სააკაშვილის მომხრეები ხანგრძლივი შიმშილობისთვის მზად არიან – ვიდეო

გამოწერა
„ნაციონალური მოძრაობის“ მთავარ ოფისთან მიხეილ სააკაშვილის ციხიდან გათავისუფლების მოთხოვნით მოშიმშილეების კარვები დგას.
სააკაშვილის მომხრეების მასობრივი შიმშილობის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა ნიკა მელიამ სამშაბათს გამართულ აქციაზე განაცხადა. მიტინგი ოპოზიციურმა პარტიამ მიხეილ სააკაშვილი დაბადების დღეს ჩაატარა.
ამ მომენტისთვის უცნობია, კონკრეტულად ვინ იქნებიან მოშიმშილეთა შორის. შიმშილობის დაწყების შესახებ საჯაროდ მხოლოდ ნიკა მელიამ, აკაკი მინაშვილმა და გია ბარამიძემ განაცხადეს, ხოლო თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ შეძლებს პროტესტის ამ ფორმით გამოხატვას.
მიხეილ სააკაშვილი საქართველოში 29 სექტემბერს საიდუმლოდ ჩამოვიდა, რათა ოპოზიციისათვის მხარი დაეჭირა. 1 ოქტომბერს ის დააკავეს და რუსთავის საპყრობილეში გადაიყვანეს. ექს-პრეზიდენტმა იმავე დღეს შიმშილობა გამოაცხადა, რამაც 50 დღე გასტანა, მანამ, სანამ ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში არ გადაიყვანეს.
ყველა ახალი ამბავი
0