ეს უნდა იცოდეთ! ბუნებრივი ნაძვის ხის საფრთხეები – მეცნიერები გვირჩევენ

© photo: Sputnikბუნებრივი ნაძვისხე
ბუნებრივი ნაძვისხე - Sputnik საქართველო
გამოწერა
მეცნიერთა ჯგუფმა რამდენიმე კვლევაზე დაყრდნობით დაადგინა, რა საფრთხეებს შეიცავს სახლში ბუნებრივი ნაძვის ხის დადგმა.

თბილისი, 30 დეკემბერი — Sputnik. ბუნებრივი ნაძვის ხე სახლში სახიფათოა ჯანმრთელობისთვის, ასეთი დასკვნა მეცნიერთა ჯგუფმა მთელი რიგი კვლევების საფუძველზე გამოიტანა. 

გაირკვა, რომ ნაძვის ხეს შეუძლია ხველების შეტევა გამოიწვიოს და, უფრო მეტიც, ასთმის პროვოცირებაც კი მოახდინოს.

ნაძვის ხის სათამაშოები - Sputnik საქართველო
როგორ შევარჩიოთ საახალწლოდ ცოცხალი ნაძვის ხე და როგორ მოვუაროთ მას

მეცნიერთა თქმით, ბუნებრივ გარემოში გაზრდილ ხეებზე 50-ზე მეტი სახეობის ობის სპორები და მწერები გროვდება, და როდესაც ხე სითბოში ხვდება, ისინი ცოცხლდებიან და „მავნებლობას“ იწყებენ.

ექსპერტები ირწმუნებიან, რომ ბუნებაში ხეების 70% დასნებოვნებულია მწერებითა და ობის სპორებით.

სწავლულები ამბობენ, რომ თუ ადამიანი საკმარისად ჯანმრთელია, არანაირი პათოლოგია ან თანდაყოლილი დეფექტი არ აქვს, მაშინ მისი იმუნიტეტი თავისუფლად გაუმკლავდება ნაძვის ხის საფრთხეს. მიუხედავად ამისა, ექიმები გვირჩევენ, არ გავაჩეროთ ნაძვის ხე შინ ორ კვირაზე მეტხანს.

ყველა ახალი ამბავი
0