ქართული კომპანიების ფასიანი ქაღალდები ლონდონის ბირჟაზე: ერთი კვირის ვაჭრობის შედეგები

© AFP 2024 / DANIEL LEAL-OLIVASლონდონი. სამეფო ბანკი და საფონდო ბირჟა
ლონდონი. სამეფო ბანკი და საფონდო ბირჟა - Sputnik საქართველო, 1920, 21.12.2021
გამოწერა
ლონდონის საფონდო ბირჟაზე საქართველოს მთავრობის ფასიანი ქაღალდების ღირებულება გასულ კვირაში გაიზარდა.
თბილისი, 21 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს სუვერენული ობლიგაციების ღირებულება ლონდონის საფონდო ბირჟაზე გასულ კვირაში 0,92%-ით გაიზარდა და 99,87 დოლარი შეადგინა, მოგება შეადგენს 2,78%-ს, ნათქვამია საინვესტიციო კომპანია Galt&Taggart-ის ანგარიშში.
კორპორაციული ობლიგაციებით ვაჭრობა
საინვესტიციო კომპანიის მონაცემებით, „საქართველოს ბანკის" ევროობლიგაციების ღირებულება ერთ კვირაში 0,03%-ით შემცირდა. ვაჭრობა დაიხურა 2,17% მოგებით 105,98 პუნქტის ფასით. კომპანია Georgia Capital-ის გარიგებები ევროობლიგაციებზე დაიხურა 102,06 პუნქტის ფასით, 5,13% მოგებით, ფასი ერთ კვირაში 0,61%-ით შემცირდა.
„საქართველოს რკინიგზის" ევროობლიგაციების ღირებულება გასულ კვირაში 0,14%-ით გაიზარდა 100,42 პუნქტამდე, მოგება შეადგენს 3,93%-ს.
თბილისი - Sputnik საქართველო, 1920, 14.07.2021
საქართველოში იპოთეკით უზრუნველყოფილი ობლიგაციების გამოშვება შესაძლებელი ხდება
აქციებით ვაჭრობა
ფასი „საქართველოს ბანკის" აქციებზე ლონდონის საფონდო ბირჟაზე ერთ კვირაში 3,99%-ით შემცირდა და ერთ აქციაზე 15,42 ფუნტი სტერლინგი შეადგინა. სულ კვირის განმავლობაში ბანკის 186 ათასი ფასიანი ქაღალდის ყიდვა–გაყიდვის გარიგება შედგა, ამასთან ფასი მერყეობდა ერთ აქციაზე 15,42–16,14 ფუნტის დიაპაზონში.
კომპანია Georgia Capital-ის აქციების ფასი კვირის განმავლობაში შემცირდა 3,4%-ით და ერთ აქციაზე 6,26 ფუნტი შეადგინა. სულ კვირის განმავლობაში კომპანიის 661 ათასი ფასიანი ქაღალდის ყიდვა–გაყიდვის გარიგება შესრულდა, ამასთან ფასი მერყეობდა ერთ აქციაზე 6,26–6,6 ფუნტის დიაპაზონში.
TBC Bank-ის აქციები ერთ კვირაში 2,55%-ით გაიზარდა 16,08 ფუნტამდე ერთ აქციაზე. სულ კვირის განმავლობაში კომპანიის 305 ათასი ფასიანი ქაღალდის ყიდვა–გაყიდვის გარიგება შედგა, ფასი მერყეობდა ერთ აქციაზე 15,44–16,14 ფუნტის დიაპაზონში.
ყველა ახალი ამბავი
0