საქართველოში ფასიანი ქაღალდების ემიტენტებისათვის კორპორაციული მართვის კოდექსი დამტკიცდა

© photo: Sputnik / Stringerიუსტიციის სახლი
იუსტიციის სახლი - Sputnik საქართველო, 1920, 25.12.2021
გამოწერა
კოდექსით განსაზღვრულ ანგარიშგებებს საწარმოები 2023 წლის წლიური ანგარიშის წარდგენის თარიღისთვის წარმოადგენენ.
თბილისი, 25 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა საჯარო ფასიანი ქაღალდების ემიტენტებისათვის კორპორაციული მართვის კოდექსი დაამტკიცა.
კოდექსის მთავარი მიზანი საწარმოებისათვის პასუხისმგებლობის გაზრდის ხელშეწყობა, დაინტერესებულ მხარეებთან აქტიური კომუნიკაცია, გამჭვირვალობისა და ინვესტორთა უფლებების დაცვაა.
„ეს, ერთი მხრივ, ხელს შეუწყობს საწარმოებს გრძელვადიანი მიზნების მიღწევაში, ხოლო, მეორე მხრივ, გაზრდის ინვესტორთა ნდობას საწარმოსადმი და საბოლოოდ, მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ადგილობრივი და უცხოური ინვესტიციების მოზიდვაში“, - ნათქვამია ეროვნული ბანკის განცხადებაში.
როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, საქართველოში კორპორაციული მართვის საბაზისო სტანდარტები სხვადასხვა საკანონმდებლო აქტითაა დადგენილი. შესაბამისად, საწარმოებს უკვე აქვთ ვალდებულება სრულ შესაბამისობაში იყვნენ აღნიშნულ მოთხოვნებთან. თუმცა, 2020 წელს „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონში საჯარო ფასიანი ქაღალდების ემიტენტების კუთხით განხორციელებულმა ცვლილებებმა ცხადყო, რომ აუცილებელია კორპორაციული მართვის კოდექსის შემუშავება, რომელიც უფრო ნათლად წარმოაჩენდა იმ ორგანიზაციულ მოთხოვნებს, რომლებსაც საწარმოები უნდა აკმაყოფილებდნენ.
თბილისი - Sputnik საქართველო, 1920, 14.07.2021
საქართველოში იპოთეკით უზრუნველყოფილი ობლიგაციების გამოშვება შესაძლებელი ხდება
„საჯარო ფასიანი ქაღალდების ემიტენტებისათვის კორპორაციული მართვის კოდექსი" ასახავს საწარმოებისადმი დადგენილ მოთხოვნებსა და ანგარიშგების წარმოდგენის პროცესს. კოდექსი ეფუძნება მიდგომას - „შეასრულე ან განმარტე და წარმოადგინე ალტერნატივა", რომელიც მოითხოვს კოდექსში ასახულ პრინციპების მიმართ ემიტენტების კორპორაციული მმართველობის მიდგომების გამოყენებას და მიზნად ისახავს კორპორაციული მართვის საუკეთესო პრაქტიკის ფართოდ გამოყენების ხელშეწყობას.
კოდექსი შემუშავებულია საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკაზე დაყრდნობით და მსოფლიო ბანკისა და საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის აქტიური მონაწილეობით. მასში გათვალისწინებულია სხვადასხვა ქვეყნის, საერთაშორისო ორგანიზაციისა და ევროკავშირის სტანდარტები, მათ შორის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) კორპორაციული მართვის პრინციპები.
ლონდონი. სამეფო ბანკი და საფონდო ბირჟა - Sputnik საქართველო, 1920, 21.12.2021
ქართული კომპანიების ფასიანი ქაღალდები ლონდონის ბირჟაზე: ერთი კვირის ვაჭრობის შედეგები
კორპორაციული მართვის კოდექსი 2022 წლის 1 იანვრიდან შევა ძალაში. კოდექსით განსაზღვრულ ანგარიშგებებს საწარმოები 2023 წლის წლიური ანგარიშის წარდგენის თარიღისთვის წარმოადგენენ.
ყველა ახალი ამბავი
0