არლის მიმდებარედ, მოქალაქემ უკანონოდ მოიპოვა სოჭის სახეობის ხე-მცენარეების ტოტები და მათი უკანონო ტრანსპორტირება განახორციელა.მცხეთა-მთიანეთის გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების განყოფილების თანამშრომლებმა ცენტრალურ მაგისტრალზე გაჩერებული ავტომანქანის ძარაზე მოქალაქეს 40 ერთეული კავკასიური ნაძვი აღმოაჩინეს. სამართალდამრღვევი ტრანსპორტირებას ყოველგვარი დოკუმენტაციის გარეშე ახორციელებდა.კანონდამრღვევებისთვის გათვალისწინებულია საჯარიმო სანქციები, რაც მერყეობს 200 ლარიდან 2 ათას ლარამდე. ამ თანხას ემატება ხე-მცენარის უკანონოდ მოპოვებით გარემოსათვის მიყენებული ზიანის ოდენობაც. იმ შემთხვევაში, თუ გარემოსათვის მიყენებული ზიანის ოდენობა აღემატება 1000 ლარს, სისხლის სამართლის საქმე აღიძვრება.წიწვოვანი ხე-მცენარეების კანონიერად მოპოვება და რეალიზაცია დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის მოპოვებულია სანერგეებში, პლანტაციებში ან საკარმიდამო ნაკვეთებში. ამასთან, დასაშვებია იმპორტირებული წიწვოვანი ხე-მცენარეების რეალიზაციაც. ასეთ შემთხვევაში რეალიზატორმა უნდა წარმოადგინოს ხე-მცენარის კანონიერად ფლობის დამადასტურებელი სათანადო დოკუმენტი.თუ წიწვოვანი მცენარე მოპოვებულია კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ან ხელოვნურად გაშენებულ სანერგეში, მცენარეების ტრანსპორტირებისთვის სავალდებულოა მათი ადგილწარმოშობის ცნობა, რომელსაც გასცემს ადგილობრივი მუნიციპალიტეტის გამგეობა. იმ შემთხვევაში კი, თუ მცენარის დიამეტრი აღემატება 12 სმ-ს, ადგილწარმოშობის ცნობის საფუძველზე ხეტყის წარმოშობის დამადასტურებელ დოკუმენტს გასცემს ეროვნული სატყეო სააგენტო.
https://sputnik-georgia.com/20201230/bunebrivi-naZvisxis-safrTxeebi-250498589.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0c/19/263150533_170:0:2901:2048_1920x0_80_0_0_c4b5e4741839770f19f1c3b70b789093.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში
საქართველოში ნაძვის ხეების უკანონო ჭრის 11 ფაქტი გამოვლინდა
იმ შემთხვევაში თუ გარემოზე მიყენებული ზიანი 1000 ლარს გადააჭარბებს, დამნაშავეს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა ემუქრება
თბილისი, 25 დეკემბერი - Sputnik. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ნაძვის ხეების, ნერგებისა და ტოტების უკანონო კრეფისა და ტრანსპორტირების 11 ფაქტი
გამოავლინეს.
წინასაახალწლოდ დეპარტამენტმა წიწვოვანი ხე-მცენარეების მოპოვებაზე, ტრანსპორტირებასა და რეალიზაციაზე კონტროლი მთელი ქვეყნის მასშტაბით გაამკაცრა.
დეპარტამენტის ცნობით, მაღალმთიან აჭარაში - ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ერგერში ნაძვისა და ფიჭვის ტოტების გადაზიდვის რვა ფაქტი გამოვლინდა.
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველ მაისში მოქალაქე 31 ერთეული წიწვოვანი სახეობის ნერგის ტრანსპორტირებას ახდენდა. სამართალდამრღვევმა ვერ წარმოადგინა შესაბამისი დოკუმენტაცია.
ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ არლის მიმდებარედ, მოქალაქემ უკანონოდ მოიპოვა სოჭის სახეობის ხე-მცენარეების ტოტები და მათი უკანონო ტრანსპორტირება განახორციელა.
მცხეთა-მთიანეთის გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების განყოფილების თანამშრომლებმა ცენტრალურ მაგისტრალზე გაჩერებული ავტომანქანის ძარაზე მოქალაქეს 40 ერთეული კავკასიური ნაძვი აღმოაჩინეს. სამართალდამრღვევი ტრანსპორტირებას ყოველგვარი დოკუმენტაციის გარეშე ახორციელებდა.
კანონდამრღვევებისთვის გათვალისწინებულია საჯარიმო სანქციები, რაც მერყეობს 200 ლარიდან 2 ათას ლარამდე. ამ თანხას ემატება ხე-მცენარის უკანონოდ მოპოვებით გარემოსათვის მიყენებული ზიანის ოდენობაც. იმ შემთხვევაში, თუ გარემოსათვის მიყენებული ზიანის ოდენობა აღემატება 1000 ლარს, სისხლის სამართლის საქმე აღიძვრება.
წიწვოვანი ხე-მცენარეების კანონიერად მოპოვება და რეალიზაცია დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის მოპოვებულია სანერგეებში, პლანტაციებში ან საკარმიდამო ნაკვეთებში. ამასთან, დასაშვებია იმპორტირებული წიწვოვანი ხე-მცენარეების რეალიზაციაც. ასეთ შემთხვევაში რეალიზატორმა უნდა წარმოადგინოს ხე-მცენარის კანონიერად ფლობის დამადასტურებელი სათანადო დოკუმენტი.
თუ წიწვოვანი მცენარე მოპოვებულია კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ან ხელოვნურად გაშენებულ სანერგეში, მცენარეების ტრანსპორტირებისთვის სავალდებულოა მათი ადგილწარმოშობის ცნობა, რომელსაც გასცემს ადგილობრივი მუნიციპალიტეტის გამგეობა. იმ შემთხვევაში კი, თუ მცენარის დიამეტრი აღემატება 12 სმ-ს, ადგილწარმოშობის ცნობის საფუძველზე ხეტყის წარმოშობის დამადასტურებელ დოკუმენტს გასცემს ეროვნული სატყეო სააგენტო.