საქართველოში დავით აღმაშენებლის პერიოდის ისტორიული მონეტა აღმოაჩინეს

© Facebook / GN Museumდავით აღმაშენებლის პერიოდის მონეტა
დავით აღმაშენებლის პერიოდის მონეტა - Sputnik საქართველო, 1920, 24.12.2021
გამოწერა
დღემდე მსოფლიო ისტორია იცნობდა მეფე დავით აღმაშენებლის მიერ მოჭრილ ერთადერთ უნიკალურ მონეტას, რომელიც დიდი ბრიტანეთის მუზეუმში, კერძოდ, ლონდონშია დაცული.
თბილისი, 24 დეკემბერი – Sputnik. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლების მიერ უნებართვო არქეოლოგიური სამუშაოების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ისტორიული არტეფაქტი – დავით აღმაშენებლის პერიოდის მონეტა აღმოაჩინეს.
უწყების ცნობით, მონეტის ავთენტურობის დასადგენად სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროსა და ეროვნული მუზეუმის მეცნიერების ჩართულობით კვლევა ჩატარდა, რომლის საფუძველზეც დადგინდა, რომ სპილენძისგან დამზადებული მონეტა ნამდვილად დავით აღმაშენებლის დროს არის მოჭრილი და ორიგინალია.
არქეოლოგიური გათხრები ქვემო ქართლში - Sputnik საქართველო, 1920, 28.11.2021
ნიქოზში არქეოლოგიური გათხრების შედეგად პრეისტორიული პერიოდის არტეფაქტები აღმოაჩინეს
მიუხედავად იმისა, რომ საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება და მონეტა წარმოადგენს ნივთმტკიცებას, როგორც განსაკუთრებული ისტორიული ფასეულობის კულტურული მემკვიდრეობა, სათანადო პირობებში შესანახად და საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად ის საქართველოს ეროვნულ მუზეუმს გადაეცემა, რათა ადამიანებს მიეცეთ შესაძლებლობა, საქართველოში პირველად აღმოჩენილი მე-12 საუკუნის საქართველოს ისტორიის ამსახველი არტეფაქტი იხილონ.
უწყების ცნობით, აღნიშნული გამოძიების ფარგლებში ასევე ამოღებულია ისტორიული, კულტურული და მეცნიერული ღირებულების მქონე სხვადასხვა არტეფაქტი – 12 ბეჭედი, ბრინჯაოს გულსაკიდი ზანზალაკი, 6 ორიგინალი ღილი, სხვადასხვა პერიოდის, მათ შორის, XIII საუკუნით დათარიღებული სამი მონეტა.
აღნიშნული არტეფაქტები ასევე ეროვნულ მუზეუმს გადაეცემა.
ყველა ახალი ამბავი
0