მასობრივი შიმშილობა „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში: ბოლო ინფორმაცია

© photo: Sputnik / Stringerმასობრივი შიმშილობა ენმ-ის ოფისთან
მასობრივი შიმშილობა ენმ-ის ოფისთან - Sputnik საქართველო, 1920, 25.12.2021
გამოწერა
მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ სააკაშვილმა თავად მოითხოვა შიმშილობის დაწყება და მის მიერ შექმნილი პარტიის წევრებს დაფინანსების შეწყვეტით დაემუქრა
თბილისი, 25 დეკემბერი - Sputnik. მთავარი ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში, სადაც მასობრივი შიმშილობაა გამოცხადებული, გაიხსნა მედპუნქტი და მორიგეობს სასწრაფო დახმარების ბრიგადა, განაცხადა პარტიის წევრმა ბაჩო დოლიძემ.
საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიერ დაფუძნებული მთავარი ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან მეოთხე დღე 12 კარავია გაშლილი. ოპოზიციის ცნობით, სააკაშვილის სოლიდარობის ნიშნად შიმშილობაში 200-მდე ადამიანი მონაწილეობს.

„ძა­ლი­ან დიდ ყუ­რა­დღე­ბას ვაქ­ცევთ თი­თო­ე­უ­ლი ადა­მი­ა­ნის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბას. ყო­ველ დი­ლით გადიან შე­მოწ­მე­ბას მედ­პუნ­ქტში, რო­მე­ლიც აქ გა­იხ­სნა. პარალელუ­რად მო­რი­გე­ობს სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის მან­ქა­ნა“, - განაცხადა დოლიძემ.

მისი თქმით, ღამით რამდენიმე მოშიმშილე შეუძლოდ გახდა, მაგრამ სამედიცინო დახმარების აღმოჩენის შემდეგ მათ შიმშილობის გაგრძელების გადაწყვეტილება მიიღეს.
სააკაშვილის მომხრეები ხანგრძლივი შიმშილობისთვის მზად არიან - ვიდეო - Sputnik საქართველო, 1920, 22.12.2021
სააკაშვილის მომხრეები ხანგრძლივი შიმშილობისთვის მზად არიან – ვიდეო
21 დეკემბერს, სააკაშვილის დაბადების დღეზე გამართულ საპროტესტო აქციაზე ენმ-ის თავმჯდომარე ნიკა მელიამ განაცხადა, რომ ექს–პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით მასობრივ შიმშილობას იწყებენ. მისი თქმით, შიმშილობა იქნება უვადო და არ შეწყდება მანამ, სანამ ექს-პრეზიდენტი ციხიდან არ გათავისუფლდება.
მანამდე ზოგიერთ მედიასაშუალებაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ პარტიის ლიდერებს შიმშილობის დაწყება თავად სააკაშვილმა მოსთხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ დაფინანსების შეწყვეტით დაემუქრა. აღნიშნული ინფორმაცია „ნაცმოძრაობაში“ უარყვეს.
ამ დროისთვის საქართველოს მესამე პრეზიდენტი, რომელსაც ორ სისხლის სამართლის საქმეზე დაუსწრებლად ექვსი წლის ვადით პატიმრობა აქვს შეფარდებული, 50–დღიანი შიმშილობის შემდეგ გორის სამხედრო ჰოსპიტალში სარეაბილიტაციო კურსს გადის. სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით მისი მომხრეები პერმანენტულ აქციებს მართავენ.
ყველა ახალი ამბავი
0